ახალი იქს ადამიანების სერიალი: “ლეგიონი”

pzjqfx0

ტელეარხი “FX” ახალი სუპერგმირული სერიალის წარმოებას იწყებს, ამ “იქს” სერიალის მთავარი გმირია –  ფსიქიკური აშლილობის მქონე მუტანტი სახელად ლეგიონი (Legion), რომელსაც ითამაშებს დენ სტივენსი (Dan Stevens).  კომიქსებში, ლეგიონი პროფესორ იქსის შვილია, წინასწარი ინფორმაციით სერიალი არ არი დაკავშირებული იქს ფილმების სამყაროსთან. პროდიუსერ საიმონ კინბერგის თქმით სერიალი იქნება Breaking Bad სუპერგმირული ვერსია. “ლეგიონი” პირველი ტელე კოლაბორაციაა 20th Century Fox Television-ს და Marvel Television-ს  შორის. პროექტში აგრეთვე მიიღებენ მონაწილობას: ობრი პლაზა (Aubrey Plaza), ჯინ სმარტი (Jean Smart), ემბერ მიდთანდერი (Amber Midthunder) და კეტი ესილტონი (Katie Aselton). გეგმის მიხედვით სერიალის პირველ სეზონში სულ 8 ეპიზოდი იქნება, ტელე ეკრანებზე სერიალი 2017 წლის დასაწყისში გამოვა.

კატეგორია: Marvel, News, TV, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ახალი იქს ადამიანების სერიალი: “ლეგიონი”

“იქს ადამიანები: აპოკალიფსი” მიმოხილვა

t8iSlC9

“აპოკალიფსი”  ახალი იქს ტრილოგიის მესამე ფილმია; ის ასრულებს ისტორიას, რომელიც დაიწყო “პირველ კლასში”, რაც  ძალიან აშკარად ჩანს ფლეშბექებში, და ასევე იწყებს ახალ ისტორიას განახლებული ახალგაზრდა მსახიობებით, მთავარი შეკითხვა კი შემდეგშია – რამდენად კარგად “დაამთავრა” და “დაიწყო” “აპოკალიფსმა”?

დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “იქს ადამიანები: აპოკალიფსი” მიმოხილვა

Thor: Ragnarok ანონსი და დეტალები

მარველმა ოფიციალურად დაანონსა თორის ახალი ფილმი და პირველი კონცეპტ არტი გაამხილა. ამ ანონსით დადასტურდა რომ კეიტ ბლანშეტი (Cate Blanchett) მართლაც თამაშობს სიკვდილის ღმერთს ჰელას (Hela), ტესა ტომპსონი (Tessa Thompson) კი ვალკირიას (Valkyrie). ამასთან ერთად ჩვენ გავიგეთ რომ ფილმში მონაწილეობენ ჯეფ გოლდბლუმი (Jeff Goldblum)  სამყაროს უბერესი გრანდმასტერის (Grandmaster En Dwi Gast) როლში და კარლ ურბანი  (Karl Urban) ჯალათი სკურჯის (Skruge the Excutioner) როლში.

კომიქსების მიხედვით ჰელა ლოკის (ანუ მისი წინა რეინკარნაციის) შვილია. კეიტ ბლანშეტის ჰელა იქნება პირველი მდედრობითი სქესის მთავარი ბოროტმოქმედი მარველის კინო სამყაროში. სკრუჯის გარდა ფილმში  აგრეთვე ამორას (Amora Enchantress) ელიან, რომელიც კომიქსებში ხშირად მუშობას სკრუჯთან. გრანდმასტერის გამოჩენა კი მიგვანიშნებს ფილმის კოსმოსურ განხრაზე, რაც სავარაუდოთ გაგრძელდება Avengers Inifnity War-ში. ფილმში ასევე გამოჩნდება მარკ რუფალოს ჰალკი.

ტეიკა ვაიტიტის (Taika Waititi) მიერ გადაღებული “Thor: Ragnarok”  გამოვა  2017 წლის 3 ნოემბერს. 

კატეგორია: Marvel, Movies, News, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Thor: Ragnarok ანონსი და დეტალები

აპოკალიფსი ახლა: ვინ არის იქს ადამიანების უდიდესი მოწინააღმდეგე?

პირველად აპოკალიფსი  გამოჩნდა კომიქსში “X-Factor Vol.1 #4” . ეს პირველადი იქს-ფაქტორის გუნდი შედგებოდა ხუთი ორიგინალი იქს-ადამიანისგან (ციკლოპი, ჯინ გრეი, ბისტი, აისმენი და ენჯელი). სულ თავიდან სერიის მწერალს, ბობ ლეიტონს (Bob Layton), უნდოდა ეჩვენებინა იდუმალი, ჩრდილოვანი “რუხი კარდინალის” ფიგურა, რომელიც სინამდვილეში დერდევილის მოწინააღმდეგე, ლილანდ ოულსლი/“ბუ” (Owl) აღმოჩნდებოდა, მაგრამ მარველის მთავარ გამომცემელს, ბობ ჰარას (Bob Harras), სერიაში ახალი ა კლასის, მაგნეტოს დონის ძლიერი პერსონაჟი უნდოდა, და ასეც მოხდა, როდესაც ბობ ლაიტონი ლუიზა სიმონსონმა შეცვალ იქს ფაქტორის მწერლის პოსტზე, ჩვენ ახალი პერსონაჟი მივიღეთ.  დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Origins, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: აპოკალიფსი ახლა: ვინ არის იქს ადამიანების უდიდესი მოწინააღმდეგე?

კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო მიმოხილვა

2015-ში ყველა ფანი გაოცდა, როდესაც მარველმა დაანონსა კომიქს CIVIL WAR-ის ეკრანიზაცია, რომელიც მესამე კაპიტანი ამერიკას ფილმის ფარგლებში მოხდებოდა. ამ კომიქსის ეკრანიზაცია არც თუ ისე მარტივია; პირადად კომიქსის ავტორის – მარკ მილარისთვის ამ ისტორიაზე მუშაობა “ჯოჯოხეთი” იყო, მაგრამ ძმები რუსოების წინა კეპის ფილმის შემდეგ, რომელიც ასევე იყო სავსე პოლიტიკური მომენტებით, ზუსტად ამიტომ ფანების შორის დიდი იმედი და ოპტიმიზმი გაჩნდა, რომ ფილმი მართლაც კარგი გამოვიდოდა. დაწვრილებით

კატეგორია: Ant-man, Marvel, Movies, Posts, Reviews, Spider-Man | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო მიმოხილვა

Batman V Superman 800 მილიონს უახლოვდება

“Batman v Superman: Dawn of Justice” შემოსავალი უახლოვდება 800 მილიონს. ამ კვირას  ფილმმა $783.486 მილიონი შეაგროვა მსოფლიოში,  და გადაასწრო დედპულს ($755 მილ.) და გალაქტიკის მცველებს ($773 მილ.).

ფილმის ბიუჯეტია 250 მილიონი + დაახლოებით 160 მილიონი მარკეტინგის ხარჯები, Variety გათვლეით ფილმმა მინიმუმ 800 მილიონი უნდა შეგროვოს ფინანსური მოგებისთვის, ზოგი მედია ანალიტიკოსი კი თვლის რომ ნებისმიერი თანხა მილიარდს ქვეშ დიდი წარუმატებლობა იქნება და საფრთხეს შეუქმნის სამართლიანობის ლიგის (Justice League) ფილმს და DC კინო სამყაროს. თქვენი აზრით შეძლებს ფილმი მილიარდის შეგროვებას?

კატეგორია: Batman, BatmanVSuperman, DC, Movies, News | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Batman V Superman 800 მილიონს უახლოვდება

ახალი X ფილმი: “The New Mutants”

HitFix-ის ინფორმაციით, Fox-მა უკვე აირჩია ორი მსახიობი “New Mutans” კომიქსის ეკრანიზაციისთვის, რომელსაც ჯოშ ბუნი (Josh Boone) გადაიღებს.  მაქცია მუტანტს სახელად “Wolfsbane” ითამაშებს Game Of Thrones-ს ვარსკლავი, მეისი უილიამსი (Maisie Williams),  კოლოსის (Colossus) მაგიური ძალების მქონე დაიკოს-მეჯიკს (Magik) ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy). მათ გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის უკვე ნაცნობი, ალექსანდრა შიპის (Alexandra Shipp) შტორმი (Storm) და  ჯეიმს მაკევოის (James McAvoy) პროფესორი იქსი (Professor X).

კომიქსი “The New Mutants” მოგვითხრობს ახალგაზრდა მუტანტების თავგადასავლებზე, ამ კომიქსით კრის კლერემონტს უნდოდა შეევსო უკვე გაზრდილი იქს-ადამიანების დატოვებული სიცარიელე ამ კატეგორიაში. პირველი გუნდი შედგებოდა ისეთი პერსონაჟებისგან, როგორიცაა: Canonball, Karma, Mirage, Sunspot და უკვე ნახსნენები Wolfsbane და Magik. ამ ინფრომაციის მიხედვით ფილმი  ორიგინალური გუნდის ისტორიებზე იქნება დაფუძნებული.

კატეგორია: Marvel, Movies, News, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ახალი X ფილმი: “The New Mutants”

DC REBIRTH: მორიგი გადატვირთვა?

5 წელი გავიდა DC NEW 52-ს გამოსვლიდან, რომელმაც გადატვირთა დისი კომიქსის სამყარო, ისევე როგორც ეს CRISIS ON INFINITE EARTHS-მა პირველად გააკეთა 1985 წელს. ამით ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, ორივე შეთხვევაში დისის უნდოდა სამყაროს გამარტივება და შედეგად ახალი მკითხველების მოზიდვა.

დისის კინო სამყაროს დაწყებას ემთხვევა კიდევ ერთი “გადატვირთვა”, რომელიც ამ წლის მაისიდან დაიწყება, ”DC Universe: Rebirth” სპეციალური კომიქსით, მაგრამ ჯეფ ჯონსი (Geoff Johns) გვარწმუნებს, რონ ეს არ იქნება სრული განახლება როგორც New 52 და COIE-ს შემთხვევაში, სამყარო მეტწილად უცვლელი დარჩება, მაგრამ იქნება ცვლილებები და ბევრი რამის დაბრუნება ძველი pre-New 52 სამყაროდან. დაწვრილებით

კატეგორია: Batman, Comics, DC, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: DC REBIRTH: მორიგი გადატვირთვა?

ბეტმენი V სუპერმენი V განხილვების განხილვა

ბეტმენის და სუპერმენის საერთო ფილმმაც დიდი ხანი გაატარა  განუხორციელებელი პროექტების სიაში, როგორც დედპულმა. ალბათ პირველი რაც გაიგეთ, მისი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსების ნეგატიური განხილვებია. ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი (ზოგ შემთხვევაში წინასწარ) სასტიკად არ ეთანხმება მათ შეფასებებს, მაგრამ რეალურად რაშია საქმე? რატომ აქვს ფილმს ასეთი დაბალი რეიტინგი? დაწვრილებით

კატეგორია: DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბეტმენი V სუპერმენი V განხილვების განხილვა

დევიდ ბოუი და კომიქსების სამყარო

დღეს კომიქსების პერსონაჟებს დიდი ადგილი უკავიათ კინო და ტელე ინდუსტრიაში, თუმცა არც წინა საუკუნეში იყო  კომიქს პროექტების ნაკლებობა და არანაკლები იყო განუხორციელებელი პროექტი. ერთ-ერთი მათგანი იყო შავი ქვრივის (Black Widow) ტელე სერიალი. 1975 წელს,  დევიდ ბოუის (David Bowie) მაშინდელმა ცოლმა, ენჯი ბოუიმ (Angie Bowie)  სტენ ლისგან (Stan Lee) შავი ქვრივის და დერდევილის (Daredevil) სატელევიზიო ეკრანიზაციის უფლებები შეისყიდა, 1 წლის ვადით. ენჯის დიდი სამსახიობო ამბიციები ჰქონდა და მისი აზრით, ზუსტად ამ სერიალს შეეძლო მისი კარიერის “დაქოქვა”. რაც შეეხება დერდევილის კასტინგს, მის როლზე შეირჩა ბენ კარატერსი (Ben Carruthers) (The Dirty Dozen, Shadows). დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Other, Posts, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დევიდ ბოუი და კომიქსების სამყარო