აპოკალიფსი ახლა: ვინ არის იქს ადამიანების უდიდესი მოწინააღმდეგე?

პირველად აპოკალიფსი  გამოჩნდა კომიქსში “X-Factor Vol.1 #4” . ეს პირველადი იქს-ფაქტორის გუნდი შედგებოდა ხუთი ორიგინალი იქს-ადამიანისგან (ციკლოპი, ჯინ გრეი, ბისტი, აისმენი და ენჯელი). სულ თავიდან სერიის მწერალს, ბობ ლეიტონს (Bob Layton), უნდოდა ეჩვენებინა იდუმალი, ჩრდილოვანი “რუხი კარდინალის” ფიგურა, რომელიც სინამდვილეში დერდევილის მოწინააღმდეგე, ლილანდ ოულსლი/“ბუ” (Owl) აღმოჩნდებოდა, მაგრამ მარველის მთავარ გამომცემელს, ბობ ჰარას (Bob Harras), სერიაში ახალი ა კლასის, მაგნეტოს დონის ძლიერი პერსონაჟი უნდოდა, და ასეც მოხდა, როდესაც ბობ ლაიტონი ლუიზა სიმონსონმა შეცვალ იქს ფაქტორის მწერლის პოსტზე, ჩვენ ახალი პერსონაჟი მივიღეთ. 

როგორც ამას კომიქსის მხატვარი ჯეკსონ გაისი (Jackson Guice) ყვება – ლუიზ სიმონსონს უნდოდა ისეთი ბოროტი, სასტიკი პერსონაჟის შექმნა, რომელიც ადვილად გაუწევდა წინააღმდეგობას ნებისმიერი სუპერ-გუნდს. ჯექსონმა ის პირველად დახატა თავის იქს-ფაქტორისთვის ბოლო ნომერში, შემდეგ კი ლუიზის ქმარმა უოლტერ სიმონსონმა დაამუშავა აპოკალიფსის საბოლოო დიზაინი. აპოკალიფსის მთავარი ფილოსოფია “ძლიერის გადარჩენის” იდეაა, მას არ აინტერესებდა ვინ არის პიროვნება; მუტანტი თუ ადამიანი, თუ ის სუსტია ის უნდა განადგურდეს. იმის მიუხედავად, რომ ის მართვადა გუნდს სახელად “ბოროტების ალიანსი”, სულაც არ თვლიდა თავს ბოროტად-არამედ ის ხედავდა საკუთარ თავს როგორც ბუნების ძალას რომელმაც უნდა დააჩქაროს ევოლუციური პროცესი, რაც თავისთავად ახალ სერიოზულ საფრთხეს წარმოდგენდა იქს ფაქტორისთვის და შემდეგ უკვე იქს ადამიანებისთვის.

რაც შეეხება აპოკალიფსის წარმოშობას, მწერალ რობერტ ვაინბერგს (Robert Weinberg) თავის დროზე უნდოდა, რომ აპოკალფისი სამერსების (ციკლოპის და ჰავოკის) დაკარგული მესამე ძმა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მან სულ სხვა წარმოშობის ისტორია მიიღო. ახალი ისტორიის მიხედვით აპოკალიფსის ნამდვილი სახელი ენ საბან ნური იყო, არაბულიდან ეს სახელი ითარგმნება როგორც “პირველი” (The first one) ან უფრო პირდაპირ – “დილის მზერა”. დიდი ალბათობით ის პირველია ან ერთ-ერთი პირველ მუტანტთა შორის. აპოკალიფსი დაიბადა დაახლოებით 5000 წლის უკან ეგვიპტეში, მუტაციამ მას მიანიჭა ნაცრისფერი კანი და ლურჯი ტუჩები; ამ “დეფექტის” გამო ჩვილობისას მიატოვეს, ჩვილს კი გადაარჩენს მომთაბარე ტომის წევრი სახელად ბაალი, ის მასში დიდ პოტენციალს დაინახავს, ზუსტად ბაალი მისცემს სახელს – ენ საბა ნურ, მომთაბარე ტომში აპოკალიფსი გაეცნობა მათ მთავარ ფილოსოფიას – “ძლიერის გადარჩენას”, რომელიც მომავალში მისი იდეოლოგიის საფუძველი გახდება.

ამ დროს ეგვიპტეს ფარაონი რამა ტუტი მართავდა, რომელიც სინამდვილეში დროში მოგზაური კანგი დამპყრობელია (Kang Conquror), იქიდან გამომდინარე რომ კანგმა იცოდა, თუ ვინ გახდებოდა ენ საბა ნური მომავალში ის აპოკალიფსის “ოჯახის” განადგურებას და ენ საბა ნურის დამორჩილებას შეეცდება, რისთვისაც თავის ჯარს გააგზავნის გენერალ ოზიმინდიას ხელმძღვანელობით ; ისინი ყველას განადგურებას მოახერხებენ ენ საბა ნურის და ბაალის გარდა; მათ მოუწევთ გამოქვაბულებში დამალვა სადაც ბაალი შიმშილისგან დაიღუპება, მაგრამ სიკვდილს წინ გაუმხელს ენ საბა ნურს, რომ წინასწარმეტყველების მიხედვით ის რჩეულია რომელიც დაამარცხებს ფარაონს, ბაალი აგრეთვე მოუყვება აპოკალიფსს უცხო პლანეტარულ ტექნოლოგიაზე, რომელიც სელესტიელმა რასამ დატოვა ამ გამოქვაბულში, შურისძიების მიზნით ენ საბა ნური მონად ჩასაფრდება ფარაონის ქალაქში სადაც მას შეუყვარდება გენერალ ოზიმინდიას და, ნური როდესაც ის მას გაუმხელს თავის გრძნობებს ნური უარით გაისტუმრებს – მიზეზი აქაც მისი უჩვეულო გარეგნობაა, ბრაზი და სტრესი გამოიწვევს მასში ახალ მუტაციას, რაც სუპერძალების და ახალ ფიზიკურ ფორმას მიანიჭებს – ამ ერიდან ის საკუთარ თავს აპოკალიფს უწოდებს. ახალი ძალებით აპოკალიფსი აიძულებს რამა-ტუტს გაქცევას და თავის მონად აქცევს გენერალ ოზმინდიას, აგრეთვე რამა ტუტის/კანგის ტექნოლოგიას ჩაიგდებს ხელში, რაც სელესტიულ ტექნოლოგიასთან ერთად დაეხმარება მომავალში საკუთარი თავის უფრო მეტად გაძლიერებაში.

ამის შემდეგ ის პერიოდულად გაატარებს დროს ამ ტექნოლოგიის ხანგრძლივ რეგენერაციულ ინკუბაციაში, ყოველ გაღვიძების შემდეგ კი უფრო და უფრო ძლიერი ხდება. ამ წლების განმავლობაში ის აგრეთვე მოგზაურობს დედამიწაზე და პრიმიტიულ კულტურებს აჯერებს, რომ ის მათი სიკვდილის ღმერთია, რაც შედეგად ბადებს მრავალ მითს აპოკალიფსის შესახებ. ამ საუკუნეების მანძილზე აპოკალიფსი შეერკინება ისეთ ცნობილი ფიგურებს, როგორიცა თორი (Thor), ოდინი (Odin) და ვლად დრაკულა.

მე-19 საუკუნის ინგლისში, იმ დროს როდესაც დარვინმა პირველად წარადგინა თავისი ევოლუციის და “ძლიერის გადარჩენის” თეორიები, აპოკალიფსი გაიცნობს მეცნიერს, ნათანიელ ესექს (Nathaniel Essex), რომელსაც დიდი ცოდნა გააჩნია მუტაციებზე, მოგვიანებით კი აპოკალიფსი თავისი ტექნოლოგიით ესექსს გადააქცევს ახალ უკვდავ არსებად სახელად მისტერ სინისტერი (Mr. Sinister). აპოკალიფსი კიდევ ერთ ინკუბაციას გადაწყვეტს რათა გაიღვიძოს იმ დროს როდესაც მუტანტები უფრო მრავლად იქნებიან დედამიწაზე.

შემდეგ ის უკვე მე-20 საუკუნეში “იღვიძებს”, რაც მისი პირველი ქრონოლოგიური გამოჩენაა კომიქსებში. არაერთხელ დაუპირისპირდება ციკლოპს და მის გუნდს იქს-ფაქტორს, აპოკალიფსი ენჯელის გადაბირებას შეძლებს და გადააქცევს მას თავის სიკვდილის მხედრად – არქანგელად. როგორც წესი, აპოკალიფსს თან ახლავს მისი ოთხი მხედარი, რომელიც შედგება მის მიერ ოთხი მოდიფიცირებული მუტანტისაგან (ან მეტა ადამიანისგან) თითოეული მათგანი განასახიერებს: “ომს”, “შიმშილს”, “ჭირს” და “სიკვდილს”. ამის მერე მას უამრავი კონფლიქტი მოუვა იქს-ადამიანებთან. ამ ბრძოლების ბოლოს აპოკალიფსი არა ერთხელ “მოკვდება” და გაცოცხლდება.

შესაძლებლობები :

აპოკალიფსს აქვს უამრავი სუპერძალა და შესაძლებლობა რომელიც ასევე სელესიტალური ტექნოლოგიითაა გაძლიერებული. მას აქვს სრული კონტროლი საკუთარი სხეულის მოლეკულურ სტრუქტურაზე, რაც მას შესაძლებლობას აძლევს შეცვალოს თავის სხეული ისე როგორც მას უნდა, მას ადვილად შეუძლია ზომის შეცვლა ან სხეულის ნაწილების ნებისმიერ იარაღად გადაქცევა და თუნდაც გაიზარდოს ფრთების ან აირონმენის მსგავსი როკეტ ჯეტები ფეხებზე. მას აქვს ძლიერი რეგენერაცია რომელიც ყველაზე ფატალურ ზიანსაც კი დაძლევს, ენ საბა ნურს შეუძლია ნებისმიერ გარემოსთან, ინფექციასთან და დაავადებასთან ადაპტირება, და ფაქტიურად ნებისმიერი სუპერ ძალის იმიტირება, ენერგიის მანიპულაციის, ტელეპატისთან და ტელეკინეზთან ერთად. აგრეთვე ტექნოპატია ანუ ნებისმიერი ტექნოლოგიის გაგება და კონტროლი. ის პრაქტიკულად უკვდავია თავისი ძალების და რეგენერაციული ინკუბაციის გამო.

ალბათ ყველაზე ცნობილი აპოკალიფსის ისტორია “Age of Apocalypse”, რომელშიც ჩვენ ვეცნობით ალტერნატიული დედამიწას სადაც 20 საუკუნეში აპოკალიფსმა “გაიღვიძა” 10 წლით ადრე და შეესწრო ჩარლზ ექზევიერის შემთხვევით სიკვდილს, რის მერე აპოკალიფსმა წარმატებით დაამხო კაცობრიობა და დაიპყრო დედამიწის უმეტესი ნაწილი.

აპოკალიფსი ისევ ბრუნდება, მაგრამ ამჯერად როგროც ბავშვი, ევან საბანერ. ამ ჯერად იქს ფორსის (ლოგანი, ენჯელი, პსაილოკი, დედპული, ფანტომექსი) მისია მისი განადგურებაა, მაგრამ როდესაც გუნდი გაიგებს, რომ ის მხოლოდ ბავშვია, დაიწყება სერიოზული კამათი და ჩხუბი, ამასობაში კი უეცრად ფანტომექსი (Fantomex) მოკლავს აპოკალიფსის ახალ რეინკარნაციას, მხოლოდ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ფანტმოექსმა აპოკალიფსის კლონირება მოახდინა და ხელოვნურად გაზარდა ვირტუალურ რეალობაში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გაეგო გააკეთა თუ არა მან სწორი არჩევანი. ამ დროისთვის პატარა აპოკალიფსი სავსებით კეთილია, ის სწავლობს ჯინ გრეის სახელობის სკოლაში და მისი ახალი სახელია “გენეზისი” (Genesis).

კომიქსების გარდა აპოკალიფსი გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციებში. თამაშებში და  ცენტრალური ფიგურა იყო X-Men: The Ravages of Apocalypse, X-Men: Reign of Apocalypse და X-Men Legends II: Rise of Apocalypse-ში. კინოში კი მას ოსკარ აიზეკი (Oscar Isaac) განასახიერებს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Origins, Posts, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.