Thor: Ragnarok ანონსი და დეტალები

მარველმა ოფიციალურად დაანონსა თორის ახალი ფილმი და პირველი კონცეპტ არტი გაამხილა. ამ ანონსით დადასტურდა რომ კეიტ ბლანშეტი (Cate Blanchett) მართლაც თამაშობს სიკვდილის ღმერთს ჰელას (Hela), ტესა ტომპსონი (Tessa Thompson) კი ვალკირიას (Valkyrie). ამასთან ერთად ჩვენ გავიგეთ რომ ფილმში მონაწილეობენ ჯეფ გოლდბლუმი (Jeff Goldblum)  სამყაროს უბერესი გრანდმასტერის (Grandmaster En Dwi Gast) როლში და კარლ ურბანი  (Karl Urban) ჯალათი სკურჯის (Skruge the Excutioner) როლში.

კომიქსების მიხედვით ჰელა ლოკის (ანუ მისი წინა რეინკარნაციის) შვილია. კეიტ ბლანშეტის ჰელა იქნება პირველი მდედრობითი სქესის მთავარი ბოროტმოქმედი მარველის კინო სამყაროში. სკრუჯის გარდა ფილმში  აგრეთვე ამორას (Amora Enchantress) ელიან, რომელიც კომიქსებში ხშირად მუშობას სკრუჯთან. გრანდმასტერის გამოჩენა კი მიგვანიშნებს ფილმის კოსმოსურ განხრაზე, რაც სავარაუდოთ გაგრძელდება Avengers Inifnity War-ში. ფილმში ასევე გამოჩნდება მარკ რუფალოს ჰალკი.

ტეიკა ვაიტიტის (Taika Waititi) მიერ გადაღებული “Thor: Ragnarok”  გამოვა  2017 წლის 3 ნოემბერს. 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, News, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.