ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”

სუპერგმირული ფილმების გამო ახალბედა ფანებს შორის ნაწილობრივ მცდარი წარმოდგენა დაინერგა – თითქოს სტენ ლი (Stan Lee) არის მარველის გმირების ერთადერთი ავტორი (მადლობა მის კომედიურ კამეოებს მარველის ფილმებში), რაც სინამდვილეში ნაწილობრივ სიმართლეა, უდაოდ სტენ ლი კომიქს სამყაროს უდიდესი გენიოსია, მაგრამ მარტო ის ვერ შექმნიდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს, ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა სტენ ლის მარველის ეპოქის შექმნაში, იყო კომიქსების “მეფედ” წოდებული, მხატვარი ჯეკ კირბი (Jack Kirby) (1917-1994). სამწუხაროდ ჯეკი ვერ მოესწრო მარველის ფილმებს და კამეოებს. დაწვრილებით

კატეგორია: Authors, Comics, DC, Marvel, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”

“ფატალური შეცდომა” ახალი ქართული კომიქსი (ინტერვიუ და პრევიუ)

ა.შ.შ-ს საელჩომ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელეს ქართული კომიქსის პროექტი, რისთვისაც შეარჩიეს 4 ახალგაზრდა ქართველი. კომიქსის სახელია “ფატალური შეცდომა”. კომიქსის  პრეზენტაცია 23 სექტემებრს შედგება ბიბლუს გალერეაში.

გუნდი შედგება მწერლებისგან – მარიამ აღდგომელაშვილი და თორნიკე ხვთისიაშვილი და მხატვრებისგან – ნინო ცხადაია და გეგა თურმანიშვილი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა კითხვები დაგვესვა კომიქსის ავტორებისთვის, ამასთან მეტი გაგვეგო მათზე და პროექტზე.

დაწვრილებით

კატეგორია: Posts, ქართული | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “ფატალური შეცდომა” ახალი ქართული კომიქსი (ინტერვიუ და პრევიუ)

Harley Quinn/ჰარლი ქუინი: ისტორია

იშვიათად თუ მოიძებნება კომიქსის პერსონაჟი, რომელიც პირველად კომიქსებში არ გამოჩენილა, ასეთ პერსონაჟებს შორისაა ჰარლი ქუინი (Harley Quinn).

1992 წელს “Batman Animated Series” ეპიზოდში  სახელად “Joker’s Favor” მეორე ხარისხოვან როლში გამოჩნდა ჯოკერის დამხმარე სახელად ჰარლი ქუინი, იგი თავიდან გათვლილი იყო, როგორც მხოლოდ ერთჯერადი პერსონაჟი, თუმცა ჰარლიმ მალევე დაიპყრო ფანების გულები და გახდა მათი ფავორიტი. არავის არ შეეძლო წარმოედგინა რომ ეს თითქოს უმნიშვნელო პერსონაჟი გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედი დისის სამყაროში, პოპულარობაში  ამ “ახალბედა” პერსონაჟმა გაუსწრო უამრავ 60 წელს გადაცილებულ პერსონაჟს და ბოლო წლებში პოპულარობაში ის ჯოკერსაც კი ეჯიბრება.

დაწვრილებით

კატეგორია: Animation, Batman, Comics, DC | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Harley Quinn/ჰარლი ქუინი: ისტორია

“Justice League Dark” ახალი რეჟისორი ყავს

Variety წყაროს მიხედვით Justice League Dark გარდა ანიმაციურისა  მხატვრულ ფილმსაც მიიღებს. ფილმს გადაიღებს ფოქსის “გამბიტის” უკვე ყოფილი რეჟისორი დაგ ლაიმანი (Doug Liman), სცენარს კი მაიკლ ჯილიო (Michael Gilio) დაწერს. ამავე ინფორმაციით ფილმი იქნება დისის კინო სამყაროს ნაწილი. გუნდი სამართლიანობის ლიგის უფრო ბნელი და მაგიური ვერსიაა, ამ გუნდში შედიან ასეთი პერსონაჟები როგორიცაა კონტანტინი (Constantine the Hellblazer), ჭაობის არსება (Swamp Thing), ზატანა (Zattana), დემონი ეტრიგანი (Etrigan the Demon), დედმენი (Deadman) და სხვა. რომოდენიმე წლის წინ პროექტზე ასევე მუშაობდა  რეჟისორი გილერმო დელ ტორო (Guillermo del Toro), მაგრამ მან დატოვა პროექტი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კატეგორია: DC, Movies, News, Posts, Vertigo | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “Justice League Dark” ახალი რეჟისორი ყავს

თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა

ფილმის  “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” გარდა წელს მაყურებელს დისის კიდევ ერთი კინო პროექტი ელოდა – “თვითმკვლელთა რაზმი”, პირველი კომიქს ფილმი  ბოროტმოქმედების გუნდზე.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ უკვე უამრავი კომიქს ფილმი ვნახეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, თვითმკვლელთა რაზმის იდეა  ახალი და უნიკალურია, კომიქს ფილმებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი, სამწუხაროდ, ხდება ბანალური კლიშეების მსხვერპლი.

დაწვრილებით

კატეგორია: Batman, DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა

თვითმკვლელთა რაზმი: ისტორია

თვითმკვლელთა რაზმი, გასაიდუმლოებული დაჯგუფებაა, რომელიც უმეტესად შედგება ადვილად გასაწირი ბოროტმოქმედებისგან, რომლებიც იძულებულენი არიან იმუშაონ სახელმწიფოსთვის  და შეასრულონ მათი სასიკვდილო დავალებები სასჯელის შემცირების სანაცვლოდ. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, DC, Origins, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თვითმკვლელთა რაზმი: ისტორია

Comic-Con: ფილმები და სერიალები

JUSTICE LEAGUE:                                                                                                                   ყველაზე დიდი სიურპრიზი ალბათ სამართლიანობის ლიგის “პროტო” ტრეილერი იყო, ტრეილერი გვაჩვენებს თუ როგორც ცდილობს ბრიუს უეინი გუნდის შეკრებას, კანდიდატების შორის არიან აკვამენი, რომელსაც ეს არ აინტერესებს და ბარი ალენი, რომელიც პირიქით მეტისმეტად მოწადინებულია გუნდში გაწევრიანების პრესპექტივით. ასევე ვხედავთ “Mother box”, ფლეშის და კიბორგის კოსტიუმებს/ჯავშნებს და ბეტმენის ოდნავ განახლებულ კოსტიუმს. ტრეილერიდან აშკარაა რომ ფილმის ტონი ბევრად ნათელია და მასში იუმორიც კი იქნება. ვერ ავცდებით აშკრა მსგავსებას ბრიუსისა და ბარის სცენის ტონის და პიტერის (Civil War) სცენებს შორის ამის მიუხედად სცენა და თვითონ ეზრა მილერის შესრულება პოზიტურ ემოციებს იწვევს. ამ სასიამუვნო და იმედის მომცემ ვიდეოს ძალიან მოუხდა White Stripes – Icky Thump.

დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, News, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Comic-Con: ფილმები და სერიალები

Interview with David Mack

US Embassy in Georgia arranged a visit of a famous comics creator David Mack, he’s an author of numerous comic books and artist of even more comic covers, He is most famous for working on Daredevil where he co-created,  one of the very few deaf comic characters, “Echo”,  he also created his own comic series “Kabuki”. On July 23 he had his own exhibition in Tbilisi Art Palace and we got an opportunity to record an interview with him. დაწვრილებით

კატეგორია: Authors, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Interview with David Mack

ინტერვიუ დევიდ მაკთან (ფოტოები გამოფენიდან)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ცნობილი ამერიკელი კომიქს მხატვარი დევიდ მაკი (David Mack) საქართველოში ჩამოიყვანა, უამრავი კომიქსის და კომიქს ყდის ავტორობის გარდა მაკი მუშაობდა დერდევილის (Daredevil) კომიქსზე, რომელშიც მან შექმნა ყრუ პერსონაჟი სახელად “ექო” (Echo) ასევე შექმნა საკუთარი კომიქსი “კაბუკი” (Kabuki). 23 ივლისს ხელოვნების სასახლეში მისი  გამოფენა გაიმართა, ჩვენ მასთან ინტერვიუს აღება მოვახერხეთ. დაწვრილებით

კატეგორია: Authors, Comics, Indie, Marvel | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ინტერვიუ დევიდ მაკთან (ფოტოები გამოფენიდან)

იქს ადამიანების “სკანდალური” პოსტერის შესახებ

ინტერნეტში დიდი დისკუსია აგორდა “იქს ადამიანები: აპოკალიფსის” პოსტერზე, რომელზეც აპოკალიფსი ახრჩობს მისტიკს. ყველაზე ხმამაღლა მისი საწინააღმდეგო პოზიცია გააჟღერა მსახიობმა როუზ მაკგოუანმა (Rose McGowan), მისი აზრით პოსტერი კონტექსტის გარეშე  ქადაგებს ძალადობას ქალების მიმართ. ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ  შედეგად სტუდია ფოქსმა ბოდიში მოიხადა და ჩამოხსნა ყველა მსგავსი პოსტერი. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Movies, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: იქს ადამიანების “სკანდალური” პოსტერის შესახებ