“Justice League Dark” ახალი რეჟისორი ყავს

Variety წყაროს მიხედვით Justice League Dark გარდა ანიმაციურისა  მხატვრულ ფილმსაც მიიღებს. ფილმს გადაიღებს ფოქსის “გამბიტის” უკვე ყოფილი რეჟისორი დაგ ლაიმანი (Doug Liman), სცენარს კი მაიკლ ჯილიო (Michael Gilio) დაწერს. ამავე ინფორმაციით ფილმი იქნება დისის კინო სამყაროს ნაწილი. გუნდი სამართლიანობის ლიგის უფრო ბნელი და მაგიური ვერსიაა, ამ გუნდში შედიან ასეთი პერსონაჟები როგორიცაა კონტანტინი (Constantine the Hellblazer), ჭაობის არსება (Swamp Thing), ზატანა (Zattana), დემონი ეტრიგანი (Etrigan the Demon), დედმენი (Deadman) და სხვა. რომოდენიმე წლის წინ პროექტზე ასევე მუშაობდა  რეჟისორი გილერმო დელ ტორო (Guillermo del Toro), მაგრამ მან დატოვა პროექტი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, Movies, News, Posts, Vertigo. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.