Comic-Con: ფილმები და სერიალები

JUSTICE LEAGUE:                                                                                                                   ყველაზე დიდი სიურპრიზი ალბათ სამართლიანობის ლიგის “პროტო” ტრეილერი იყო, ტრეილერი გვაჩვენებს თუ როგორც ცდილობს ბრიუს უეინი გუნდის შეკრებას, კანდიდატების შორის არიან აკვამენი, რომელსაც ეს არ აინტერესებს და ბარი ალენი, რომელიც პირიქით მეტისმეტად მოწადინებულია გუნდში გაწევრიანების პრესპექტივით. ასევე ვხედავთ “Mother box”, ფლეშის და კიბორგის კოსტიუმებს/ჯავშნებს და ბეტმენის ოდნავ განახლებულ კოსტიუმს. ტრეილერიდან აშკარაა რომ ფილმის ტონი ბევრად ნათელია და მასში იუმორიც კი იქნება. ვერ ავცდებით აშკრა მსგავსებას ბრიუსისა და ბარის სცენის ტონის და პიტერის (Civil War) სცენებს შორის ამის მიუხედად სცენა და თვითონ ეზრა მილერის შესრულება პოზიტურ ემოციებს იწვევს. ამ სასიამუვნო და იმედის მომცემ ვიდეოს ძალიან მოუხდა White Stripes – Icky Thump.

ვიდეოსთან ერთად დაიდო ფილმის პირველი პოსტერი რომელზეც გამოსახულია მთლიანი ლიგა, სუპერმენის ჩათვლით;უცნაურია,რომ ფილმის პროდიუსერები ფორმალურადაც კი არ ცდილობენ დამალონ სუპერმენის გაცოცხლება.

WONDER WOMAN:
დისიმ ვონდერ ვუმანის პირველი ტრეილერიც წარადგინა. დასაწყისში ტრეილერი პერსონაჟისთვის ტრადიციულ სცენას გვთავაზობს, რომელშიც დაიანა ტემისკირას ნაპირზე გამორიყულ სტივ ტრევორს გადაეყრება, რის მერე ისტორიულ ექშენზე გადავდივართ -პირველი მსოფლიო ომის მოვლენებზე, საინტერესოა, რომ თავდაპირველად კომიქსებში ვონდერ ვუმანი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას, სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომი იყო არჩეული კაპიტანი ამერიკასგან გასარჩევად და დაიანას ასაკის საჩვენებლად.

ტრეილერში წარმატებითაა გამოყენებული ვონდერ ვუმანისთვის დამახასიათებელი ექშენი, ლამაზად გამოყენებული ადგილმდებარეობები; ასევე წარმატებულია ე.წ. “ფემინისტური” მომენტებიც,მაგალითად სტივ ტრევორის და დიანას დაილოგი სადაც ტრევორი დაიანას ვერაფერს ვერ აიძულებს და ბოლო კომედიური ელფერის სცენა სტივ ტრევორის მდივანთან.

BATMAN:
რაც შეეხება ბეტმენის სამომავლო ფილმს, დადასტურდა დიდი ხნის ვარაუდი რომ ბეტმენის ფილმს თვით მისი როლის შემსრულებელი ბენ აფლეკი გადაიღებს.

DC ანიმაციაში იყო დაანოსებული შემდეგი პროქტები: Justice League Dark, Teen Titans: The Judas Contract და Batman & Harley Quinn ასევე დაიდო LEGO Batman-ის ტრეილერი.

გადავიდეთ მარველზე – პირველ რიგში Marvel Studios-მა თავისი ახალი ლოგო წარადგინა.

DR. STRANGE

მარველის პანელზე აჩვენეს დოქტორ სტრეინჯის მეორე ტრეილერი, რომელიც უფრო ვრცლად გვიყვება ფილმის ისტორიას და გვაჩვენებს თუ როგორი ტიპის მაგია იქნება ფილმში და რა გავლენას მოახდენს იგი რეალობაზე, რაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და უფრო შორს მიდის “Inception” უბრალო კოპიისგან.

SPIDER-MAN
იმის მიუხედავად, რომ ფილმის გადაღება დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყო, პანელზე მაინც აჩვენეს რამოდენიმე სცენა ფილმიდან. პირველი სცენა სიმღერით Bad reputation იწყება რომელიც გვიამბობს, რომ ყველა გმირს თავისი დასაწყისი აქვს, შემდეგ ჩვენ გადავდივართ პიტერ პარკერის სკოლაში სადაც ის კლასშია და უყურებს ენტმენთან/ჯიანტმენტან თავისი ბრძოლის ვიდეოს Youtube-ზე, იქვე აჩვენებენ პარკერის კლასელებს: ფლეშ ტომპსონს და ლიზ ალენს, შემდეგ სცენაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მუშაობს პიტერი თავისი ქსელის ფორმულაზე, ბოლოში კი გვაჩვენებენ მტაცებელს (Vulture )რომელიც ძალიან ძლიერი ჯავშნით იქნება შეარაღებული, რაღაც საშუალო რკინის კაცსა და ფალკონს შორის. პანელზე ასევე აჩვენეს შემდეგი კონცეპტ არტი სადაც ასახულია მტაცებელი.

BLACK PANTHER
შავი პანტერას ახალ ლოგოსთან ერთად ჩვენ გავიგეთ რომ ფილმის გადაღება შემდეგი წლის იანვრიდან დაიწყება

THOR RAGNAROK
ფილმს ახალი ლოგო აქვს, რომელიც, ჯერ გაურკვეველი მიზეზის გამო, რეტრო/80-ების სტილშია შესრულებული. ვიდეოში ჩვენ ვიგებთ რომ თორი მშვიდად ცხოვრობს ახალ ზელანდიაში თავის roommate-თან ერთად, ზუსტად იქ ის გადაეყრება ბრიუს ბენერს, ისინი ისაუბრებენ სამოქალაქო ომის სიტუაციაზე. ამ დროის განმავლობაში თორი ცდილობდა უფრო მეტი გაეგო და გამოძია მის ხილვაზე (Age Of Ultron-დან) და “უსასრულობის ქვებზე”, მას აგრეთვე აქვს წარმოდგენა “იისფერ ადამიანზე” ანუ ტანოსზე. ვიდეოში აგრეთვე გამოაჩინეს კეიტ ბლანშეტის ჰელა (Hela) როლიც “პირდაპირ კომიქსებიდანაა გამოსული”, და გიგანტური დემონი სურტური (Surtur) რომელსაც ჰალკი ებრძვის, ზუსტად სურტურის “ბედია” მოახდინოს Ragnarok-ი – გაანადგუროს ასგარდი. ფილმში იქნება “Planet Hulk”-სგან შთაგონებული გლადიუტორული შერკინება თორსა და ჰალკს შორის, ჰალკის გლადიატორული ჯავშანი უკვე გამოფინეს კომიქ კონზე. ამის მერე აჩვენეს გადაღების კადრებს და კონცეპტ არტი, მათ შორის ლოკის ახალი კოსტიუმი და სავარაუდოთ Eternals ან Celestial არსებების კონცეპტები.

CAPTAIN MARVEL
უამრავი საუბრის შემდეგ მარველის პანელზე ოფიციალურად დამტკიცდა რომ კაპიტანი მარველის/კეროლ დენვერსის როლს ბრი ლარსონი შეასრულებს აგრეთვე აჩვენეს ფილმის ახალი ლოგო.

GUARDIANS OF THE GALAXY
ბოლო ფილმი მარველის პანელზე “გალაქტიკის მცველები” იყო, პანელზე შემოვარდნენ “Ravagers” და დადგეს მოკლე პერფორმანსი,
რის მერეც გვაჩვენეს ფილმის ტიზერი, პირველ სცენაში მცველები ასრულებენ მათთვის უკვე ტრადიციულ “ექშენს” ხუმრობებით, შემდეგ ჩვენ ვეცნობით პერსონაჟს სახელად Ayesha, ის დაიქირავებს მცველებს ჯერ უცნობი საქმის შესასრულებლად. გრუტი ჯერ კიდევ პატარაა. დადასტურდა, რომ ფილმში მართლაც გამოჩნდება სილვესტერ სტალონე ჯერ უცნობ როლში (სავარაუდოთ ნოვას კორპუსის წევრი იქნება). გამორას “დაიკო” ნებულა მცველების პატიმარი ხდება და შეიძლება წევრიც. როგორც იქნა ჩვენ ვეცნობით პიტერ ქუილის მამას კურტ რასელის შესრულებით, რომელიც გიგანტური ელვარე ობიექტია სახელად ეგო (კომიქსებში ეგო ცოცხალი პლანეტაა), ეგო უხსნის სტარ ლორდს რომ თავის ენერგიით მან შექმნა თავის ადამიანური კოპია, და ზუსტად ამიტომ სტარ ლორდის დნმ განხვავდება, დრაქსის მას შეაწყვეტინებს და ეკითხება “შენ პენისი შექმენი?”

TV

ჩვენ ვიხილავთ აუმრავ გადაკვეთას დისის CW შოუებს შორის, რომელსაც უკვე Supergirl-იც შეურთდა.

Flash
ჩვენ გავეცანით მესამე სეზონის ტრეილერს რომელიც Flash point კომიქს იდეაზეა დაყრდნობილი; Flash point არ გაგრძელდება მთლიანი სეზონის განმავლობაში თუმცა ის დატოვებს ფუნდამენტურ ცვლილებებს.

და თავისთავად ARROW 5 სეზონის ტრეილერი:

GOTHAM მესამე სეზონში ჩევნ გავეცნობით ამ სამყაროს Court of Owls ვერსიას.

რაც შეეხება მარველი სერიალებს დაიდო მარველის და ფოქსის პირველი საერთო სერიალის ტრეილერი მუტანზე სახელად Legion (კომიქსებში ლეგიონი პროფესორ იქსის შვილია), ტრეილერიდან სერიალი აშკარად გამოირჩევა როგორც ყველაზა უნიკალური.

დამტკიცდა რომ Agents of S.H.I.E.L.D.-ში Ghost Rider გამოჩნდება, თუმცა არა ჯონი ბლეიზი ან დენი კეჩი არამედ ახალი მანქანიანი გოსტ რაიდერი (Marvel Now) – რობი რეიასი, გებრიელ ლუნას შესრულებით.

NETFLIX წარადგინა ახალი მოკლე ტიზერ/ტრეილერები.
მათ შორის პირველი იყო ლუკ კეიჯის ტიზერი, სერიალი სექტემბრიდან გამოვა.

ჩვენ ვიხილეთ ლუკის (სამომავლო?) ძმაკაცის/BFF დენი რენდის სერიალის ტიზერიც, რომელიც რაღაც გაგებით ძალიან ახლოს არის დოქტორ სტრეინჯის ისტორიასთან.

Daredevil-ის მესამე სეზონმა მოკლე ვიზულური ტიზერი მიიღო.

ნეტფლიქსმა აგრეთვე “Defenders-ის” მოკლე ტიზერიც წარადგინა, რომელშიც ყველა უკვე არსებული გმირი გაწევრიანდება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, News, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.