ახალი X ფილმი: “The New Mutants”

HitFix-ის ინფორმაციით, Fox-მა უკვე აირჩია ორი მსახიობი “New Mutans” კომიქსის ეკრანიზაციისთვის, რომელსაც ჯოშ ბუნი (Josh Boone) გადაიღებს.  მაქცია მუტანტს სახელად “Wolfsbane” ითამაშებს Game Of Thrones-ს ვარსკლავი, მეისი უილიამსი (Maisie Williams),  კოლოსის (Colossus) მაგიური ძალების მქონე დაიკოს-მეჯიკს (Magik) ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy). მათ გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის უკვე ნაცნობი, ალექსანდრა შიპის (Alexandra Shipp) შტორმი (Storm) და  ჯეიმს მაკევოის (James McAvoy) პროფესორი იქსი (Professor X).

კომიქსი “The New Mutants” მოგვითხრობს ახალგაზრდა მუტანტების თავგადასავლებზე, ამ კომიქსით კრის კლერემონტს უნდოდა შეევსო უკვე გაზრდილი იქს-ადამიანების დატოვებული სიცარიელე ამ კატეგორიაში. პირველი გუნდი შედგებოდა ისეთი პერსონაჟებისგან, როგორიცაა: Canonball, Karma, Mirage, Sunspot და უკვე ნახსნენები Wolfsbane და Magik. ამ ინფრომაციის მიხედვით ფილმი  ორიგინალური გუნდის ისტორიებზე იქნება დაფუძნებული.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, News, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.