-
ბოლო ჩანაწერები
არქივი
- აგვისტო 2023
- ოქტომბერი 2022
- სექტემბერი 2022
- აპრილი 2022
- სექტემბერი 2021
- მაისი 2020
- მაისი 2019
- მარტი 2019
- დეკემბერი 2018
- ნოემბერი 2018
- ოქტომბერი 2018
- აგვისტო 2018
- ივნისი 2018
- მაისი 2018
- მარტი 2018
- იანვარი 2018
- დეკემბერი 2017
- ნოემბერი 2017
- სექტემბერი 2017
- ივლისი 2017
- ივნისი 2017
- მაისი 2017
- მარტი 2017
- თებერვალი 2017
- დეკემბერი 2016
- ნოემბერი 2016
- სექტემბერი 2016
- აგვისტო 2016
- ივლისი 2016
- ივნისი 2016
- მაისი 2016
- აპრილი 2016
- მარტი 2016
- თებერვალი 2016
- იანვარი 2016
- დეკემბერი 2015
- ნოემბერი 2015
- ივნისი 2015
- აპრილი 2015
- თებერვალი 2015
- იანვარი 2015
- დეკემბერი 2014
- ნოემბერი 2014
- ოქტომბერი 2014
- სექტემბერი 2014
- აგვისტო 2014
- ივლისი 2014
- ივნისი 2014
კატეგორიები
მეტა
ავტორის არქივი: SpiderS
შავი პანტერა: მიმოხილვა
შავი პანტერას შემოსავლებმა ყველა მოლოდინის გადააჭარბა ასევე როგორც ფილმის კრიტიკულმა შეფასებამ, მაგრამ რა დაინახეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ამ ფილმში? დაწვრილებით
როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა
“სამართლიანობის ლიგა” უამრავი ცვლილების მსხვერპლი გახდა, რაზეც ვისაუბრეთ მიმოხილვაში. ფილმი გახლდათ ორი რეჟისორის და WarnerBros. სტუდიის კინო-ფრანკენშტეინი, მაგრამ ბევრი ფანისთვის საინტერესოა რა შეიცვალა მასში, რა იყო პირველადი იდეა. ინტერნეტში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს ფილმის სატესტო … დაწვრილებით
სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა
სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა, როგორც ფანებისგან ასევე Warner Bros. სტუდიისთვის; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში wonder woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა- მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით
თორი რაგნაროკი: მიმოხილვა
“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს). დაწვრილებით
DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა
დისის კომიქსების განხილვისას ხშირად გვხდება ეგეთი ტერმინები, როგორიც არის “პრე-კრიზისი”, “პოსტ-კრიზისი”, “პრე-New 52”, “პოსტ-ფლეშპოინტი”. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დაწვრილებით
სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა
Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.
თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი. დაწვრილებით
Wonder Woman: ისტორია
ქალი საოცრება (ვონდერ ვუმანი) არის ერთ–ერთი, ყველაზე, ცნობილი გმირი კომიქსების სამყაროში და უდაოდ, ნომერი პირველი ქალი სუპერგმირი; ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ის არის დისის ე.წ. “სამეულის” წევრი. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა 1942 წლის კომიქსში All Star comics #8, იგი შექნა ფსიქოლოგმა და მწერალმა უილიამ მარსტონმა და მხატვარმა ჰერი გ. პიტერმა. საინტერესო ფაქტია, რომ მარსტონმა ასევე დიდი როლი ითამაშა ტყუილის დეტექტორის შექმნაში. 1940 წელს მარსტონმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Family circle-ს, სადაც მან ისაუბრა კომიქსების მიუღწეველ პოტენციალზე, ამ ინტერვიუს შემდეგ მან მიიღო სამუშაო National Periodicals და All-American Publications-თან, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა DC comics-სად. დაწვრილებით
Wonder Woman: მიმოხილვა
როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა საერთოდ არც ცდილობდა დისი გმირების კინო ადაპტაციას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ , ფილმში“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” , ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა. დაწვრილებით
გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა
“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო მარველის სტუდიის ყველაზე სარისკო პროექტი, პირველ რიგში პერსონაჟების და გუნდის დაბალი ცნობადობის გამო, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ-მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ქონია კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ წარმატებული ფილმის სიქველი? დაწვრილებით
ლოგანი: მიმოხილვა
ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით