შავი პანტერა: მიმოხილვა

შავი პანტერას შემოსავლებმა ყველა მოლოდინის გადააჭარბა ასევე როგორც ფილმის კრიტიკულმა შეფასებამ, მაგრამ რა დაინახეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ამ ფილმში? 

ამ წარმატებაში გარკევული პარალელის გავლება შეიძლება ვონდერ ვუმანის ფილმთან, თუ ვონდერ ვუმანი იყო პირველი ლეგიტიმური ფილმი ქალ სუპერგმირეზე (თუ არ ჩავთვლი 1984 წლის სუპერგერლის ფილმს), შავი პანტერაც არის პირველი სუპერგმირული მაღალბიუჯეტიან ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი აფრიკელია, აქვე იტყვით “მაგრამ Blade? ის ხომ 1998 გამოვიდა?” და კი ბლეიდი საერთოდ იყო პირველ თანამედროვე მარველის ფილმი, კი ბლეიდი მარველის სამყაროს ნაწილი მაგრამ ბლეიდი პირველ რიგში ვამპირებზე მონადირეა და არა სუპერგმირი,  ზუსტად ამიტომ ბლეიდი გამოვიდა უფრო ადრე ვიდრე იქს-ადამინების (1999) და სპაიდერმენის (2002) ფილმები.

თუ ჩვენ ზერელედ დავუკვირდებით პანტერას  სტრუქტურულად  ფილმს აქვს ბევრი საერთო  სხვა მარველის ფილმებთან, ის ფაქტობრივად იმეორებს პირველ თორს, მაგრამ პანტერას ნამდვილი უნიკალურობა მის პოლიტიკურ მესიჯებშია. დღევანდელი გასართობი მედიის პრობლემა ხშირად არის გადამეტებულად პოლიტიზირებული კომენტარი, რაც სულაც არაა კარგი არც ერთი სფეროსთვის, თუმცა საბედნიეროდ პანტერა ამას სწორად აკეთებს.

ფილმი ღიად განიხილავს ვაკანდის, როგორც ქვეყნის პოლიტიკას, მის ჩაკეტილობასა (იზოლაციონიზმს) , რაც ცალკე გადადის ნაციონალიზმის და გლობალიზმის თემებში, რაც აქტუალურად ეხება დევნილების პრობლემას. კომპლექსურად მოყვანილი სამეფო ოჯახიც, ფილმი  არ გვაჩვენებს მეფობას, როგორც დიდებულს, შეუცდომელ და იდეალიზირებულ ინსტიტუტციას, პირიქით ფილმი ნათლად ამბობს რომ რთული იყო კარგი ადამიანი და ამავე დროს კარგი მეფეც, ფილმის აშკარად აქვს შექსპირული ტრაგედიის მომენტები.

ფილმში ალბათ ყველაზე მთავრია არის წარსულის დანაშაულის თემა და თუ უნდა აგებდეს ადამიანი პასუხს თავისი მშობლების და წინაპრების დანაშაულზე, რაც მეტად საინტერესო და აქტუალური თემა პოსტ კალონიურ რეალობაში, რომელიც პირდაპირ შეეხება აფრიკის კონტინენტს და დასავლეთის ქვეყნებს. ამ ნამდვილად პრობლემატური საკითხების განხილვა ფილმის მთავარი სიძლიერე, რადგან ფილმი კარგად უდგება და იყენებს ამ თემებს, რათა შექმნას და ამავე დროს გაამდიდროს მარველითვის  სტანდარტული ფილმის სტრუქტურა. ეს ისტორია განსაკუთრებით ეხმარება ტჩალას პერსონაჟის ჩამოყალიბებაში, კომიქსებში ჩვენ იშვიათად ვხედავთ უძლურ  ტჩალას, ის სამწუხაროდ ხშირად გამოყვანილია როგორც ყოვლად ძლიერი და დაუმარცხებელი პერსონაჟი, ფილმში საქმე სულ სხვა გვარად არის ჩვენ ვხედავთ თავის თავში არა დარწმუნებულს, მრავალი ეჭვების მქონე პერსონაჟს რომელიც თავის ძიების პროცესშია, ფილმი ამ მხრივ აჩვენებს მისი ტჩალას განვითარებას.

ტჩალას განვითარებაში, დიდ როლს თამაშობს ფილმის ანტაგონისტი. იქ, სადაც ქლაუ აღმოჩნდა საკმაოდ სტერეოტიპული ბოროტ მოქმედი პერსონაჟი, ჩვენ საბედნიეროთ ვიღებთ ერიკ კილმონგერს. ერიკი არის უსამართლობის უდაო მსხვერპლია და ამავე დროს ვაკანდის პოლიტიკს პროდუქტი ან როგორც ფილმში ამბობენ “ჩვენ მიერ შექმნილი ურჩხული”, ზუსტად ეს ხდის მას საინტერესოს, როგორც ბოროტმოქმედს, როგორც ქლაუ ის არაა “ბოროტია – იმიტომ რომ ის უბრალოდ ბოროტია”, ამ უსამართლობამ  მასშიც ტოქსიკური ბრაზი გააღვიძა, რაც მაყურებლისთვის გასაგებია, თუმცა ამ ბრაზმა იგი სიძულვილს და ძალადობის გზაზე დააყენა,  რამაც განაპირობა კილმონგერი ზუსტად ისეთი გამხდარიყო როგორც მისი მჩაგვრელები, რომელიც მას ეგრე სძულს.

კილმონგერის და ტჩალას კონფლიქტი არაა მხოლოდ ორი ადამიანის კონფლიქტი, ის იდეოლოგიური კონფლიქტია,  შურისძიებას და პატიებას შორის, პრივილიგირებული და არა პრივილიგირებულის შორის, რასიზმსა და ინდივიდუალიზმის შორის,  ემოციურობას და საღ აზრს შორის. ეს კონფლიქტი კი უფრო საინტერესოა, როდესაც ის არაა შავ თეთრი, რადგან ტჩალას ესმის ყველაფერი ის რასაც კილმონგერი განიცდის, იგივე “Captain America Civil War”-ში (რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ამ ფილმის ისტორიისთვის) მანაც განიცადა იდენტური ემოციები როდესაც მას მოუკლეს მამა. თუმცა ტჩალამ მოახერხა ამის დაძლევა, ტჩალასთვის კილმონგერი საშიშია არ მხოლოდ როგორ მოწინააღმდეგე არამედ, როგორც მისი ბნელი ანარეკლი, მისი პოტენციური მომავალი თავი თუ ტჩალა ვერ დაძლევდა თავის შურისძიების სურვილს.  ბევრმა თქვა რომ კილომონგერისთვის პანტერას მსგავსი კოსტუმის მიცემა სიზარმაცე იყო, მაგრამ ეს სრულიად სწორი გადაწყვეტილება იყო ფილმის ისტორიის მიხედვით.

რაც შეეხება ფილმის სხვა ასპექტებს, ფილმის ავტორები არ მალავდნენ რომ ბევრ მომენტში მათ უნდოდათ სხვა ფილმების იმიტირება მაგალითად ჯეიმს ბონდის, ფილმს ორი მომენტი აქვს რომელიც პირდაპირ Skyfall-ით არის შთაგონებული , მაგრამ ეს მომენტები იმდენად კარგად  გამოყენებული რომ ეს ვერ გახდება წუწუნის საგნად, ცალკე შევეხები ფილმის ვიზუალს, ის საკმაოდ შთამბეჭდავია, ამას ასევე ეხმარება ის ფაქტი რომ ფილმის ე.წ. “color grading” ბევრად უკეთესია და კონტრასტული, ვიდრე იგივე თორ რაგნაროკის, სადაც ფერები საკმაოდ რუხი/მუქი იყო, შესაძლოა ითქვას რომ პანტერა გალაქტიკის მცველებთან ვიზუალურად მარველის ყველაზე საინტერესო ფილმია.

თუ ჩვენ ფილმს ზერელედ შევხედავთ ჩვენ დავინახავთ მარველ სტუდიოს ბევრ  უკვე ტრადიციად ქცეულ კლიშეებს მაგრამ როგორც იგივე Captain America: Civil War, პანტერას აქვს კარგად გამოყვანილი იდეოლოგიური კონფლიქტი, რომელიც ცდება სტანდარტულს  “ეს ცუდია და ეს კარგია”, რაც კიდევ ერთხელ ამბობს რომ სუპერგმირულ კომიქს ფილმებს შეუძლიათ სერიოზული თემებზე თავისი სიტყვის თქმა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.