ლოგანი: მიმოხილვა

ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის  ბევრად უკეთესი გამოდგა  ვიდრე პირველი ფილმი, რომლის  დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის  ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო.  შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა  თუ როგორი ფილმი გველოდებოდა.

სპოილერები

უკვე 2017 წლის მარტია, ფილმი გამოვიდა და გახსნა კომიქს ფილმების “სეზონი”,  ყოველგავრი, გადაჭარბების გარეშე ფილმმა გაამართლა ტრეილერის მიერ შექმნილი მაღალი მოლოდინები  თუ არა   გადაამეტა კიდეც, უკვე შეიძლება ითქვას რომ “ლოგანი” შევა კომიქს ფილმების ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ლოგანი პირველ რიგში  კარგი დრამაა და მხოლოდ მერე კომიქს ფილმი,  იმიტომ რომ ფილმი დაყრდნობილი გმირების პირად ურთიერთობებზე, შიშებზე, სურვილებზე და დარდებზე და მხოლოდ ამის მერე ექშენზე.

ფილმს აქვს სერიოზული ან უფრო ზუსტად  რეალისტური  სამყაროს ტონი,  სხვა კომიქს ფილმებთან შედარებითაც “ლოგანი”, ყველაზე, რეალისტური ჩანს, რა თქმა უნდა,  ფილმი მუტანტებზეა, მაგრამ უპირველესყოვლისა  ეს ფილმი  ადამაიანბზე და მათ ურთიერთობაზეა. ზოგჯერ უვნებლიეთ გიჩნდება გრძონება რომ შენ უყურება არა  იქს – ადამიანების სამყაროზე ფილმს არამედ სერიოზულ დრამას პრობლემატურ ოჯახზე.

დიახ ზუსტად ოჯახზე; ლოგანი, ჩარლზი და ლორა, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს არის ნამდვილი ოჯახი რომელსაც აქვს დამაჯერებელი ქიმია, მათ აქვთ ოჯახური დინამიკა, იმის მიუხედავად, რომ ფილმის ძირითადი ნაწილი  ლორა საერთოდ არ საუბრობს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფილმი სერიოზულია და ტრაგიკული, მასში მაინც არის სახალისო და იუმორისტული მომენტები, რაც ფილმს კიდევ უფრო რეალურს ხდის და არ არის  ძალით ბნელი ფილმი.

მსახიობებმა შესაიშნავად ითამაშეს, პირველი რიგში ჯეკმანმა, ჩვენ ვხედვათ დაბერებულ, ხანგრძლივი ცხვორებისგან დაღლილ და გატეხილ ადამიანს, რომელიც ცდილობს გაძლოს ამ სამყაროში და მოუაროს თავის “მამას” ექზევიერს. საინტერესოა რომ აქ პატრიკ სტუარტი, რაღაც გაგებით ყველაზე ახლოსაა ჯეიმს მაკევოის ჩარლზის ხასიათთან,  სტუარტმა ვირტუაოზულად ითამაშა დაბარებელი ჩარლზი,  რომელსაც ესმის რომ ის მძიმედ ავადაა და მას არა აქვს დიდი დრო დარჩენილი, რაც კარგად ჩანს მისი პერსონაჟის პრიორიტეტებში, რომელიცაა ნორმალური ოჯახური ცხოვრება.

ჯექმანმა კი ყველა დროის საუკეთესო გატეხილი ლოგანი გვაჩვენა, ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა რომ ეს “რეალისტური”  ლოგანი ასევე ყველაზე ახლოსაა კომიქსის ვერსიასთან.  რაც შეეხება ლორას/X-23, მიუხუდავად იმისა რომ ბავშვი მსახიობები, ძალიან, იშვიათად თამაშობენ კარგად, მან  მაინც დამაჯერებლად ითამაშა თავისი როლი, განსაკუთრებით, ამას მისი მიმიკები გამოხატავს, რადგან როგორც ვახსენე ის ფილმში ფაქტობრივად  არ ლაპარაკობს.

ცალკე, სასიამოვნო, სიუპრიზი იყო  კალიბანი, რომელიც ეხმარება ლოგანს და ჩარლზს. ბოიდ ჰოლბრუკის პერსონაჟი გამოდგა, როგორც, დამაკმაყოფილებელი და ამავე დროს, ძალიან ქარიზმატული ანტოგონისტი, რომელიც, უფრო მოქმედების კატალიზატორია, ვიდრე მთავარი ბოროტქ მოქმედი, თუმცა ფილმს სულაც არ სჭირდებოდა სხვა ან უფრო მეტი ბოროტმოქმედი, რადგან ფილმი სულ სხვა რამეზეა, ფილმში ლოგანის ნამდვილი “მტერი” მისი საკუთარი თავია, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ასევე გადატანითი.

თუ ურთიერთობის დინამიკას არ შევხედვათ, სიუჟეტის მხრივ ფილმი  საკმაოდ მარტივია და ტრადიციული “Road trip” იდეას მიჰყვება. რაც შეეხება სხვა საინტერესო საკითხებს, პირველი შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩდნენ ფილმის გმირები ამ მომავალში, როგორც ფილმი ხსნის მუტანტების გაქრობის მიზეზი არი გამოწვეული იმავე კორპორაციის მიერი რომელმაც შექმნა x-23, სულ თავიდან მათ უნდოდათ მუტანტების კონტროლი  რაც დაიწყო საკვები და საყოფაცხოვრებო პროდქუტების  გენეტიკური შეცვლით, რამაც შედეგად ჩაახჩო მუტანტების გენები მოსახლეობაში. ამასთამ ერთად ვლინდება თუ რა მოუვიდა იქს-ადამიანებს, აღსანიშნავია რომ ეს ერთად-ერთი ფაქტი არ არის, რომელიც  წააგავს “Old Man Logan” კომიქსის იდეას, სადაც ლოგანმა მისტერიოს ილუზიის ქვეშ მოკლა იქს ადამიანები, მაგრამ ფილმში იქს-ადამიანები ეწირებიან პროფესორ იქსის ტელპატიურ შეტევას რომელიც მისი დეგენერატიული დაავადებითაა გამოწვეული.  ცალკე საკითხია თუ რა სჭირს ლოგანის ძალებს, სავარაუდოდ ლოგანის მთავარი პრობლემა არის ადამანტიუმისგან  მოწამვლა, რომელიც ასუსტებს მის უკვე დაბერებულ რეგენერაციას. 

ჰიუ ჯეკმანმა განაცხადა, რომ ფილმი, მართლაც, თავის საკუთარ სამყაროში ვითარდება, ეს ისტორია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ერთგვარი “What if”, რომელიც მხოლოდ იღებს იქს-ადამიანების საბაზისო ისტორიას  და ცდილობს მოგვითხროს  პირველ რიგში თავისი დამოუკიდებელი ისტორია. საინტერესოა, რომ ფილმში ნაჩვენებია კომიქსები, და ამით უფრო კრგად ყალიბდა იდეა რომ ეს ფილმი განსხვავდება კომიქსებისგან,  ეს  არის რეალისტური ცხოვრებისიული ისტორია, სადაც გმირები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ,  უდანაშაულო ადამიანი კვდებიან და ყველაფერი არ მრთავდება “ბედნიერი დასასრულით”.

ფილმის დასასრული შოკის მომგრელია და რაღაც გაგებით დემორალიზირებულიც, და  შეიძლება არ მოეწონოს ბევრ კომიქსფანს, სხვადასხვა მიზეზების გამო თუმცა, როგროც აღვნიშნე ეს ფილმი არაა ტიპური “სუპერგმირული კომიქსი” ზუსტად ამიტომაც ეს არა ორტოდოქსული დასასრული მუშაობს და ძლიერ ემოიცურ ბიძგს გვაძლევს,  ქედი უნდა მოვიხაროთ ფილმის შექმნელებთან ამ გამბედავი გადაწყვეტილების გამო.

რომ შევაჯამოთ, ეს ფილმი არის, ბერვად უფრო მეტი ვიდრე გასართობი სანახაობა,   ეს არი ემოციურად დატვირთული ფილმი, რომელიც არა მხოლოდ კომიქსის ფანებისთვისაა არამედ, უბრალო, მაყურებელისთვის, რომელსაც კარგი ცხოვრებისეული ფილმის ნახვა უნდა, ფილმი არ დატოვებს არც ერთ მაყურებელს იმედგაცრუებულს და  ყვეალზე მნიშვნელოვანი ის არის  რომ ამ ფილმს აქვს გული. 17 წლის შემდეგ ლოგანმა მიიღო შთამბეჭდავი და ნამდვილად მისთვის ღირსეული, გმირული დასარული. მართალია ეს იყო  პრობმლემატური  “მგზავრობა”, მაგრამ ამავე დროს ის იყო ნამდვილად დაუვიწყარი,  “ლოგანმა” ეს მგზავრობა მაღალ ნოტაზე დასრულა. მადლობა ყველა მონაწილეს ამ  მგზავრობისთვის.

Thanks Alex for editing.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.