Wonder Woman: ისტორია

ქალი საოცრება (ვონდერ ვუმანი) არის ერთ–ერთი, ყველაზე, ცნობილი გმირი კომიქსების სამყაროში და უდაოდ, ნომერი პირველი ქალი სუპერგმირი; ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ის არის დისის ე.წ. “სამეულის” წევრი. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა 1942 წლის კომიქსში All Star comics #8, იგი შექნა ფსიქოლოგმა და მწერალმა უილიამ მარსტონმა და მხატვარმა ჰერი გ. პიტერმა. საინტერესო ფაქტია, რომ მარსტონმა ასევე დიდი როლი ითამაშა ტყუილის დეტექტორის შექმნაში. 1940 წელს მარსტონმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Family circle-ს, სადაც მან ისაუბრა კომიქსების მიუღწეველ პოტენციალზე, ამ ინტერვიუს შემდეგ მან მიიღო სამუშაო National Periodicals და All-American Publications-თან, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა DC comics-სად.

დისიში მარსტონს უნდოდა შეექმნა თავისი სრულიად ახალი ტიპის გმირი, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებულ მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე, არამედ სიყვარულზე და ჰუმანიზმზე. მარსტონის ცოლმა ურჩია, რომ ეს გმირი უნდა ყოფილიყო ქალი, მაშინ, როდესაც 1940-იანებში მდედრობითი სქესის გმირების აშკარა ნაკლებობა იყო. ასე მარსტონმა შექმნა ქალი საოცრება, ის ასახავდა იმ პერიოდისათვის არატრადიციულ და განთავისუფლებულ ქალს, ქალი საოცრება იყო შთაგონებული იმ დროის ცნობილი ფემინისტებით და თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის მებრძოლე აქტივისტებით, მოგეხსნებათ მაგ დროს ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ ახალი ფენომენი იყო და მოპოვებული იყო ძლიერი აქტივიზმის და პროტესტის დახმარებით. ვიზუალურად ქალი საოცრება ასევე იყო დაფუძნებული მარსტონის ცოლზე ელიზაბეთზე, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქალი საოცრების შექმნაში.

ქალი საოცრება უნდა ყოფილიყო ქალი ლიდერის იდეალი, როგორც მისი ავტორი ამბობდა დიანა წარმოადგენდა იდეალური შერწყმას ქალურობისა და სიძლიერეს შორის, რადგან მას მიაჩნდა რომ არც ერთ გოგონას არ უნდა ეგრძნო თავი სუსტად, თუმცა ამავე დროს მას არ უნდა ეთქვა უარი ფემინურობაზე. როდესაც მარსტონი მუშაობდა ტყუილის დეტექტორზე, მან შეამჩნია რომ ქალები უფრო მეტი გულახდილობით გამოირჩეოდნენ ვიდრე კაცები, მას უნდოდა ამის ასახვა ქალი საოცრებას პერსონაჟზე.

ბევრმა შეიძლება გაიფიქროს, რომ ქალის საოცრებას სიმართლის ლასო მარსტონის ტყუილის დეტექტორის გამო იქნა შექმნილი, მაგრამ ყველას გასაკვირად ეს ასე სულაც არ არის, სულ პირველად ქალი საოცრებას ლასო იყო ალეგორია ქალური შარმის და მოჯადოების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ სიმართლეს ადგენდა არამედ ადამიანს იმორჩილებდა. ქალი საცორებას კომიქსი აგრეთვე ცდილობდა ცნობილი სტერეოტიპული ლიტერატურული ტროპისგოგონა საფრთხის წინაშე” (damsel in distress) დანგრევას, რომელის მიხედვითაც, ქალი ყოველთვის უნდა იყოს გადარჩენილი მამაკაცის მიერ. დიანა ხშირად ხდებოდა ძნელ სიტუაციებში და განსაცდელში, მაგრამ ის ყოველთვის თავისი ძალით და გონებით ირჩენდა თავს. კომიქს ჰქონდა ბევრი სოციალური მესიჯი, რომელიც ანგრევდა სტერეოტიპებს, მაგალითად მინი სექცია “Wonder Women”, რომელიც ყვებოდა სხვადასხვა ცნობილ და გამოჩენილი  ქალებზე, რომლებმაც მიაღწიას წარამტებას მეცნიერებაში, პოლიტიკაში და სხვა სფეროებში.  ზუსტად ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ქალი საოცრება გახდა თავისუფლების, თანასწორობის და (არა მხოლოდ) ქალების უფლებებისთვის პირველი მებრძოლი სუპერ გმირი. დიანა მალევე შეურთდა  ამერიკის სამართლიანობის საზოგადოება (Justice Society of America), მოგვიანებით კი სხვა გმირებთან ერთად დააფუძნა ამერიკის სამართლიანობის ლიგა (Justice League of America).

ქალი საოცრებას ისტორიაში დიდ როლს თამაშობს ძველ ბერძნული მითოლოგია, რაც განასხვავებს მას სხვა სუპერგმირებისგან. რაც შეეხება დიანას  ისტორიას, რაც ცოტა არ იყოს დამაბნეველია, რადგან  ის რამდენჯერმე შეცვალეს,  მაგრამ შეუცვლელი რჩება ის ფაქტი, რომ დიანა ამაზონის დედოფლის ჰიპოლიტეს მიერ თიხისგან გამოძერწილი არის და ოლიმპიელი ღმერთების მიერ გაცოცხლებულითუ დავუკვირდებით დიანას დაბადების ისტორია არის ერთგვარი უბიწოდ ჩასახვის ტროპი. 1986 წლის გადატვირთვის შემდეგ (პოსტკრიზისი) აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ამაზონები არიან სასტიკად მოკლული ქალების რეინკარნაცია, ასევე ვიგებთ, რომ ამ ქალებს შორის წინა ცხოვრებაში მხოლოდ დედოფალი ჰიპოლიტა იყო ორსულად, შესაბამისად აქედან გამომდინარეობს მისი სურვილი გააჩინოს ბავშვი. ღმერთები, სიცოცხლის გარდა,  დიანას სხვადასხვა ძალებით დააჯილდოვებენ, რომელიც გააქტიურდება როდესაც ის მიაღწევს გარკვეულ ასაკს. თუმცა სხვა ვერსიებში როგორც 2011 წლის New 52 გადატვირთვა, დიანა არის ჰიპოლიტას და ზევსის შვილი, ამის გარდა, 2016 წლის “Rebirth” ჩვენ ვიგებთ, რომ დიანს ტყუპი ძმა ყავს.

დიანა გაიზარდა ამაზონების სამოთხის კუნძულზე, ასევე ცნობილი, როგორც თემისკირა, მაგიური ბარიერის გამო კუნძული დამალული და მიუგნებელია უბრალო ადამიანებისთვის. თემისკირაზე, მხოლოდ ამაზონები ცხოვრობენმეომარი ქალების ძველ ბერძნული ტომი, რომელმაც გადაწყვიტა კაცების სამყაროსგან განდგომა, თავდაპირველად ამაზონები იყვნენ შექმნილი, როგორც ქალების უბერებელი რასა, რომელიც დააყენებდა კაცობრიობას მშვიდობის გზაზე, თუმცა ამას ხელი შეუშალა, ომის ღმერთმა არესმა. ფარულად არესი გამოიწვევს კონფლიქტს ჰერაკლის ჯარის და ამაზონების შორის, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ჰერაკლი ჰიპოლიტას გაერთიანებას და შეუღლებას შესთავაზებს, თუმცა სინამდვილეში ეს იქნება ტყუილი და ჰერაკლის ჯარი ამაზონებს მოულოდნელად შეუტევს, დამანგრეველი დამცირების შემდეგ ამაზონები, მაინც შეძლებენ ჰერაკლის ჯარის მოგერიებას. ამ სასტიკი ეპიზოდის შემდეგი  ოლიმპიელი ღმერთები, მათ აჩუქებენ კუნძულს სადაც ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცების სამყაროს ბოროტებისაგან შორს იქნებიან და აყვავებულ ჰარმონიაში იცხოვრებენ.

ყველაფერი შეიცვლება, როდესაც კუნძულზე მეორე მსოფლიო ომის  ამერიკელი ჯაშუში სტივ ტრევორი შემთხვევით მოხვდება, მას დიანა აღმოაჩენს და გადაარჩენს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა, რადგან ოლიმპიელ ღმერთებს სურთ, რომ ამაზონებმა გაგზავნონ თავისი ელჩი კაცების სამყაროში, ზუსტად ამიტომ გადაწყდა რომ სტივ ტრევორს უკან გაჰყვებოდა ამაზონის ელჩი, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოლებდა. ამისთვის გაიმართება  შეჯიბრი, რომელმაც უნდა გამოავლინოს საუკეთესო, დედოფალი ჰიპოლიტა აუკრძალავს თავის ქალიშვილს, დიანას ამ შეჯიბრში მონაწილეობას, თუმცა დიანა დედას არ დაემორჩილება და შეჯიბრში შენიღბულად მიიღებს მონაწილეობას.

დიანა მარტივად გაიმარჯვებს და დედოფალი ჰიპოლიტას მოუწევს ამ ფაქტთან შეგუება, კაცთა სამყაროში გამგზავრებამდე დიანა მიიღეს მაგიურ ლასოსს, რომელსაც აფროდიტეს მოჯადოების ძალა გააჩნია, ჰერმესის სანდლებს, რომელებიც მას ლევიტაციის და სწრაფი გადაადგილების ძალას ანიჭებენ. ასევე ის მიიღებს კოსტიუმს რომელიც აშშ დროშის ფერებშია რათა მან აჩვენოს ამაზონებს მეგობრული და კეთილი ნება. ამ პერიოდში დიანას და სტივ ტრევორს შორის რომანტიული გრძნობები გაჩნდება.  მოგვიანებით 1980-ში დისი გადაიტვირთა თავისი სამყარო, მათ შორის ქალი საოცრებაც,  დიანას ისტორია მეტ წილად უცვლელი იყო თუმცა ამ ჯერად დიანა უკვე არ ებრძოდა ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომში, რადგან მოვლენები უკვე თანამდროვე დროს (1980-იანებში) ხდებოდა, დიანას მთავარი მოვალეობა ომის ღმერთის არესის შეჩერება იყო. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ქალის საოცრებას პირველი ფილმი ამ ორი ვერსიის შერწყმა იქნება. ქალ საოცრებას აგრეთვე გააჩნია სამოქალქო პერსონა სახელად დიანა პრინცი.

დიანას აქვს სუპერ ძალა, პირველად კომიქსებში მას შეეძლო დაახლოებით 25 ტონის აწევა, თუმცა 80 წლებში მისი ძალა გაიზარდა, იქიდან გამომდინარე რომ დიანას ძალა ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება დემეტრასგან არის მოცემული, მისი ძალის სიმძლავრე დამოკიდებული დედამიწასთან სიახლოვეზე, რაც ის უფრო ახლოსაა მიწასთან მით უფრო ძლიერია, თუმცა New 52-ის მიხედვით დიანა ნახევრად ღმერთია, ჩვენ ვიგებთ, რომ მისი ბრასლეტები სინამდვილეში იკავებენ მის უზარმაზარ ძალას. დიანას ასევე აქვს დიდი ფიზიკური ამტანობა, რომელიც ახლოსაა სუპერმენთან, და სუპერმენისგან განსხვავებით ის უფრო ადვილად უძლებს მაგიურ შეტევებს, თავისი ღვთიური წარმოშობის გამო. დიანას შეუძლია ირბინოს 97 კმ/ სიჩქარით ასევე გადაახტეს საშუალო სიმაღლის შენობას. ამის გარდა დიანას ჰქონდა/აქვს ფრენის ძალა, რომელიც მას რამდენჯერმე  წაართვას და შემდგომ დაუბრუნეს, აგრეთვე სხვა ნაკლებად ცნობილი შესაძლებლობები როგორიცაა სუპერ სუნთქვა, მენტალური ძალა და .. იმის მიუხედავად რომ ქალი საოცრებას ძალების ხშირად იცვლებოდა (და შეიცვლება) ის მაინც რჩება დისის ერთერთი უძლიერესი გმირი.

დაიანს უმთავრესი იარაღია მისი მაგიური (ან სიმართლის) ლასო, თავდაპირველად ის აფროდიტეს სარტყლისაგან იყო შექმნილი რის გამოც მას გააჩნია აფროდიტეს მოჯადოების ძალა, ლასო ფაქტობრივად ურღვევი, დაიანა ასევე ოსტატურად იყენებს ლასოს ბრძოლის დროს. 1980- გადატვირთვის დროს დეტალები შეიცვალა, ლასო უკვე დედამიწის განსახიერებას გეას ოქროს სარტყლისაგან იყო შექმნილი, მისი ფუნქცია უკვე არ იყო მოჯადოება, არამედ აბსოლუტური სიმართლის დადგენა, მოგვიანებით JLA კომიქსში, მწერალი ჯო კელი ჩამოაყალიბებს, რომ ლასოს უნივერსალური სიმართლე თვითონ დიანას შინაგანი ნაწილია, კელის ისტორიაში დიანას უჩნდება ეჭვია სიმართლეში, რომელიც მას არ მოსწონს, შედეგად ეს არა მხოლოდ ლასოს გაანადგურებს, არამედ შეცვლის მთელ რეალობას და გამოიწვევს დიდ ქაოტურ კრიზისს მთელ რეალობაში, რომელიც, მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც დიანა საბოლოოდ ეგუება სიმართლეს.

ლასოსთან ერთად დიანას მთავარი იარაღი მისი ბრასლეტებია, თავდაპირველად ამაზონები ატარებდნენ მათ, რათა გამოეჩინათ სიმბოლური მორჩილება თავისი პატრონი ღვთაება აფროდიტესთვის, ეს იყო ერთგვარი შეხსენება ამ პერიოდის, როდესაც ამაზონები დამონებულები იყვნენ ჰერაკლეს მიერ. ბრასლეტები შედგებიან მეტალიამაზონიუმი”-სგან, მათი განადგურება ფაქტიურად შეუძლებელია, ისინი იგერიებენ ნებისმიერ შეტევა ნებისმიერ იარაღისგან რაც კი არსებობს კაცის სამყაროში. პრაქტიკული გამოყენების გარდა ბრასლეტები ასევე აბალანსებენ ამაზონების ემოციურ და გონებრივი მდგომარეობის, ბრასლეტების  მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური გაგიჟების დესტრუქციული ეპიზოდი. გადატვირთვის შემდეგ. ამაზონების ბრასლეტებმა შეინარჩუნეს სიმბოლური მნიშვნელობაა თუმცა ამჯერად მათ არ ჰქონდათ ისეთივე შესაძლებლობები. მხოლოდ დიანას ბრასლეტებს ჰქონდა მაგიური შესაძლებლობები, მისი ბრასლეტები დამზადებული არიან “Aegis” ფარის ნარჩენებისგან. ამით დიანას შეუძლია ერთგვარ ენერგიული ფარის შექმნა და ძლიერი შეტევების მოგერიება. New 52 სამყაროში ბრასლეტები დიანას ღვთაებრივი უზარმაზარი ძალის შეკავების ფუნქციას ასრულებდნენ.

ქალ საოცრებას ასევე გააჩნია უხილავი თვითმფრინავი, რომელსაც რომელიც ზებგერით სიჩქარეს ანვითარებს. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ დიანას ფრენა შეუძლია მას არ ჰქონდა მისი დიდი საჭიროება, მოგვიანებით ჯონ ბირნის ავტორობის დროს აღმოჩნდა რომ თვითმფრინავი რეალურად იყო კრისტალი უცხო პლანეტიდან, რომელსაც გააჩნდა თავის საკუთარი გონება, უხილავი თვითმფრინავს შეუძლია დიანასთან მენტალური კომუნიკაცია, და თავისი ფორმის შეცვლა დიანას სურვილის და საჭიროების მიხედვით, ზუსტად ამიტომ  უხილავი თვითმფრინავი მეტად გამოსადეგია ფარულად შესასრულებელი ტიპის მისიებში.

მედია

ქალ საოცრებას ჰქონდა საკმაოდ პოპულარული  სატელევიზიო სერიალი Wonder Woman (1975),  დიანას როლს ასრულებდა მსახიობი ლინდა კარტერი (Linda Carter). ქალის საოცრება ასევე მონაწილეობდა დისის ბევრ ანიმაციური ფილმში და სერიალში, როგორიცაა Super Friends, Justice League, Justice League Actions და მისი საკუთარი ანიმაციური ფილმი Wonder Woman (2009), დიანა ასევე პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანზე ფილმში  Batman v Superman: Dawn of Justice (2016), მისი როლი ითამაშა მსახიობმა გელ გედოტმა (Gal Gadot). ამ წელს  კი ქალი საოცრება ორჯერ გამოჩნდება დიდ ეკრანზე, საკუთარ პირველ ფილმში Wonder Woman (2017),  და სხვა გმირებთან ერთად “Justice League”-ში  (2017).

ქალი საოცრება გამოჩნდა შემდეგ ვიდეო თამაშებში: Justice League Task Force, Justice League,  Justice League Heroes,  Mortal Kombat vs. DC Universe,  DC Universe Online, Lego Batman series და  Injustice series.

წასაკითხი კომიქსების სია:

Sensation comics #8 და Wonder Woman vol 1 #1. – დიანას პირველი ისტორია.

Wonder Woman Spirit of Truth – პოლ დინის მიერ დაწერილი მოკლე და ძლიერი ისტორია.

JLA #62-64 “Golden Perfect!”.

JLA: A League Of One.

Wonder Woman vol. 2 #1-62. ჯორჯ პერეზის პერიოდი (1980-იანების გადატვირთვა).

Wonder Woman :The Hiketeia და Wonder Woman vol. 2 #195-226. გრეგ რუკას პერიოდი.

Wonder Woman Vol. 4 #0-35. ბრაიან აზარელოს და კლიგ ჩენგის პერიოდი (ქალი საოცრებას New 52 გადატვირთვა).

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, DC, Origins. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.