Vixen: The Animated Series

ცნობილი ხდება რომ მარკ გუგენხეიმი მუშაობას იწყებს ვიქსენის (Vixen) ანიმაციურ სერიალზე, რომელიც იგივე სამყაროში იქნება რაც სატელევიზო სერიალები ისარი (Arrow) და (The Flash) ფლეში, ანიმაცია გავა “CW Seed” მეშვეობით, რომელიც არხ CW  ახალი ონლაინ კომპონენტია.

სერიალის მთავარი გმირია ვიქსენი, ან მარი მაკეიბი, კომიქსების მიხედვით ობოლად გაზრდილი აფრიკელი გოგონაა, მაგრამ მისი ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც ის შემთხვევით ხელში ჩაიგდებს მაგიურ ტოტემს რომელიც მას სხვა და სხვა ცხოველების ძალებს დროებით ანიჭებს, მარი გადაწყვეტს რომ ეს ძალები კრიმინალთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გამოიყენოს, მოგვიანებით კომიქსებში ის სამართლიანობის ლიგას უერთდება, ჯერ ჯერობით უცნობია რამდენად შეიცვლიან ვიქსენის ისტორია ამ ანიმაციურ სერიალში.

ანიმაცია ამ წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს,  შეგახსენებთ რომ მანამდე ვიქსენი ეგეთ ანიმაციურ სერიალებში  მონაწილეობდა როგორიცაა Justice League Unlimited და Batman: Brave and the Bold.

კატეგორია: Animation, Comics, DC, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Vixen: The Animated Series

მე ვარ შარლი

ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებულმა ტერაქტმა დაგვანახა თუ რამდენად აუცილებელია სიტყვის თავისუფლების დაცვა ყველა შესაძლებელი ხერხით და მათ შორის კარიკატურის გამოყენებით, ტერაქტში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ. #‎jesuischarlie‬ #მევარშარლი

 

კატეგორია: Other | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მე ვარ შარლი

გილოცავთ!

ComicsPost.ge გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს! გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და რაც მთავარია ბევრ კარგ კომიქსს! 🙂

კატეგორია: Comics | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გილოცავთ!

გვენ სტეისის მკვლელი ადამიან-ობობას უბრუნდება

გერი კონვეი (Gerry Conway), მწერალი რომელმაც პიტერ პარკერის პირველი შეყვარებული გვენ სტეისი მოკლა, ადამიანი-ობობას კომიქსს უბრუნდება. ის ყველასთვის ნაცნობ მობეზრებულ “Point one” ფორმატში დაწერს ხუთ ნაწილიან ისტორიას, რომელიც Amazing Spider-Man #16.1-დან #20.1-მდე გაგრძელდება.

დაწვრილებით

კატეგორია: Comics, Posts, Spider-Man | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გვენ სტეისის მკვლელი ადამიან-ობობას უბრუნდება

არონოფსკის ბეტმენი: ფილმი რომელიც არ შედგა

1998 წლის “ბეტმენი და რობინი”-ს (Batman & Robin) კომერციული და კრიტიკული ფიასკოს შემდეგ Warner Bros.-მა სერიოზული ფიქრი დაიწყო ბეტმენის ფრანჩაიზის გადატვირთვაზე. ახალი ბეტმენის ფილმი უნდა დაფუძნებულიყო ფრენკ მილერის (Frank Miller) და დევიდ მაზუჩელის (David Mazzucchelli) Batman: Year One-ზე, და ამისთვის თვით, კომიქსის ავტორი, მილერი იყო მოწვეული სცენარისტის პოსტზე, რეჟისორად კი დარენ არონოფსკი (Darren Aronofsky) (Noah, Black swan, The Wrestler) შეარჩიეს. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, DC, Movies | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: არონოფსკის ბეტმენი: ფილმი რომელიც არ შედგა

სერიალ “Krypton”-ზე მუშაობა დაიწყო

Hollywood Reporter იუწყება რომ DC/WB ახალ სერიალზე მუშაობა დაიწყეს, ამ სერიალის  სახელია “კრიპტონი” (Krypton). სერიალის პროდიუსერები დევიდ გოერი (David Goyer) და იან გოლდბერგი (Ian Goldberg) იქნებიან, ამასთან ერთად გოლდბერგი  სერიალის სცენარზე იმუშავებს. სერიალი უნდა გავიდეს ტელეარხ SyFy-ზე.

როგორც სერიალის სახელიდან გაიგეთ, ფოკუსი სუპერმენის განადგურებულ პლანეტაზე იქნება და მის წარსულზე, და სავარუდოდ სუპერმენის ანუ კალ-ელის (Kal-El) ოჯახზე (House of El), და უფრო კონკრეტულად კი მის ბაბუაზე მოგვიყვება.  დევიდ გოიერს უკვე ნამუშევარი აქვს სუპერმენის ფილმზე “Man of Steel” და ამით შეიძლება წარმოდგენა გვქონდეს თუ როგორი დაახლოებით იქნება სერიალის სამყარო, თუმცა არსებობს ვარაუდი რომ კრიპტონის თავისებურების გამო სერიალი ძალიან ძვირი შეიძლება დაჯდეს, ამიტომ შეიძლება უფრო რეალისტური და უფრო “იაფი” კრიპტონის გარემო ვიხილოთ.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება სერიალის გადაღება ან როდის გამოვა ის ტელეარხის ეთერში.

 

კატეგორია: DC, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სერიალ “Krypton”-ზე მუშაობა დაიწყო

AMC-იმ “Preacher” საპილოტო სერია შეუკვეთა

AMC, რომელზეც ჰორორ კომიქსი “The Walking Dead” სერიალი უკვე გადის, კიდევ ერთი კომიქს სერიალის დაამატებას აპირებს თავის ბადეში, არხმა ოფიციალურად შეუკვეთა გარტ ენისის (Garth Ennis) და სტივ დილონის (Steve Dillon) DC/Vertigo აღიარებული კომიქს-სერიის „Preacher“ (მოქადაგე) საპილოტო ეპიზოდი. სერიალზე იმუშავებენ ეგეთი პროდუსერები როგორც Breaking Bad’ის სემ კეტლინი (Sam Catlin), თვით სეთ როგენი (Seth Rogen) და ივან გოლდბერგი (Evan Goldberg).

„Preacher“-ის მთავარი პერსონაჟია ჯესე კასტერი, მღვდელი ტექსასის შტატის პატარა ქალაქში, რომელსაც რწმენის კრიზისის დროს ჩაუსახლდება სამოთხის ტყვეობიდან გამოქცეული არსება, დემონისა და ანგელოზის სიყვარულის ნაყოფი “ჯენეზისი”, რომლის ძალაც ფაქტობრივად ღმერთის ძალას უთანაბრდება. “ჯენეზისს” არ გააჩნია ფიზიკური სხეული, ის უფრო სუფთა ენერგიის, სულიერი არსებაა, ვიდრე ფიზიკური და ცნობიერი არ გააჩნია, ამიტომ სჭირდება მას მასპინძელი სხეული, რომელსაც ჩაუსახლდება და გადასცემს მთელ მის ძალასა და ცოდნას. სწორედ ჯენეზისის მასპინძელის როლი ერგება ჯესე კასტერს, რომელიც, მას შემდეგ რაც მას “ჯენეზისი” ჩაუსახლდება, გაიგებს, რომ ღმერთმა დატოვა სამოთხე და მიატოვა ანგელოზები და კაცობრიობა. ვინაიდან მისი ძალა თითქმის ღმერთისას უთანაბრდება, ჯესი გადაწყვეტს მოძებნოს შემოქმედი და მოსთხოვოს მას პასუხი, თუ რატომ მიატოვა თავისი ქმნილებები. ამ ამბიციურ მოგზაურობაში მასთან ერთად იქნებიან ჯესეს ყოფილი შეყვარებული ტიულიპი, რომელიც ჯესემ ხუთი წლის წინ მოულოდნელად მიატოვა და გაუჩინარდა და ირლანდიელი ვამპირი კესიდი. სიუჟეტის განვითარებისამებრ შევიტყობთ ამ სამი პიროვნების წარსულის არც თუ ლამაზ დეტალებს, მათ მეგობრობასა და ურთიერთობებს კი უამრავი გამოცდა ელით.

კატეგორია: Comics, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: AMC-იმ “Preacher” საპილოტო სერია შეუკვეთა

Dark Knight Returns 3 დაგეგმარების სტადიაშია

Bleeding Cool ინფორმაციით ლეგენდარული ფრენკ მილერი (Frank Miller) კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ბეტმენს (Batman), და მისივე ავტორობის ბეტმენის საუკეთესო კომიქსის „Dark Knight Returns“ და მისი ნაკლებად პოპულარული სიკველის „The Dark Knight Strikes Again“ გაგრძელებაზე იმუშავებს.

კომიქსის თანა ავტორი იქნება ბეტმენის კომიქსის ახლანდელი მწერალი სკოტ სნაიდერი (Scott Snyder). დამატებით ცნობილი რომ მილერის ჯამრთელობის პრობლემების გამო ამ კომიქსს ის ვერ დახატავს, და ამაზე სხვა მხატვარი იმუშავებს, თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია ვინ იქნება ეს, ჭორების მიხედვით ამ კანდიდატურაზე განიხილებიან ბეტმენის ახლანდელი მხატვარი გრეგ კაპულო (Greg Capullo) და შონ გორდონ მერფი (Sean Gordon Murphy), რომელიც სნაიდერთან ერთად კომიქსს “Wake” მუშაობდა.

რაც შეეხება კომიქსის ისტორიას, ის იგივე ჭორების მიხედვით იქაურ რობინზე/კეტგერლზე (Robin/Catgirl) კერი კელიზე (Carrie Kelley) მოგვითხრობს, ამ დროისთვის უკვე ასაკიანი კერი ეძებს თავის შემცვლელს გოტემის დამცველის ადგილზე.

კატეგორია: Comics, DC | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Dark Knight Returns 3 დაგეგმარების სტადიაშია

Crow-ის რემეიკმა იპოვა თავისი რეჟისორი

Deadline ინფორმაციით “Crow” (ყვავი) რემეიკს კორინ ჰარდი (Corin Hardy) გადაიღებს Relativity Studios-სთვის, აღსანიშნავია რომ ჰარდის პირველი ფილმი “The Hallow” მხოლოდ შემდეგ წელს გამოვა, წარსულში ჰარდის ანიმაციურ ფილმებზე და მუსიკალურ კლიპებზე უმუშავია.

ჯეიმს ობარმა (James O’Barr), კომიქსის შემქმნელმა, განაცხადა რომ ახალი ფილმი უფრო ახლოს იქნება კომიქსთან და არ შეეცდება ძველი, უკვე საკულტო, ფილმის კოპირებას რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ბრენდონ ლი (Brandon Lee) იყო. თავიდან მთავარი პერსონაჟის ერიკის (Eric) როლი ლიუკ ევანსს (Luke Evans) უნდა ეთამაშე, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ამ ფილმში, ფილმის გადაღება დაგეგემილია 2015 წლის გაზაფხულზე.

კატეგორია: Comics, Movies | ტეგები: | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Crow-ის რემეიკმა იპოვა თავისი რეჟისორი

Suicide Squad: უილ სმიტი დედშოტია, ჯარედ ლეტო ჯოკერი.

Warner Bros.-მა გაამხილა თუ ვინ ითამაშებს მთავარ როლებს 2016 წლის “Suicide Squad”-ში (თვითმკვლელების გუნდი) რომელსაც დევიდ აერი (David Ayer) გადაიღებს.

როგორც ჩანს ჭორები გამართლდა: ჯარედ ლეტო (Jared Leto) ჯოკერს (Joker) ითამაშებს, უილ სმიტი (Will Smith) დედშოტს (Deadshot),  ტომ ჰარდი (Tom Hardy) რიკ ფლეგს (Rick Flag), მარგო რობბი (Margot Robbie) ჰარლი კუინს (Harley Quinn), ჯაი კორტნი (Jai Courtney) ბუმერანგი (Captain Boomerang), კარა დეველინი (Cara Delevinge) კი ენჩანტრესს (Enchantress).  ჯერ კიდო უცნობია ვინ შეასრულებს, გუნდის მართველის, ამანდა უოლერის როლს (Amanda Waller), ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით როლზე ტელეწამყვანი და მსახიობი ოპრა უინფრი (Oprah Winfrey) განიხილება.

ფილმი მოგვიყვება ბოროტ მოქმედების გუნდზე, რომლებიც თავისი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით სახელმწიფოს საიმდუმლო მისიებს ასრულებენ.  ფილმის გადაღება 2015 წლის აპრილში დაიწყება და ეკრანებზე ფილმი 2016 წლის ოქტომბერში გამოვა Batman V Superman: Dawn of Justice  შემდეგ.

კატეგორია: DC, Movies | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Suicide Squad: უილ სმიტი დედშოტია, ჯარედ ლეტო ჯოკერი.