არონოფსკის ბეტმენი: ფილმი რომელიც არ შედგა

1998 წლის “ბეტმენი და რობინი”-ს (Batman & Robin) კომერციული და კრიტიკული ფიასკოს შემდეგ Warner Bros.-მა სერიოზული ფიქრი დაიწყო ბეტმენის ფრანჩაიზის გადატვირთვაზე. ახალი ბეტმენის ფილმი უნდა დაფუძნებულიყო ფრენკ მილერის (Frank Miller) და დევიდ მაზუჩელის (David Mazzucchelli) Batman: Year One-ზე, და ამისთვის თვით, კომიქსის ავტორი, მილერი იყო მოწვეული სცენარისტის პოსტზე, რეჟისორად კი დარენ არონოფსკი (Darren Aronofsky) (Noah, Black swan, The Wrestler) შეარჩიეს.

ფილმზე მუშაობის დაწყებისთანავე არონოფსკის რადიკალურად განსხვავებული ხედვა ქონდა ამ ფილმისთვის, როგორც მან თვითონ განაცხადე პროექტზე მუშაობის დროს: “ფილმი ზოგადად არი დაფუძნებული კომიქსებზე მაგრამ ფილმში სულ ახალი ხედვა იქნება ამიტომ დაივიწყეთ ყველაფერი რაც ბეტმენზე იცოდით, ეს სრულიად ახალი ბეტმენია”. არონოფსკიმ აგრეთვე განაცხავდა რომ პროექტის შთაგონების წყარო ეგეთი ფილმები იყო როგორც “Taxi Driver” და “The French Connection”, ფილმის ტონი ბერვად უფრო ბნელი და სერიოზული უნდა ყოფილიყო, ძალადობით სავსე, როგორც ფრენკ მილერის კომიქს სერია და შემდეგ ფილმი “ცოდვის ქალაქი” (Sin City), ახალი ფილმი გათვლილი უნდა ყოფილიყო უფროსი ფანების აუდიტორიაზე და ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ფილმი “R” რეიტინგს უმიზნებდა.

ფრენკ მილერის და არონოფსკის სცენარის მიხედვით ბრუსის მშობლების მკვლელობის შემდეგ ის კარგავს ოჯახის სიმდიდრეს და უსახლკაროდ რჩება, ესე ის წლების განმავლობაშია მანამდე მას არ აიყვანს სამუშაოდ აუტო მექანიკოსი დიდი ელი და მისი შვილი პატარა ელი, ბრიუსი ძალიან ნიჭიერი ელექტრიკოსია რაც ძალიან ეხმარება მას დიდ ელზე მუშაობაში, ამასთან ერთად ბრიუსი სიძულვილით სავსე ახალგაზრდაა რომელსაც სულ აწუხებს კოშმარები, ის წააგავს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობის მქონე ადამიანს.

გარკვეული დროის შემდეგ ბრუსი გადაწყვეტს გახდეს კრიმინალთან მებრძოლებ “ვიჯილანტე”, თუმცა რამდენიმე მარცხის შემდეგ დიდი ელი გადაწყვეტს მისცეს ბრიუს მკვდარი მამამისის ბეჭედი რომელიც მან ნახა ბრიუსთან პირველად შეხვედრისას, ბეჭედზე გადაბმულია ორი ასო “T” და “W” (Thomas Wayne / ტომას ვეინი ), ამასთან ერთად ის უფრო ტექნოლოგიურ „ნოუ-ჰაუებს“ და თვითნაკეთ გადჯეტებს იყენებს თავის არსენალში რაც კრიმინალთან ბრძოლაში ეხმარება, ჩხუბების დროს ეს ბეჭედი კრიმინალებზე თავის ანაბეჭდს ტოვებს რომელიც ბევრის აზრით ღამურას წააგავს, ამის გამო მას ყველა კრიმინალი, პოლიციელი და მედია ადამიან ღამურას შეარქმევს რის მერე ის გადაწყვეტს გახდეს ბეტმენი. ამ დროს სცენაზე გამოდის, დიდი ელის შვილი, პატარა ელი რომელიც ბრიუს ეხმარება მისი ფორდის ბეტმობილად გადაქცევაში.

ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ სელინა ქაელი/ქალი კატა (Selina Kyle/Catwoman) და ჯიმ გორდონი (Jim Gordon). ამ ვერსიაში სელინა ქაელი არი ლამაზი და მიმზიდველი აფრო-ამერიკელი ახალგაზრდა ქალი, ის დომინტარიქსად მუშაობს ბორდელში სახელად “კატის სახლი”, ბრიუსის ერთ ერთი პირველი გმირობა არი სელინას გადარჩენა მისი მოძალადე კლიენტისგან, რომელიც გოტემის კორუმპირებული პოლიციელია, რის შედეგად ბრუსი სელინას სიმპათიით სარგებლობს და სელინას აზრით ბრიუსი ერთად ერთი ნამდვილი მამაკაცია რომელიც მას უნახავს.

ალბათ ფილმის ყველაზე საინტერესო მომენტი ის არი რომ ბეტმენის მთავარი მტერი არი გოტემის პოლიციის დეპარტამენტი, და ამ კორუმპირებული სოციოპატი პოლიციელების შორის ერთად ერთი კარგი პოლიციელი ჯიმ გორდონია, რაც ძალიან ძვირი უჯდება გორდონს რადგან მას სულ ცემენ და ამცირებენ მხოლოდ იმიტომ რომ მას არ სურს ამ სიბინძურეში მონაწილეობა. სცენარის მიხედვით გორდონს ძალიან ხშირად აწუხებს სუიციდის აზრები მაგრამ როდესაც იგი ცოლის ორსულობაზე გაიგებს, გორდონო ახალი მიზანდასახულობით ივსება და ერთ კაციან ომს იწყებს გოტემის კორუმპირებული პოლიციის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად რომ თავიდან გორდონი ბეტმენს ტერორისტად მიიჩნევს საბოლოოდ ის გაიგებს რომ ის და ბეტმენი ერთ მხარეზე არიან.

ფილმის ბოლოს ბრიუსი დაიბრუნებს თავის მშობლების სიმდიდრეს და შეიძლება ითქვას რომ ამის შედეგ ჩვენთვის უკვე ნაცნობი და ტრადიციული ბეტმენად ხდება. საინტერესო ფაქტია რომ ბრიუსის/ბეტმენის როლზე მაშინაც კრისტიან ბეილი (Christian Bale) განიხილებოდა. საბოლოოდ Warner Bros. ჩათვალა რომ ფილმი ძალიან ბნელია და არაკომერციული იქნებოდა და ესე 2002 წლის ივლისში ფილმზე მუშაობა შეწყდა. Warner Bros. ბეტმენის ფილმზე მუშაობა განგრძო და შედეგად ჩვენ კრისტოფერ ნოლანის “Batman: Begins” მივეღეთ კრისტიან ბეილის მონაწილეობით. მილერის და არონოფსკის ფილმის სრული სცენარი შეგიძლია იხილოთ ამ საიტზე.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, DC, Movies. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.