Suicide Squad: უილ სმიტი დედშოტია, ჯარედ ლეტო ჯოკერი.

Warner Bros.-მა გაამხილა თუ ვინ ითამაშებს მთავარ როლებს 2016 წლის “Suicide Squad”-ში (თვითმკვლელების გუნდი) რომელსაც დევიდ აერი (David Ayer) გადაიღებს.

როგორც ჩანს ჭორები გამართლდა: ჯარედ ლეტო (Jared Leto) ჯოკერს (Joker) ითამაშებს, უილ სმიტი (Will Smith) დედშოტს (Deadshot),  ტომ ჰარდი (Tom Hardy) რიკ ფლეგს (Rick Flag), მარგო რობბი (Margot Robbie) ჰარლი კუინს (Harley Quinn), ჯაი კორტნი (Jai Courtney) ბუმერანგი (Captain Boomerang), კარა დეველინი (Cara Delevinge) კი ენჩანტრესს (Enchantress).  ჯერ კიდო უცნობია ვინ შეასრულებს, გუნდის მართველის, ამანდა უოლერის როლს (Amanda Waller), ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით როლზე ტელეწამყვანი და მსახიობი ოპრა უინფრი (Oprah Winfrey) განიხილება.

ფილმი მოგვიყვება ბოროტ მოქმედების გუნდზე, რომლებიც თავისი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით სახელმწიფოს საიმდუმლო მისიებს ასრულებენ.  ფილმის გადაღება 2015 წლის აპრილში დაიწყება და ეკრანებზე ფილმი 2016 წლის ოქტომბერში გამოვა Batman V Superman: Dawn of Justice  შემდეგ.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, Movies. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.