Vixen: The Animated Series

ცნობილი ხდება რომ მარკ გუგენხეიმი მუშაობას იწყებს ვიქსენის (Vixen) ანიმაციურ სერიალზე, რომელიც იგივე სამყაროში იქნება რაც სატელევიზო სერიალები ისარი (Arrow) და (The Flash) ფლეში, ანიმაცია გავა “CW Seed” მეშვეობით, რომელიც არხ CW  ახალი ონლაინ კომპონენტია.

სერიალის მთავარი გმირია ვიქსენი, ან მარი მაკეიბი, კომიქსების მიხედვით ობოლად გაზრდილი აფრიკელი გოგონაა, მაგრამ მისი ცხოვრება მაშინ იცვლება როდესაც ის შემთხვევით ხელში ჩაიგდებს მაგიურ ტოტემს რომელიც მას სხვა და სხვა ცხოველების ძალებს დროებით ანიჭებს, მარი გადაწყვეტს რომ ეს ძალები კრიმინალთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გამოიყენოს, მოგვიანებით კომიქსებში ის სამართლიანობის ლიგას უერთდება, ჯერ ჯერობით უცნობია რამდენად შეიცვლიან ვიქსენის ისტორია ამ ანიმაციურ სერიალში.

ანიმაცია ამ წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს,  შეგახსენებთ რომ მანამდე ვიქსენი ეგეთ ანიმაციურ სერიალებში  მონაწილეობდა როგორიცაა Justice League Unlimited და Batman: Brave and the Bold.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Animation, Comics, DC, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.