სტივ დიტკო: ადამიანი ადამიანი-ობობის უკან

კომიქსების მხატვარი და ავტორი, სტივ დიტკო, 2018 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო წლებში ის განმარტოებულ ცხოვრების სტილს ეწეოდა. იმის მიუხედავად, რომ იგი არის ადამიანი-ობობას და დოქტორ სტრეინჯის თანაავტორი, მას არასდროს დაინახავდით მისი პერსონაჟების ფილმების პრემიერებზე ან კომიქს ფესტივალებზე, 1968 წლის შემდეგ დიტკო ინტერვიუებსაც კი არ აძლევდა ჟურნალისტებს. ამ რადიკალური კარჩაკეტილობის სრული მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა ერთ ერთი მიზეზი იყო სურვილი, რომ თავისი სიტყვა მას საკუთარი ნამუშევრით გამოეხატა.  დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Authors, Comics, DC, Indie, Marvel, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სტივ დიტკო: ადამიანი ადამიანი-ობობის უკან

კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი

პოპ-კულტურაში ამერიკული იდეალების უდავო სიმბოლო, კაპიტანი ამერიკა,  მასმედიისთვის ისევ აქტუალური გახდა, როდესაც კომიქსში აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ის  იყო ბოროტი ორგანიზაციის, “ჰიდრას” საიდუმლო აგენტი. “ჰიდრა” პირდაპირ დაკავშირებული იყო ნაცისტებთან. მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს  ნაცისტი კაპიტანი არის “ჰიდრის” წარსულის მანიპულაციის შედეგი, ნამდვილი კაპიტანი კი სხვა განზომილებიდან ბრუნდება და (რა თქმა უნდა) ამარცხებს ნაცისტ კაპიტან ამერიკას. ამ ორი კაპიტანი ამერიკის არსებობამ  დააყენა საკითხი რა არის ის ფასეულობები, რაზეც ნამდვილი კაპიტანი ამერიკა დგას? დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი

დედპული: ისტორია

ძალიან იშვიათია, როდესაც შედარებით ახალი კომიქს პერსონაჟი ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ვეტერანი პერსონაჟები. DC-ს შემთხვევაში ეს ჰარლი ქუინია (Harley Quinn), Marvel-ის კი დედპული (Deadpool), ორივეს აქვს ერთი საერთო ნიშან თვისება, ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ტრადიციული კომიქსის პერსონაჟებისგან. ჩვენ უკვე დავწერეთ ჰარლი ქუინის შესახებ, დღეს კი დედპულის შესახებ გაგაცნობთ. დაწვრილებით

კატეგორია: Articles | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დედპული: ისტორია

დედპული 2: მიმოხილვა

ფინანსური და კრიტიკული წარმატების შემდეგ, დედპულს ორი გზა ჰქონდა, დარჩენილიყო მცირე ბიუჯეტიანი, რაც მთავარი როლის შემსრულებელს, რაინ რეინოლდსის სურვილი იყო, ან  წასულიყო უფრო დიდ ბიუჯეტიან კატეგორიაში, რაც პირველი ფილმის რეჟისორის, ტიმ მილერს უნდოდა. ამ “კონფლიქტის” შემდეგ მეორე ნაწილს ახალი რეჟისორი გაუჩნდა, რამაც დაადასტურა, რომ გაიმარჯვა რაინ რეინოლდსის ხედვამ, რაც ასევე ნათელად ჩანს ფილმის ნახვის დროს. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დედპული 2: მიმოხილვა

“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა

სუპერგმირული კომიქსების ჟანრის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი არის საერთო სამყაროს კონცეპტი და პერსონაჟებს შორის გადაკვეთები, . “crossover”-ები, რაც ჯერ DC-ში იყო და შემდგომ უკვე Marvel-ში. მაგალითისთვის, ადამიანობობას პირველ ნომერში (Amazing Spider-Man #1), იგი ცდილობს გაწევრიანდეს ფანტასტიკურ ოთხეულში, იმის მიუხედავად რომ მარველის სამყარო მაშინ ახალი და მცირე იყო, ერთ წლის შემდეგ მარველში გამოდის ახალი გუნდური კომიქსიშურისმაძიებლები,  მაგრამ ფანტასტიკური ოთხეულის და იქს ადამიანებისაგან განსხვავებით ეს კომიქსი აერთიანებს უკვე ჩამოყალიბებულ სოლო გმირებს (ჰალკი, თორი, ენთმენი, ვასპი და რკინის კაცი). საინტერესოა, რომ ფანტასტიკური ოთხეულის და შურისმაძიებლების კომიქსების იდეა  იყო შთაგონებული დისის, იმ პერიოდში პოპულარული, კომიქსით სამართლიანობის ლიგა.  წლების შემდეგ ეს კავშირები სუპერგმირულ კომიქსებში უფრო გაძლიერდა სამყაროები კი გაფართოვდა, ზოგ შემთხვევაში აბსურდულ დონემდეც კი დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა

შავი პანტერა: მიმოხილვა

შავი პანტერას შემოსავლებმა ყველა მოლოდინის გადააჭარბა ასევე როგორც ფილმის კრიტიკულმა შეფასებამ, მაგრამ რა დაინახეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ამ ფილმში?  დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: შავი პანტერა: მიმოხილვა

სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?

ფანტასტიკური ოთხეული მარველის საწყისი სუპერგმირული გაერთიანება იყო, რეალურად ზუსტად ამ კომიქსით დაიწყო მარველის სამყაროს ფორმირება. გუნდი მოიცავდა 4 წევრს: რიდ რიჩარდს (Mr. Fantastic), სუზან შტორმს (Invisible Woman), ჯონი შტორმს (Human Torch) და ბენ გრიმს (The Things). ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკური ოთხეული იყო მარველის სამყაროს გული და ასევე პირველი ოჯახი, თუმცა ამდენი წლის შემდეგ გუნდი პოპულარობა და კომიქსის გაყიდვები იკლებდა, საქმეს არც ის ეხმარებოდა რომ კომიქსის ეკრანიზაციებმა ვერ გაამართლეს მოლოდინები, განსაკუთრებით 2015 ფილმმა, რომელიც ბრენდისთვის დიდი დარტყმა იყო.

2015 წლის Secret Wars-ის მოვლენის შემდეგ ოთხეულიდან მარველის სამყაროში მხოლოდ 2 გმირი დარჩა ადამიანი ჩირაღდანი (Human Torch) და არსება (Thing) რომელთაგან ერთი Inhumans ხოლო მეორე გალაქტიკის მცველებს შეეკედლა შესაბამისად მოხდა გუნდის დაშლა და მარველის ახალი სამყარო ფანტასტიკური ოთხეულის გარეშე განაგრძობს არსებობას. ალბათ ყველას აინტერესებს თუ სად გაქრა რიჩარდსების ოჯახი Secret Wars-ის შემდეგ და დაბრუნდებიან თუ არა ისინი All new All different მარველის სამყაროში. მოგეხსენებათ რომ Secret Wars-ში ვიქტორ ვონ დუმმა რეალობის შეცვლით რიდ რიჩარდსის ცხოვრება მიისაკუთრა და შექმნა სამყარო სადაც რიჩარდსის ოჯახი მისი ოჯახი იყო მაგრამ საბოლოოდ რიჩარდსმა არა მხოლოდ დაიბრუნა თავისი ადგილი სამყაროში არამედ Molecule Man-იც დაარწმუნა იმაში რომ თავისი ძალები შეეძლო ბევრად სასიკეთო საქმეში გამოეყენებინა ვიდრე დუმის სამსახურში ყოფნა იყო.

შესაბამისად რიდმა დაამარცხა დუმი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ რიჩარდსების ოჯახმა Molecule Man-ის დახმარებით (კერძოდ Molecule Man-ის ულიმიტო ენერგიითა და ფრანკლინის სამყაროების შექმნის უნარით) გადააწყო მარველის მულტი სამყარო და თავიდან შექმნა იგი, რიჩარდსების ოჯახი ასე ვთქვათ დროებით შვებულებაშია და როგორც თავად რიდმა აღნიშნა ისინი დროებით ეშვებიან სუპერგმირულ საქმიანობებს და მთელ ყურადღებას ოჯახსა და მეცნიერებას უთმობენ,სავარაუდოდ რიდი და სიუც მალევე გამოჩნდებიან მარველის ახალ სამყაროში და შეუერთდებიან თავიანთ ძველ თანაგუნდელებს Human Torch-ს და Thing-ს რომელთა გაერთიანებაც კვლავ მოხდა ახალ კომიქსში 2-in-one და მართალია ჰოლოგრამის სახით მაგრამ მაინც ვიხილეთ რიდ რიჩარდსის სახე შესაბამისად მკითხველმა იმედი უნდა დაიტოვოს რომ რიდის სიუს და მათი ოჯახის დაბრუნება მარველის სამყაროში არც თუ ისე დიდი ხნის საკითხია, განსაკუთრებით თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ფანტასტიკური ოთხეულის უფლებები მარველს სტუდიოს დაუბრუნდა.

კატეგორია: Articles, Marvel, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?

როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა 


“სამართლიანობის ლიგა” უამრავი ცვლილების მსხვერპლი გახდა, რაზეც ვისაუბრეთ მიმოხილვაში. ფილმი გახლდათ ორი რეჟისორის და WarnerBros. სტუდიის კინო-ფრანკენშტეინი, მაგრამ ბევრი ფანისთვის საინტერესოა რა შეიცვალა მასში, რა იყო პირველადი იდეა. ინტერნეტში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს ფილმის სატესტო პირველადი ვერსიები; რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ეს 100% სიმართლედ განვიხილოთ, სანამ ფილმის შემქმნელები ამას თვითონ არ დაადასტურებენ. დაწვრილებით

კატეგორია: DC, Movies, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა 

სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა

სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში Wonder Woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა – მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა

თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს).

დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თორი რაგნაროკი: მიმოხილვა