-
ბოლო ჩანაწერები
არქივი
- აგვისტო 2023
- ოქტომბერი 2022
- სექტემბერი 2022
- აპრილი 2022
- სექტემბერი 2021
- მაისი 2020
- მაისი 2019
- მარტი 2019
- დეკემბერი 2018
- ნოემბერი 2018
- ოქტომბერი 2018
- აგვისტო 2018
- ივნისი 2018
- მაისი 2018
- მარტი 2018
- იანვარი 2018
- დეკემბერი 2017
- ნოემბერი 2017
- სექტემბერი 2017
- ივლისი 2017
- ივნისი 2017
- მაისი 2017
- მარტი 2017
- თებერვალი 2017
- დეკემბერი 2016
- ნოემბერი 2016
- სექტემბერი 2016
- აგვისტო 2016
- ივლისი 2016
- ივნისი 2016
- მაისი 2016
- აპრილი 2016
- მარტი 2016
- თებერვალი 2016
- იანვარი 2016
- დეკემბერი 2015
- ნოემბერი 2015
- ივნისი 2015
- აპრილი 2015
- თებერვალი 2015
- იანვარი 2015
- დეკემბერი 2014
- ნოემბერი 2014
- ოქტომბერი 2014
- სექტემბერი 2014
- აგვისტო 2014
- ივლისი 2014
- ივნისი 2014
კატეგორიები
მეტა
კატეგორიის არქივი: Posts
კაპიტანი ამერიკის პატრიოტიზმი
პოპ-კულტურაში ამერიკული იდეალების უდავო სიმბოლო, კაპიტანი ამერიკა, მასმედიისთვის ისევ აქტუალური გახდა, როდესაც კომიქსში აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ის იყო ბოროტი ორგანიზაციის, “ჰიდრას” საიდუმლო აგენტი. “ჰიდრა” პირდაპირ დაკავშირებული იყო ნაცისტებთან. მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს ნაცისტი კაპიტანი არის “ჰიდრის” წარსულის მანიპულაციის შედეგი, … დაწვრილებით
“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა
სუპერგმირული კომიქსების ჟანრის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის საერთო სამყაროს კონცეპტი და პერსონაჟებს შორის გადაკვეთები, ე.წ “crossover”-ები, რაც ჯერ DC-ში იყო და შემდგომ უკვე Marvel-ში. მაგალითისთვის, ადამიან–ობობას პირველ ნომერში (Amazing Spider-Man #1), იგი ცდილობს გაწევრიანდეს ფანტასტიკურ ოთხეულში, იმის მიუხედავად რომ მარველის … დაწვრილებით
შავი პანტერა: მიმოხილვა
შავი პანტერას შემოსავლებმა ყველა მოლოდინის გადააჭარბა ასევე როგორც ფილმის კრიტიკულმა შეფასებამ, მაგრამ რა დაინახეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ამ ფილმში? დაწვრილებით
სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?
ფანტასტიკური ოთხეული მარველის საწყისი სუპერგმირული გაერთიანება იყო, რეალურად ზუსტად ამ კომიქსით დაიწყო მარველის სამყაროს ფორმირება. გუნდი მოიცავდა 4 წევრს: რიდ რიჩარდს (Mr. Fantastic), სუზან შტორმს (Invisible Woman), ჯონი შტორმს (Human Torch) და ბენ გრიმს (The Things). ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკური ოთხეული იყო მარველის სამყაროს გული და ასევე პირველი ოჯახი, თუმცა ამდენი წლის შემდეგ გუნდი პოპულარობა და კომიქსის გაყიდვები იკლებდა, საქმეს არც ის ეხმარებოდა რომ კომიქსის ეკრანიზაციებმა ვერ გაამართლეს მოლოდინები, განსაკუთრებით 2015 ფილმმა, რომელიც ბრენდისთვის დიდი დარტყმა იყო. დაწვრილებით
როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა
“სამართლიანობის ლიგა” უამრავი ცვლილების მსხვერპლი გახდა, რაზეც ვისაუბრეთ მიმოხილვაში. ფილმი გახლდათ ორი რეჟისორის და WarnerBros. სტუდიის კინო-ფრანკენშტეინი, მაგრამ ბევრი ფანისთვის საინტერესოა რა შეიცვალა მასში, რა იყო პირველადი იდეა. ინტერნეტში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს ფილმის სატესტო … დაწვრილებით
სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა
სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა, როგორც ფანებისგან ასევე Warner Bros. სტუდიისთვის; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში wonder woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა- მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით
თორი რაგნაროკი: მიმოხილვა
“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს). დაწვრილებით
DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა
დისის კომიქსების განხილვისას ხშირად გვხდება ეგეთი ტერმინები, როგორიც არის “პრე-კრიზისი”, “პოსტ-კრიზისი”, “პრე-New 52”, “პოსტ-ფლეშპოინტი”. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დაწვრილებით
Wonder Woman: მიმოხილვა
როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა საერთოდ არც ცდილობდა დისი გმირების კინო ადაპტაციას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ , ფილმში“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” , ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა. დაწვრილებით
ლოგანი: მიმოხილვა
ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით