-
ბოლო ჩანაწერები
არქივი
- აგვისტო 2023
- ოქტომბერი 2022
- სექტემბერი 2022
- აპრილი 2022
- სექტემბერი 2021
- მაისი 2020
- მაისი 2019
- მარტი 2019
- დეკემბერი 2018
- ნოემბერი 2018
- ოქტომბერი 2018
- აგვისტო 2018
- ივნისი 2018
- მაისი 2018
- მარტი 2018
- იანვარი 2018
- დეკემბერი 2017
- ნოემბერი 2017
- სექტემბერი 2017
- ივლისი 2017
- ივნისი 2017
- მაისი 2017
- მარტი 2017
- თებერვალი 2017
- დეკემბერი 2016
- ნოემბერი 2016
- სექტემბერი 2016
- აგვისტო 2016
- ივლისი 2016
- ივნისი 2016
- მაისი 2016
- აპრილი 2016
- მარტი 2016
- თებერვალი 2016
- იანვარი 2016
- დეკემბერი 2015
- ნოემბერი 2015
- ივნისი 2015
- აპრილი 2015
- თებერვალი 2015
- იანვარი 2015
- დეკემბერი 2014
- ნოემბერი 2014
- ოქტომბერი 2014
- სექტემბერი 2014
- აგვისტო 2014
- ივლისი 2014
- ივნისი 2014
კატეგორიები
მეტა
კატეგორიის არქივი: DC
სტივ დიტკო: ადამიანი ადამიანი-ობობის უკან
კომიქსების მხატვარი და ავტორი, სტივ დიტკო, 2018 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო წლებში ის განმარტოებულ ცხოვრების სტილს ეწეოდა. იმის მიუხედავად, რომ იგი არის ადამიანი-ობობას და დოქტორ სტრეინჯის თანაავტორი, მას არასდროს დაინახავდით მისი პერსონაჟების ფილმების პრემიერებზე ან კომიქს ფესტივალებზე, 1968 … დაწვრილებით
როგორი უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ლიგა
“სამართლიანობის ლიგა” უამრავი ცვლილების მსხვერპლი გახდა, რაზეც ვისაუბრეთ მიმოხილვაში. ფილმი გახლდათ ორი რეჟისორის და WarnerBros. სტუდიის კინო-ფრანკენშტეინი, მაგრამ ბევრი ფანისთვის საინტერესოა რა შეიცვალა მასში, რა იყო პირველადი იდეა. ინტერნეტში გაჟონა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს ფილმის სატესტო … დაწვრილებით
სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა
სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა, როგორც ფანებისგან ასევე Warner Bros. სტუდიისთვის; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში wonder woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა- მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით
DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა
დისის კომიქსების განხილვისას ხშირად გვხდება ეგეთი ტერმინები, როგორიც არის “პრე-კრიზისი”, “პოსტ-კრიზისი”, “პრე-New 52”, “პოსტ-ფლეშპოინტი”. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დაწვრილებით
Wonder Woman: ისტორია
ქალი საოცრება (ვონდერ ვუმანი) არის ერთ–ერთი, ყველაზე, ცნობილი გმირი კომიქსების სამყაროში და უდაოდ, ნომერი პირველი ქალი სუპერგმირი; ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ის არის დისის ე.წ. “სამეულის” წევრი. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა 1942 წლის კომიქსში All Star comics #8, იგი შექნა ფსიქოლოგმა და მწერალმა უილიამ მარსტონმა და მხატვარმა ჰერი გ. პიტერმა. საინტერესო ფაქტია, რომ მარსტონმა ასევე დიდი როლი ითამაშა ტყუილის დეტექტორის შექმნაში. 1940 წელს მარსტონმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Family circle-ს, სადაც მან ისაუბრა კომიქსების მიუღწეველ პოტენციალზე, ამ ინტერვიუს შემდეგ მან მიიღო სამუშაო National Periodicals და All-American Publications-თან, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა DC comics-სად. დაწვრილებით
Wonder Woman: მიმოხილვა
როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა საერთოდ არც ცდილობდა დისი გმირების კინო ადაპტაციას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ , ფილმში“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” , ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა. დაწვრილებით
ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”
სუპერგმირული ფილმების გამო ახალბედა ფანებს შორის ნაწილობრივ მცდარი წარმოდგენა დაინერგა – თითქოს სტენ ლი (Stan Lee) არის მარველის გმირების ერთადერთი ავტორი (მადლობა მის კომედიურ კამეოებს მარველის ფილმებში), რაც სინამდვილეში ნაწილობრივ სიმართლეა, უდაოდ სტენ ლი კომიქს სამყაროს უდიდესი გენიოსია, მაგრამ მარტო ის ვერ შექმნიდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს, ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა სტენ ლის მარველის ეპოქის შექმნაში, იყო კომიქსების “მეფედ” წოდებული, მხატვარი ჯეკ კირბი (Jack Kirby) (1917 -1994). სამწუხაროდ ჯეკი ვერ მოესწრო მარველის ფილმებს და კამეოებს. დაწვრილებით
Harley Quinn/ჰარლი ქუინი: ისტორია
იშვიათად თუ მოიძებნება კომიქსის პერსონაჟი, რომელიც პირველად კომიქსებში არ გამოჩენილა, ასეთ პერსონაჟებს შორისაა ჰარლი ქუინი (Harley Quinn).
1992 წელს “Batman Animated Series” ეპიზოდში სახელად “Joker’s Favor” მეორე ხარისხოვან როლში გამოჩნდა ჯოკერის დამხმარე სახელად ჰარლი ქუინი, იგი თავიდან გათვლილი იყო, როგორც მხოლოდ ერთჯერადი პერსონაჟი, თუმცა ჰარლიმ მალევე დაიპყრო ფანების გულები და გახდა მათი ფავორიტი. დაწვრილებით
“Justice League Dark” ახალი რეჟისორი ყავს
Variety წყაროს მიხედვით Justice League Dark გარდა ანიმაციურისა მხატვრულ ფილმსაც მიიღებს. ფილმს გადაიღებს ფოქსის “გამბიტის” უკვე ყოფილი რეჟისორი დაგ ლაიმანი (Doug Liman), სცენარს კი მაიკლ ჯილიო (Michael Gilio) დაწერს. ამავე ინფორმაციით ფილმი იქნება დისის კინო სამყაროს ნაწილი. გუნდი სამართლიანობის ლიგის … დაწვრილებით
თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა
ფილმის “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” გარდა წელს მაყურებელს დისის კიდევ ერთი კინო პროექტი ელოდა – “თვითმკვლელთა რაზმი”, პირველი კომიქს ფილმი ბოროტმოქმედების გუნდზე. დაწვრილებით