სინგერი X-Men: Apocalypse გადაიღებს.

Deadline ადასტურებს რომ ბრაინ სინგერი (Bryan Singer) დაუბრუნდება რეჟისორის სკამს და შემდეგ იქს-ადამიანების ფილმს გადაიღებს, მართალია ეს არავისთვის არ არი სიახლე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მისმა გადაღებულმა წინა იქს ფილმმა “X-Men: Days Of Future Past” $746 მილიონი დააგროვა მთელ მსოფლიოში. ეჭვი სინგერის დაბრუნებაში მხოლოდ მაშინ გაჩნდა როდესაც მისი სახელი ერთ სკანდალში აღმოჩნდა გარეული, რომელიც როგორც ჩანს უკვე დალაგდა.

“X-Men: Apocalypse” მოვლენები წინა ფილმიდან 10 წლის შემდეგ ხდება, და სათაურიდან გამომდინარე ფილმი წარადგენს, უძველეს მუტანტს და იქს ადამიანების დიდ მტერს, აპოკალიფს (Apocalypse), აგრეთვე ცნობილია რომ ფილმში ახალგაზრდა შტორმი (Storm), ჯინა გრეი (Jean Grey) და ციკლოპი (Cyclops) გამოჩნდებიან. ფილმის სცენარი საიმონ კინბერგმა (Simon Kinberg) უკვე დაწერა. “იქს ადამიანები: აპოკალიფსი” 2016 წლის 27 მაისიდან გამოვა ფართო ეკრანებზე.

კატეგორია: Comics, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სინგერი X-Men: Apocalypse გადაიღებს.

დედპულის სიკვდილი?

Comicbook.com-თან ინტერვიუში Marvel-ის გაყიდვების და მარკეტინგის უფროსმა, დევიდ გაბრიელმა (David Gabriel), მინიშნება გააკეთა რომ 2015 წლის მარტში ერთ-ერთი კომიქს სერიის 250 ნომერში მოკვდება ცნობილი პერსონაჟი რომელსაც თავის სახელში აქვს სიტყვა “Dead”.

დიდი ალბათობით საუბარია დედპულზე (Deadpool), თუმცა მის სერიას ჯერ არა აქვს 250 ნომერი, ამ რიცხვის მიღება ძალიან ადვილია თუ ჩვენ დედპულის ყველა სერიას და მინი-სერიას ერთად დავთვლით, იგივე Comicbook.com გამოთვლებით Deadpool #42, რომელიც წესით მარტში უნდა გამოვიდეს, იქნება ის 250 ნომერი.

კატეგორია: Comics, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დედპულის სიკვდილი?

დედპულის ფილმი 2016-ში გამოვა

The Hollywood Reporter მიხედვით სტუდია Fox დედპულის (Deadpool) ფილმის გამოშვების თარიღი დაასახელა: 2016 წლის 12 თებერვალი. ფილმის რეჟისორი ტიმ მილერი (Tim Miller) იქნება,  და დიდი ალბათობით მთავარ როლს რაიან რეინოლდსი (Ryan Reynolds) შეასრულებს. მოგეხსენებათ რომ წინად ინტერნეტში ამ ფილმის სატესო CGI კლიპმა გაჟონა, რომელიც იყო იგივე რაინ რეინლდსის მიერ გახმოვანებული და ტიმ მილერის მიერ გადაღებული, რაც კარგ წარმოდგენას იძლევა თუ როგორი იქნება საბოლოო ფილმი.

კატეგორია: Movies, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დედპულის ფილმი 2016-ში გამოვა

“ტიტანები” TV-სერიალი

Deadline მიხედვით საკაბელო არხი TNT აპირებს ტიტანების (Titans) სერიალის პილოტის შეკვეთას, რომელიც DC-ის ახალგაზრდა სუპერგმირების ჯგუფზე გვიამბობს. პროექტის მწერალია, აკადემიის ჯილდოს მფლობელი, აკივა გოლდსმენი (Akiva Goldsman), რომელიც მანამდე სერიალ “ზღვარზე” (Fringe) მუშაობდა და წარსულში “Batman Forever” და “Batman & Robin” სცენრებზეც უმუშავია (რაც ბევრისთვის არც ისე კარგი ნიშანია). ამ დროისთვის ცნობილი არი რომ სერიალში მონაწილეობას მიიღებენ ნაიტვინგი (Nightwing), სტარფაერი (Starfire) და რეივენი (Raven).

კატეგორია: Comics, DC, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “ტიტანები” TV-სერიალი

ადამიანი-ობობა იქს-ადამიანებში?

ComicBook.com  მიხედვით: სამურავის (Wolverine) სიკვდილის შემდეგ სერია Wolverine and the X-Men თავის დასახელებას შეიცვლის და ახალი ტომით გაგრძელდება როგორც…  Spider-Man and the X-Men!

კომიქსი დეკემბერიდან გამოვა, სერიის მწერალი ელიოტ კელანი (Elliot Kalan) იქნება, მხატვარი კი მარკო ფილა (Marco Failla).

როგორც კელანმა განაცხადა: “ლოგანის ერთ ერთი ბოლო სურვილია რომ ადამიანმა-ობობამ იგი ჩაანაცვლოს მის სკოლაში, რაც გარკვეულ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს თვით ჯინ გრეის სახელობის სკოლაში, რადგან ადამიანი ობობა არ არი მუტანტი, და იმის მიუხედავად რომ იქს-ადამიანების ახლო მეგობარია ის არ არი მათი ოჯახის წევრი რაც გარკვეულ დაძაბულობას შექმნის სკოლაში”. ამასთან ერთად ლოგანი პიტერს საიდუმლო დავალების შესრულებას თხოვს. ავტორის თქმით სერიაში აგრეთვე ბევრი დრო დაეთმობა მხეცს (Beast) და შტორმს (Storm).

რაც შეეხება ადამიანი ობობას სპეციალურ კლასს, მასში იქნებიან: No-Girl, Rockslide, Glob Herman, Ernst, Hellion, Shark Girl, და Eye Boy. აღსანიშნავია რომ პიტერს მანამდეც ქონია სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ჯეი მაიკლ სტრაჟინსკის Amazing Spider-Man ავტორობის პერიოდში პიტერ თავის ძველ სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.

 

კატეგორია: Comics, Posts, Spider-Man, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ადამიანი-ობობა იქს-ადამიანებში?

ჭაობის არსება: მილარის და მორისონის რანი


 

SWAMP THING

The force that through the green fuse drives the flower

Drives my green age; that blasts the roots of trees  

Is my destroyer...

DYLAN THOMAS

ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი განსხვავებულობით ხასიათდება ვერტიგოს კომიქსები, ყოველ შემთხვევაში ხასიათდებოდა Flashpoint-ამდე, იქამდე, სანამ DC თავის სამყაროში არ მოაქცევდა Wildstorm-სა და Vertigo-ს და ამით დაუკარგავდა ამ ორ კომპანიასა თუ სამყაროს მისთვის დამახასიათებელ განუმეორებელ ხიბლს. ვერტიგოს უპირველესი ხიბლი კი ალბათ მისტიციზმი იყო. სამყარო, სადაც ერთმანეთს შეერწყა სხვადასხვა მითოსი თუ რელიგია. მაშინ როდესაც სამყაროს უმაღლესი იერარქი იყო ქრისტიანული გაგების ღმერთი, მის გვედით არსებობდა ისეთი არსებები, როგორებიც იყვნენ ე.წ. Endless, წარმართული ღმერთები და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი კი, ცხადია Swamp thing, ჭაობის არსება იყო. ცხადია, ახლა აქ არ დავიწყებ საუბარს მის შექმანზე და ალან მურის კვალს ამ პერსონაჟზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით გავიხსენოთ მარკ მილერისა და გრანტ მორისონის მიერ შექმნილი ერა, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ალან მურის ლეგენდარულ კომიქსს. ამ ორი მწერლის სერია მოიცავს 140-171-ე ნომრებს. მართალია, უშუალოდ მორისონმა მხოლოდ 4 ნომრის დაწერაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის მუდამ ეხმარებოდა მილერს, აძლევდა რჩევებს და ა.შ. ზოგადად, მილერზე დიდია მორისონის გავლენა. მათი შეხვედრის შესახებ, მორისონი თავის წიგნში, Supergods-იც წერს.

დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, DC, Vertigo | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ჭაობის არსება: მილარის და მორისონის რანი

დვეინ ჯონსონი შავი ადამია

დვეინ ჯონსონმა (Dwayne Johnson) თავის Twitter-ზე დაადასტურა, რომ ის შავი ადამის (Black Adam) როლს შეასრულებს DC-ის კომიქსის “შეზამ”-ის (Shazam) კინო ადაპტაციაში. Variety ცნობით ფილმის სცენარას დაწერს დარენ ლემკი (Darren Lemke), ფილმის პროდუსერი კი ჰაირამ გარსია (Hiram Garcia) იქნება. თუმცა ჯერ უნცობი არი ვინ ითამაშებს თვით შეზამის როლს, და ზუსტად როდის გამოვა ფილმი ეკრანებზე.

კატეგორია: Comics, DC, Movies | კომენტარის დამატება

გალაქტიკის მცველები: მიმოხილვა

WARNING! SPOILERS!

ამ ფილმში არის ყველაფერი ის, რისი ნახვაც სურდათ ფანებს Star Wars–ის პრიქველ ტრილოგიაში და Star Trek reboot–ში, მაგრამ სამწუხაროდ იმედები არ გაუმართლდათ.
ფილმი გამოირჩევა ინტენსივობით და განუწყვეტელი მოქმედებებით, რომლებიც ისეთი დოზით მოგვეწოდება, რომ მაყურებელს არა თუ მთქნარების სურვილი, ამოსუნთქვის საშუალება ძლივს აქვს. ამიტომაც მისი ყურებისას დრო ელვის სისწრაფით გარბის და მოწყენას ვერ ასწრებ. ვერ ასწრებ ასევე იმ მინუსების და ალოგიკურობის შემჩნევას, რომელიც ფილმში ტონობითაა. და თუ ამჩნევ… დიდად არ განაღვლებს, იმდენად გახალისებს ეკრანზე მიმდინარე მოქმედებები.

დაწვრილებით

კატეგორია: Comics, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გალაქტიკის მცველები: მიმოხილვა

კრიის იმპერია

user posted imageკოსმოლოგიაში, დიდი როლი ენიჭება არა მარტო ე.წ. აბსტრაქტებსა თუ წარმოუდგენელი ძალის არსებებს, არამედ, აგრეთვე იმპერიებს, რომელიც ჩამოყალიბდა ადამიანის მსგავსი არსებების მიერ. და როდესაც მსგავსებაზე ვლაპარაკობ, ცხადია არ ვგულისხმობ ზუსტ იდენტურობას ფიზიკურობასა თუ ტექნოლოგიურ განვითარებაში. უბრალოდ იმის მინიშნება მინდა, რომ არ არის კატასტროფული სხვაობა ამ ნიშნების მიხედვით ჩვენსა და მათ შორის. ზემოთ მოცემულ სურათზე, წარმოდგენილია ის ძირითადი იმპერიები, რომლებიც დომინირებს მარველის სამყაროში. ესენი : კრიი (Kree), სკრულების იმპერია (Skrull Empire) და შ’იარი ( Sh’iar). აგრეთვე ნაჩვენებია ანიჰილუსის (Annihilus) არმიის შემოსევის მარშრუტი, თუმცა ანიჰილუსის ურდოს და ბრუდების ცოცხალ არმადას ვერ ვუწოდებთ იმპერიებს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ძალას. თუ გავავლებთ პარალელს, შეგვიძლია ისინი ატილას ჰუნებს შევადაროთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინდა ყურადღება გავამახვილო კრიის იმპერიაზე. რასის ფიზიკური მონაცამები: (მივიჩნიე, რომ უმჯობესი იქნებოდა პირველწყარო გამომეყენებინა, ვიდრე ჩამომეწერა მათი სიმაღლე, ფერი და ა.შ)

დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კრიის იმპერია

აკვამენის საკუთარი ფილმი?

The Hollywood Reporter იუწყება რომ Warner Bros.-მა დაიქირავა ორი მწერალი აკავამენის (Aquaman) ფილმის სცენარის დასაწერად, ესენი არიან ვილ ბილი (Will Beall), რომელმაც დაწერა ფილმი “Gangster Squad” და ქურტ ჯონსტედი (Kurt Johnstad), რომელმაც დაწერა “300: Rise of an Empire”, მაგრამ ყოველი მწერალი თავის საკუთარ სცენარს დაწერს, რის მერე Warner Bros. ამოირჩევს თავისი აზრით საუკეთესოს. სავარაუდოდ ფილმი ერთ ერთი იქნება იმ 9 უსახელო DC-ის ფილმების სიაში, რომელიც Warner Bros.-მა წინა კვირას დაანონსა. შეგახსენებთ რომ აკვამენის როლზე ფილმ “Batman V Superman: Dawn of Justice” ჯეისონ მომოა (Jason Momoa) უკვე ოფიციალურად არი დამტკიცებული. 

  • Batman v Superman: Dawn of Justice – 03/25/16
  • Untitled DC Film – 08/05/16
  • Untitled DC Film – 06/23/17
  • Untitled DC Film – 11/17/17
  • Untitled DC Film – 03/23/18
  • Untitled DC Film – 07/27/18
  • Untitled DC Film – 04/05/19
  • Untitled DC Film – 06/14/19
  • Untitled DC Film – 04/03/20
  • Untitled DC Film – 06/19/20
კატეგორია: Comics, DC, Movies | კომენტარის დამატება