ადამიანი-ობობა იქს-ადამიანებში?

ComicBook.com  მიხედვით: სამურავის (Wolverine) სიკვდილის შემდეგ სერია Wolverine and the X-Men თავის დასახელებას შეიცვლის და ახალი ტომით გაგრძელდება როგორც…  Spider-Man and the X-Men!

კომიქსი დეკემბერიდან გამოვა, სერიის მწერალი ელიოტ კელანი (Elliot Kalan) იქნება, მხატვარი კი მარკო ფილა (Marco Failla).

როგორც კელანმა განაცხადა: “ლოგანის ერთ ერთი ბოლო სურვილია რომ ადამიანმა-ობობამ იგი ჩაანაცვლოს მის სკოლაში, რაც გარკვეულ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს თვით ჯინ გრეის სახელობის სკოლაში, რადგან ადამიანი ობობა არ არი მუტანტი, და იმის მიუხედავად რომ იქს-ადამიანების ახლო მეგობარია ის არ არი მათი ოჯახის წევრი რაც გარკვეულ დაძაბულობას შექმნის სკოლაში”. ამასთან ერთად ლოგანი პიტერს საიდუმლო დავალების შესრულებას თხოვს. ავტორის თქმით სერიაში აგრეთვე ბევრი დრო დაეთმობა მხეცს (Beast) და შტორმს (Storm).

რაც შეეხება ადამიანი ობობას სპეციალურ კლასს, მასში იქნებიან: No-Girl, Rockslide, Glob Herman, Ernst, Hellion, Shark Girl, და Eye Boy. აღსანიშნავია რომ პიტერს მანამდეც ქონია სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ჯეი მაიკლ სტრაჟინსკის Amazing Spider-Man ავტორობის პერიოდში პიტერ თავის ძველ სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts, Spider-Man, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.