“ტიტანები” TV-სერიალი

Deadline მიხედვით საკაბელო არხი TNT აპირებს ტიტანების (Titans) სერიალის პილოტის შეკვეთას, რომელიც DC-ის ახალგაზრდა სუპერგმირების ჯგუფზე გვიამბობს. პროექტის მწერალია, აკადემიის ჯილდოს მფლობელი, აკივა გოლდსმენი (Akiva Goldsman), რომელიც მანამდე სერიალ “ზღვარზე” (Fringe) მუშაობდა და წარსულში “Batman Forever” და “Batman & Robin” სცენრებზეც უმუშავია (რაც ბევრისთვის არც ისე კარგი ნიშანია). ამ დროისთვის ცნობილი არი რომ სერიალში მონაწილეობას მიიღებენ ნაიტვინგი (Nightwing), სტარფაერი (Starfire) და რეივენი (Raven).

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, DC, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.