Star Wars Fan Artist

დერეკ ზაბროცკი არის თავისუფალი ხელოვანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესია Star wars Fan სურათების შექმნაში. მისი ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: http://www.darekzabrocki.com/#prettyPhoto

აქ კი რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.









 

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

DC ფილმების დიდი ჭორები


nikkifinke.com მიხედვით ივლისში სან დიეგოს კომიკს კონზე (Comic Con) Warner Bros. აპირებს თავისი მომავალი DC კომიკსის ფილმების სიის ანონს,  საიტის ინფორმაციათ სიაში იქნება შემდეგი ფილმები :

მაისი 2016 – Batman v Superman
ივლისი 2016 – Shazam
შობა 2016 – Sandman
მაისი 2017 – Justice League
ივლისი 2017 – Wonder Woman
შობა 2017 – Flash and Green Lantern team-up
მაისი 2018 – Man Of Steel 2

წყაროს მიხედვით Batman v Superman ერთი წლით გადატანა ზუსტად ამ ფილების გამო იყო, როგორც მარველის ფილმებში აქაც იქნება ბევრი კამეო (პერსონაჟების მცირე დროით გამოჩენა), მათ შორის იქნება უკვე ცნობილი ფლეში (Flash) და კიბორგის (Cyborg) კამეო Batman v Superman’ში და აგრეთვე მწვანე ლამპარის (Green Lanter) კამეო რომელსაც სავარაუდოთ არ ითამაშებს რაიან რეინოლდსი (Ryan Reynolds), აგრეთვე დიდი ალბათობით აკვამენი (Aquaman) სამართლიანობის ლიგაში (Justice League) იქნება.

რამდენად სიმართლე ეს ინფორმაცია გავიგებთ სულ მალე, სან დიეგოს კომიკს კონზე (COMIC-CON INTERNATIONAL: SAN DIEGO) 24-27 ივლისს.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

ცოდვათა ტრეილერი

“Sin City: A Dame to Kill For” ახალი ტრეილერი.  

22 აგვისტოდან კინოთეატრებში.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

სენდმენი – სიზმრების მეფე

ნილ გეიმანი (Neil Gaiman) თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია და სულაც არ იქნებოდა მისთვის ზედმეტი ამ სტატიის მთავარი გმირის ტიტული – „Prince of Stories“. ეს ბრიტანელი მწერალი მთელს მსოფლიოშია ცნობილი თავისი ფენტეზი ჟანრის წიგნებით, მეტწილად urban fantasy ჟანრში. მაგალითად, მას ეკუთვნის Coralline, Stardust, American Gods და სხვანი.  დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, DC, Vertigo | კომენტარის დამატება

მარველის მომავალი… უკვე დღეს

მარველი აღნიშნავს თავის 100 წელს… 47 წლით ადრე… ამ ინიციატივის ქვეშ ივლისში ყოველ კვირას გამოვა ხუთი “უან-შოტო” (one-shot: ცალკე ისტორია რომელიც კომიქსის ერთ გამოშვებაშია) რომლებშიც მარველის გმირების “მომავალს” გვაჩვენებენ. ყოველი ნომერი დაეთმობა ცალკე აღებულ გუნდს ან პერსონაჟს მათ შორის იქნებიან შურისმაძიებლები (Avengers), იქს-ადამიანები (X-Men), ადამიანი-ობობა (Spider-Man), ფანტასტიკური ოთხეული “Fantastic Four” და გალაქტიკის მცველები  (Guardians of the Galaxy.)


მარველმა გამოაქვეყნა პრევიუ და დეტალები ადამიან- ობობას ნომერის შესახებ:
100th ANNIVERSARY SPECIAL – SPIDER-MAN #1. მწერალი: შონ რაიანი (Sean Ryan), მხატვარი: ინ-ჰიუკ ლი (In-Hyuk Lee). “როგორია ადამიანი ობობას სამყარო მომავალში 2061 წელს? კინგპინმა კონტროლის ქვეშ აიყვანა სპაიდის ტექნო-სიმბიოტის კოსტიუმი, რაც ობობასთვის დიდ საფრთხეს ქმნის, ამის გამო ადამიანმა-ობობამ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს რატომ არი საუკეთესო გმირი მსოფლიოში!”


როგორც სერიის მწერალი შონ რაინი ამბობს: “წარმოიდგინეთ, რომ ეს ნომერი არი დიდი ისტორიის ნაწილი რომელიც კარგი ხანია ადამიანი ობობას სამყაროში მიმდინარეობდა, ეს ნომერი იქნება ამ ისტორიის დასასრული. იდეა იმაშია რომ ვენომის სიმბიოტი დაბრუნდა მაგრამ ამ ჯერად ის არი გარკვეულ ტექნოლოგიასთან შერეული, რაც სიმბიოტის „მასპინძელს“ კიდო უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს.”

მსგავსი პროექტი DC Comics ჰქონდა რომელსაც “DC One Million”  ერქვა, სადაც ბევრად უფრო შორი მომავალი გვაჩვენეს.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

ბეტმენის “წლისთავისთვის”

ბეტმენის 75 წლისთავთან დაკავშირებით DC-ის ივლისის კომიქსების ნომრები მიიღებენ სხვა და სხვა ალტერნატიულ ყდებს ბეტმენის თემაზე. ქვევით შეგიძლიათ იყოლოთ ეს ყდები.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

ტელე-კინგპინი

“Law & Order: Criminal Intent” მსახიობი ვინსენტ დონოფრიო (Vincent D’Onofrio) ოფიციალურად დამტკიცდა კინგპინის როლზე (Kingpin), მომავალ დარდევილის (Daredevil) სერიალში რომელის 13 ეპიზოდი ექსკლუზიურად Netflix’ში გავა. სერიალისთვის ეს უკვე მეორე დამტკიცებული მსახიობია და ის დაემატება უკვე დასახელებულ ჩარლი კოქს (Charlie Cox) რომელიც მთავარი გმირის მეთ მერდოკის/დარდევილის (Matt Murdock/Daredevil) როლს შეასრულებს.

სერიალი 2015-ში უნდა გამოვიდეს, ცნობილია რომ სერიალი იქნება დაკავშირებული მარველის კინო სამყაროსთან, ანუ იმ ფილმებთან რომელსაც მარველ სტუდიო უშვებს (Avengers, Iron man, Captain America, Thor), ამასთან ერთად Netflix’ზე უნდა გავიდეს კიდო სხვა სამი მარველის სერიალი, რომელიც იქნება ჯესიკა ჯონსზე (Jessica Jones), რკინის მუშტზე (Iron Fist) და ლუქ კეიჯზე (Luke Cage). გეგმის მიხედვით ამ სერიალების დასრულების მერე გავა კიდევ ერთი სერიალი: დამცველები “Defenders”, რომელიც ყველა ოთხივე გმირს გაართიანებს ერთ ჯგუფში.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

მარველის კოსმოსის ღმერთები ნაწილი 2.


წინა თემის ბოლოს, სადაც სელესტიალებზე ვწერდი, ბოლოს დავამატე, რომ იყო ასპექტები, რისი განხილვაც ზოგადად არ იქნებოდა ურიგო. 

ამ შემთხვევაში მინდა დავწერო ჩემი შეხედულება, სელესტიალთა განვითარების შესახებ და ამ საკითხზე საუბრისას ეს რასა შევადარო ფულკრუმის მიერ შექმნილ დანარჩენ ორ რასას. შედარების მიზანია არა რასობრივი სხვადასხვაობის დაფიქსირება, არამედ იმ საფეხურებრივი ცვლილების განვითარება რომელიც განიცადა სელესტიალმა, როდესაც მან მიაღწია განვითარების ახალ საფეხურს. ცხადია, ეს მოსაზრება, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ არის გარკვეული ხარვეზების შემცველი. ამიტომაც, განსხვავებულ აზრის მოსმენა მხოლოდ სასიამოვნო იქნება…

დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel | კომენტარის დამატება

All-Star Superman

SPOILERS AHEAD 

All Star Superman  (მწერალი: გრანტ მორისონი, მხატვარი ფრენკ ქუატლი) არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომიქსი რაც სუპერმენზე დაწერილა. მოქმედი გმირების ფართო სპექტრი, ჩამთრევი სიუჟეტი, მშვენიერი დასურათება სწორედ ის მიზეზებია რატომაც გირჩევთ ამ 12 თავიანი კომიქსის წაკითხვას. სუპერმენი მანამდეც ,,მომკვდარა’’ 1992 წელს გამოსულ კომიქსში, მარა შემდგომ აღმოჩნდა, რომ მკვდარი სულაც არ იყო და კომის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აქ ვხვდებით Lex Luthor-ს, რომელმაც საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმა თუ როგორ მოეკლა სუპერმენი. სუპერმენი შეიტყუეს ე.წ მზის მისიაში მეცნიერებთან ერთად, რომელიც მზის მახლობლად მუშაობდნენ. საბოლოოდ გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ რადიაციულ დასხივებას მიიღებდა და ნელ-ნელა დაიბრიდებოდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში სუპერმენის უჯრედებს რადიაციისთვის უნდა გაეძლო და მეტიც, ახალი ძალა უნდა შეეძინა. მაგრამ მოხდა პირიქით, უჯრედებმა კვდომა დაიწყო. მოკლედ თვეების სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მსოფლიოს კარგავს უდიდეს გმირს, რომელიც თავის მხრივ კარგავს საყვარელ ქალს. მაგრამ ის მაინც არ ნებდება და იწყებს გამოსავლის ძიებას.

დაწვრილებით

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

Don’t cross the path of a Black Cat

The Black Cat (Felicia Hardy) არის გამოგონებული სუპერ გმირი Marvel-ს კომიქსებში. შექმნილია მწერალ Wolfman და მხატვარ Keith Pollard მიერ, მისი პირველი გამოჩენა: The Amazing Spider-Man #194 (July 1979).

ის არის მარველის ერთ-ერთი ანტი-გმირის The Cat-ს შვილი. კოლეჯში გადატანილი დიდი ტრავმის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ საფუძვლიანად შეესწავლა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნება და აკრობატიკა. ასევე მამამისი საპატივცემულოდ შექმნა შავი კატის კოსტიუმი.

Comics Buyer’s Guide-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში “100 ყველაზე სექსუალური ქალი კომიქსების ისტორიაში” მან 27 ადგილი დაიკავა მას არ აქვს რაიმე ზეადამიანური შესაძლებლობა თუმცა მოგვიანებით მიიღებს მეექვსე გრძნობას რომელიც საშუალებას აძლევს ზეგავლენა მოახდინოს თავის მტრებზე. ასევე ატყობინებს მას საფრთხის შესახებ მაგალითად ავარია ან როდესაც იარაღს უმიზნებს ვინმე და ა.შ. მაგრამ ამ უნარს უარყოფითი მხარეც აქვს ის აზიანებს იმ ადამიანებს ვინც დიდ დროს ატარებენ ფელიციას გვერდით. Doctor Strange-ს წყალობით ის საბოლოოდ განიკურნა გვერდითი ეფექტებისგან და იღებს ზეადამიანურ შეაძლებლობებს, სისწრაფეს, მოქნილობას, ძალას, ღამით ხედვას და ბალანსს. ასევე ატარებს რამოდენიმე მოწყობილობასაც მაგალითად საყურეებს რომლებიც მოქმედებენ მის ტვინის ბალანსის ცენტრზე და ერთი-ორად აძლიერებენ მის შესაძლებლობებს, კონტაქტურ ლინზემბს რომელიც რამოდენიმე სპექტრით ხედვაში ეხმარება როგორიცაა ინფრაწითელი და ულტრაიისფერი, ხელთათმანებს თითის წვერებზე დატანებული მეტალის ელემენტებით რაც საშუალებას აძლევს აცოცდეს კედელზე და ა.შ საბოლოოდ ეს ყველაფერი მას საშუალებას აძლევს წინააღმდეგობა გაუწიოს და დაამარცხოს მოწინააღმდეგეები რომლებიც ავლენენ ზეადამიანურ შესაძლებლობებს

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება