ტელე-კინგპინი

“Law & Order: Criminal Intent” მსახიობი ვინსენტ დონოფრიო (Vincent D’Onofrio) ოფიციალურად დამტკიცდა კინგპინის როლზე (Kingpin), მომავალ დარდევილის (Daredevil) სერიალში რომელის 13 ეპიზოდი ექსკლუზიურად Netflix’ში გავა. სერიალისთვის ეს უკვე მეორე დამტკიცებული მსახიობია და ის დაემატება უკვე დასახელებულ ჩარლი კოქს (Charlie Cox) რომელიც მთავარი გმირის მეთ მერდოკის/დარდევილის (Matt Murdock/Daredevil) როლს შეასრულებს.

სერიალი 2015-ში უნდა გამოვიდეს, ცნობილია რომ სერიალი იქნება დაკავშირებული მარველის კინო სამყაროსთან, ანუ იმ ფილმებთან რომელსაც მარველ სტუდიო უშვებს (Avengers, Iron man, Captain America, Thor), ამასთან ერთად Netflix’ზე უნდა გავიდეს კიდო სხვა სამი მარველის სერიალი, რომელიც იქნება ჯესიკა ჯონსზე (Jessica Jones), რკინის მუშტზე (Iron Fist) და ლუქ კეიჯზე (Luke Cage). გეგმის მიხედვით ამ სერიალების დასრულების მერე გავა კიდევ ერთი სერიალი: დამცველები “Defenders”, რომელიც ყველა ოთხივე გმირს გაართიანებს ერთ ჯგუფში.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *