Don’t cross the path of a Black Cat

The Black Cat (Felicia Hardy) არის გამოგონებული სუპერ გმირი Marvel-ს კომიქსებში. შექმნილია მწერალ Wolfman და მხატვარ Keith Pollard მიერ, მისი პირველი გამოჩენა: The Amazing Spider-Man #194 (July 1979).

ის არის მარველის ერთ-ერთი ანტი-გმირის The Cat-ს შვილი. კოლეჯში გადატანილი დიდი ტრავმის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ საფუძვლიანად შეესწავლა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნება და აკრობატიკა. ასევე მამამისი საპატივცემულოდ შექმნა შავი კატის კოსტიუმი.

Comics Buyer’s Guide-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში “100 ყველაზე სექსუალური ქალი კომიქსების ისტორიაში” მან 27 ადგილი დაიკავა მას არ აქვს რაიმე ზეადამიანური შესაძლებლობა თუმცა მოგვიანებით მიიღებს მეექვსე გრძნობას რომელიც საშუალებას აძლევს ზეგავლენა მოახდინოს თავის მტრებზე. ასევე ატყობინებს მას საფრთხის შესახებ მაგალითად ავარია ან როდესაც იარაღს უმიზნებს ვინმე და ა.შ. მაგრამ ამ უნარს უარყოფითი მხარეც აქვს ის აზიანებს იმ ადამიანებს ვინც დიდ დროს ატარებენ ფელიციას გვერდით. Doctor Strange-ს წყალობით ის საბოლოოდ განიკურნა გვერდითი ეფექტებისგან და იღებს ზეადამიანურ შეაძლებლობებს, სისწრაფეს, მოქნილობას, ძალას, ღამით ხედვას და ბალანსს. ასევე ატარებს რამოდენიმე მოწყობილობასაც მაგალითად საყურეებს რომლებიც მოქმედებენ მის ტვინის ბალანსის ცენტრზე და ერთი-ორად აძლიერებენ მის შესაძლებლობებს, კონტაქტურ ლინზემბს რომელიც რამოდენიმე სპექტრით ხედვაში ეხმარება როგორიცაა ინფრაწითელი და ულტრაიისფერი, ხელთათმანებს თითის წვერებზე დატანებული მეტალის ელემენტებით რაც საშუალებას აძლევს აცოცდეს კედელზე და ა.შ საბოლოოდ ეს ყველაფერი მას საშუალებას აძლევს წინააღმდეგობა გაუწიოს და დაამარცხოს მოწინააღმდეგეები რომლებიც ავლენენ ზეადამიანურ შესაძლებლობებს

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *