კუ ნინძების ახალი ტრეილერი და პოსტერები.

კუ ნინძების ახალი ტრეილერი და პოსტერები.


 8 აგვისტოდან კინოთეატრებში.

კატეგორია: Comics, Movies | კომენტარის დამატება

“გზააბნეულნი” – არარსებული კომიქსის სრულყოფილი ეკრანიზაცია

კომიქსების სტუდია “Sop. Dilikauri” იშვიათად, მაგრამ ხარისხიანი შემოქმედებით გვანებივრებს ხოლმე. კომიქსზე “გზააბნეულნი” მუშაობა ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, როცა ცნობილმა რეჟისორმა, ერმალო მაღრაძემ ამავე სახელწოდების ფილმზე მუშაობა დაასრულა და 2013 წლის დეკემბერში ფილმ “გზააბნეულნის” ეკრანიზაცია ვიხილეთ. ფილმზე მოლოდინი გაჩნდა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, ArgoTV და TV Zestaponi-ზე გასული სიუჟეტიდან, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულ კომიქსზე ეკრანიზაციის უფლება შეძენილი, ხოლო გადაღებები დაწყებული იყო და მზად იყო ქსელში გასაშვებად. გთავაზობთ ფილმ “გზააბნეულნის” განხილვას. წინასწარ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი გახსნილი სიუჟეტის მქონე ფილმი ჯერ არ მინახავს. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics | კომენტარის დამატება

დოუსონი “დარდევილში” და ფილიონი ნოვას როლში?

ცოდვათა ქალაქის (Sin city) მსახიობი როზარიო დოუსონი (Rosario Dawson) დამტკიცებულია როლზე დარდევილის (Daredevil) სერიალში, რომელიც 2015-ში Netflix გავა. მართალია როლი ჯერ კიდო უცნობია მაგრამ უკვე ბევრი ვარაუდია ვინ შეიძლება ითამაშოს, მათ შორის: ელექტრა (Elektra), ექო (Echo), თეთრი ვეფხვი (White Tiger), კარენ პეიჯი (Karen Page) და თუნდაც ფოგი ნელსონის (Foggy Nelson) ახალი ქალური ვერსია. მანამდე სერიალში დამტკიცდა კიდო ორი მსახიობი: ჩარლი ქოქსი – დარდევილის/მეთ მერდოკის როლში და ვინსენტ დონოფრიო კინგპინის როლში.

ამის გარდა კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომ გალაქტიკის მცველების (Guardian of the Galaxy) ბოლო ტიტრების სცენაში გამოჩნდება რიჩარდ რაიდერი – ნოვა (Richard Rider Nova), და მის როლს თითქოს ნატან ფილიონი (Nathan Fillion) შეასრულებს.

კატეგორია: Movies, Posts | კომენტარის დამატება

ბეტმენის ახალი ფილმი 2019?

იმის გარდა რო ჯეისონ მომოამ თითქოს “დაადასტურა” რომ აკვამენს ითამაშებს, დღეს კიდო ერთი ახალი სიახლე-ჭორი გავარდა: Latino-Review მიხედვით 2019-ში Warner bros. გეგმავს ბეტმენის ახალი სოლო ფილმის გამოშვებას, სამუშაო სათაურით The Batman, რომელიც შეიძლება კიდეც გადაიღოს თვით მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ აფლეკმა (Ben Affleck). ეს უკვე მესამე ჭორია რომელიც ამ ბოლო დროს DC Comics ფილმებს შესახებ გავრცელდა. სავარაუდოთ კომიქს კონი (რომელიც დღითიდღე ახლოვდება) ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს გასცემს.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

Abundance of Spiders

აგვისტოდან დაიწყება ანიმაციური სერიალის Ultimate Spider-Man მესამე სეზონი ქვესათაურით Web Warriors, სერიალი შემოგვთავაზებს კომიქს მოვლენის “Spider-Verse” თავის ანიმაციურ ვერსიას, რომელშიც სხვადასხვა სამყაროების და განზომილებების ადამიან-ობობებს ვიხილავთ.

სერიალში კი ვიხილავთ რკინის ობობას (Iron Spider), 1930 წლების ნუარ ადამიან-ობობას (Spider-Man Noir), გოჭი-ობობას 🙂 (Spider-Ham), ადამიან-ობობას 2099 (Spider-Man 2099) (რომელიც მთლიანად კომპიუტერული გრაფიკისგან შედგება) და აგრეთვე პეტრა პარკერს (Petra Parker), გოგო-ობობას (Spider-Girl), ამასთან ერთად გამოჩნდება მაილზ მორალესი (Miles Morales, კოიმქსებში Ultimate სამყაროს ადამიანი-ობობა) ვისთვისაც ეს სულ პირველი გამოჩენა იქნება კომიქსების გარეთ.

ობობების გარდა სერიალში იქნებიან სხვა სუპერგმირებიც მათ შორის დოქტორ სტრეინჯი (Doctor Strange), კა-ზარი (Ka-Zar), აგენტი ვენომი (Agent Venom), მოსასხამი და ხანჯალი (Cloak & Dagger) და ამადეუს ჩო (Amadeus Cho). სეზონის პრემიერა 31 აგვისტოს იქნება Disney XD-ზე.

კატეგორია: Posts, Spider-Man | კომენტარის დამატება

გალაქტიკის მცველების ახალი ტრეილერი

გამოვიდა “გალაქტიკის მცველების” ახალი ტრეილერი, სადაც ამ ჯერად უფრო მეტი დრო ბრედლი კუპერის ენოტს ეთმობა.

მარველის “გალაქტიკის მცველებში” (Guardians of the Galaxy) მთავარ როლებში მონაწილეობენ: ქრის პრატი (Chris Pratt), ზოი სალდანა (Zoe Saldana), დეივ ბატისტა (Dave Bautista). აგრეთვე ვინ დიზელი (Vin Diesel) რომელიც ახმოვანებს გრუტს (Groot) და ბრედლი კუპერი (Bradley Cooper) რომელიც ახმოვანებს რაკეტა ენოტს (Rocket Raccoon). ფილმის რეჟისორი ჯეიმს განი (James Gunn).  კინოთეატრებში 2014 წლის 1 აგვისტოდან.

კატეგორია: Comics, Movies, Posts | კომენტარის დამატება

AXIS: მარველის ახალი “ივენტი”

როგორც ვიცით მარველის შემდეგი მოვლენა/ “ივენტი” აქსისი (Axis) იქნება, რომელშიც შურისმაძიებლები და იქს ადამიანები გაერთიანდებიან რომ წინააღმდეგობა გაუწიონ წითელ ქალას (Red Skull) რომელსაც პროფესორ იქსის ტვინის ნაწილები აქვს მიკერებული…. რაც მას ჩარლზ ქსავიეს ტელეპატიურ ძალებს აძლევს. მაგრამ ჰერრ სკალი არ იქნება მარტო მას ლოკი (Loki), კარნაჟი (Carnage), და დოქტორ დუმი (Dr. Doom) შეურთდება.

Avengers & X-Men: AXIS რომელსაც რიკ რემენდერი (Rick Remender) დაწერს 9 ნომრისგან შედგება ყოველი 3 ნომერი სამ აკტზე იყოფა. კომიქსი უამრავ ცვლილებებს გპირდება (პრინციპში როგორც ყველა ივენტი 😉 ) და აგრეთვე ეკლექტიკურ პერსონაჟების ჯგუფს, როგორც შტორმი (Storm), თორი (Thor), რკინის კაცი (Iron man), ლუკ კეიჯი (Luke Cage), დედპული (Deadpool), მედუზა (Medusa). მარველმა აგრეთვე დაადასტურა რომ კომიკქსში გარკვეულ როლს ითამაშებენ ჰავოკი (Havok), ბავშვი აპოკალიპსი (Kid Apocalypse) და კვენტინ კვაერი (Quentin Quire). და აგრეთვე ბოროტების მხარზე: შთამნთქმელი (Absorbing Man), ჰობგობლინი (Hobgoblin), და ხმალკბილა (Sabretooth).

“ივენტს” ზოგ კომიქს სერიაბთანაც ექნება გადაკვეთა მათ შორის არიან: Iron Man, Magneto, Loki: Agent of Asgard, Captain America, და Uncanny Avengers.

Avengers & X-Men: AXIS ოქტობრიდან გამოვა.

კატეგორია: Comics, Posts | კომენტარის დამატება

ჯეისონ მომოა აკვამენია?

ჯერ კიდო დეკემბერში იყო ცნობილი რომ ჯეისონ მომოა (Jason Momoa) ზაკ სნაიდერის 2016 წლის ფილმში “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” მიიღებდა მონაწილეობას, იმ დროისთვის გაურკვეველი როლით, მოიაზრებოდა როგორც აკვამენი ასევე ყველა დისი კომიკსის პერსონაჟი მარსიელიდან  (Martian Manhunter) დაწყებული დუსმდეიდან (Doomsday) დამთვარებული.

ეხლა კი HitFix ამტკიცებს რომ ჯეისონი ზუსატად როგორც ატლანტის მეფე გამოჩნდება 2016 წლის ფილმში, და მიზეზი თუ რატომაც აკვამენი გამოჩნდება იქნება პირველი ფილმის (სუპერმენი: ფოლადის კაცი) დამანგრეველი შედეგი ინდურ ოკეანეზე, რითიც აკვამამენი სულაც არა კმაყოფილი და ამაში დამნაშავეს სუპერმენს ხედავს. სავარაუდოთ ამ ინფორმაციის სისწორეს გავიგებთ კომიკს კონზე, რომელიც სულ მალე ივლისში ჩატარდება.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

Daredevil: The Man Without Fear #1


მინდა შემოგთავაზოთ 1993 წელს გამოსული კომიქსის ,, Daredevil: The Man without fear” 1-ლი ნომრის მიმოხილვა. არ მინდა მთლიანად კომიქსი მიმოვიხილო, რადგან ჩემი მიზანია ადამიანების დაინტერესება კომიქსებით და ამ საიტზე ჩემი სტატიებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანო საქართველოში კომიქსის პოპულარიზაციისთვის. ხოდა ყველაფერი თუ მიმოვიხილე ინტერესი დაეკარგება ადამიანს წაკითხვის.
სანამ უშუალოდ ნომრის განხილვას შევუდგებოდე, მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად ,,Daredevil”-ზე. შესაძლებლობები:
სიბრმავის მიუხედავად, დარდევილის/თავზეხელაღებულს ზეადამიანური მგრძნობელობა და სიზუსტე გააჩნია. უვითარდება ობიექტის ამოცნობის რადარული სისტემა, რომელიც ექოლოკაციას ჰგავს. სტენ ლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობის ორგანოები განვითარების მაღალ დონეზეა, ასევე უჩვეულოდაა განვითარებული წონასწორობისა და სხეულის მოძრაობების კონტროლის უნარი, რაც აძლევს საშუალებას, შეასრულოს ისეთი რთული აკრობატული ილეთები, რომლისაც ოლიმპიელ ათლეტებსაც კი შეშურდებათ.
დარდევილის ესმის ჰალკის გულისცემა 4 უბნის დაშორებით, კანის არაჩვეულებრივი მგრძნობელობა კი საშუალებას აძლევს, წერილი ნაწერზე თითების გადასმით წაიკითხოს. სმენა ასევე მუშაობს სიცრუის დეტექტორის მსგავსად, რადგან აფიქსირებს პასუხის გაცემისას გულისცემის სიხშირის ცვალებადობას. თუმცა ეს უნარი არ მუშაობს მაშინ, როცა ადამიანს გულის ელექტრონული სტიმულიატორი უდგას მკერდში.
დარდევილის განსაკუთრებულ მგრძნობელობას უარყოფითი მხარეც აქვს: ის ვერ უძლებს მაღალი სიხშირის ბგერებს, დიდ ხმაურში მოყოლისას რადარული უნარი უქვეითდება. ეს ხერხი რამდენჯერმე გამოუყენებიათ მის დასასუსტებლად და ორიენტაციის ასარევად. თავზეხელაღებულის ხელწერაა მისივე შექმნილი სპეციფიკური დიზაინის ხელკეტები. შენიღბულია, როგორც უსინათლო ადამიანისთვის დამხმარე სასიარულო ჯოხი, რეალურად კი მრავალი ფუნქცია გააჩნია. შეიცავს 9 მ. სიგრძის კაბელს, რომელიც რკინის დრეკზეა დამაგრებული. შიდა მექანიზმებით კონტროლდება კაბელის გახსნა და დახვევა. ხელკეტი შესაძლებელია ორადაც გაიყოს – ერთი ხდება საბრძოლო კვერთხი, მეორე კი მოხრილი კაუჭი. როგორც მოქალაქე, მეთიუ ცნობილია პატივსაცემ და პროფესიონალ ადვოკატად, რომელმაც მაღალ დონეზე იცის კანონი და საკანონმდებლო აქტები.
ეხლა უშუალოდ მიმოხილვა. მეთიუ მერდოკი უბრალო ქუჩის ბიჭია. თავის ბანდასთან ერთად დახეტიოლობს და ხულიგნობს. კომიქსი იწყება სცენით, სადაც პოლიციელი ჭკუას არიგებს მეთიუს და მის მეგობრებს, რომლებმაც ქუჩაში დაყენებული სახანძრო ონკანი მოტეხეს და იქიდან გრილდებიან. მეთიუ იკეთებს მასკას, დგება სკეიტბორდზე, მიიჭრება პოლიციელთან და ხელკეტს წაართმევს. პოლიციელიც დაედევნება, მაგრამ ბიჭი ასწრებს და იმალება სპორტულ დარბაზში, სადაც მამამისი ჯეკ მერდოკი ვარჯიშობს. ის ბოქსიორია და ფულსაც ამით გამოიმუშავებს. ჯეკს არ უნდა, რომ ვაჟი მას დაემსგავსოს. ელაპარაკება განათლებაზე და იმედი აქვს, რომ მის კვალს არ გაჰყვება. ერთხელაც მეთიუ ბრუნდება სკოლიდან ამაყი იმით, რომ რამდენიმე ბიჭი სცემა, რომელიც მის დაჩაგვრას აპირებდნენ. ამის შესახებ მამას მოუყვა დიდი აღტკინებით, მაგრამ მისდა გასაოცრად მამამისი გაბრაზდა და მეთუს დაარტყა. მეთიუ სახლიდან გაიქცა და დიდ ხანს იფიქრა ამ ინციდენტზე.საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ განათლებას მიჰყოს ხელი და კანონები შეისწავლოს კარგათ. ბიჭი სახლში ზის მთელი დღეები, დროს ატარებს წიგნებთან, აღარ დგას ქუჩაში ხულიგნებთან ერთად, აღარ ჩხუბობს. მოკლედ გამოსწორების გზაზეა, როდესაც მოხდა უბედურება, რომელმაც რადიკალურად შეცვლა მისი ცხოვრება.
ერთ მშვენიერ დღეს მოხუცი, ბრმა კაცი ჭრის ქუჩას. ამ დროს მოდის სატვირთო მანქანა, რომელიც პირდაპირ ამ კაცს არტყამს. მეთიუ სწრაფად რეაგირებს და გადაარჩენს ამ კაცს. სატვირთო მაგრად ამუხრუჭებს, ამოტრიალდება და მის საბარგულზე არსებული კონტეინერებიც იყრება ქუჩა, რომლებიც შეიცავენ რაღაც ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც თვალებში შეესხმება მეთიუს. ამის მერე გადაჰყავთ საავადმყოფოში სადაც ირკვევა რომ ის დაბრმავდა. 
ამის პარალელურად მამამისი ქუჩურ გარჩევებშია. ის არ ემორჩილება ბინძურ ბრძანებებს ბანდიტებისგან ამის საპასუხოთ ის თავში ტყვიას მიიღებს. სწორედ აქედან ამ მომენტიდან გროვდება შურისძიების გრძნობა მეთიუში და აბსოლუტურად ბრმა ადამიანი იწყებს სამართლიანობის დამყარებას.

კატეგორია: Comics, Posts | კომენტარის დამატება

გამოვიდა Guardians of the Galaxy-ის ლეგოს ნაკრები

The Milano Spaceship Rescue

Starblaster Showdown

Knowhere Escape Mission




შეგახსენებთ, რომ გამოსვლა იგეგმება დიდი ბრიტანეთში 31 ივლისს, ხოლო ამერიკაში 1 აგვისტოს.
კასტი ასე გამოიყურება:
James Gunn (Super)
Chris Pratt (The Lego Movie)
Dave Bautista (Riddick)
Bradley Cooper (American Hustle)
Vin Diesel (Fast & Furious 6)
Benicio Del Toro (Sin City)
Lee Pace (The Hobbit: The Desolation of Smaug)
Karen Gillan (Doctor Who)
John C. Reilly (Step Brothers)
Glenn Close (Damages)
Josh Brolin (Men in Black 3)

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება