Daredevil: The Man Without Fear #1


მინდა შემოგთავაზოთ 1993 წელს გამოსული კომიქსის ,, Daredevil: The Man without fear” 1-ლი ნომრის მიმოხილვა. არ მინდა მთლიანად კომიქსი მიმოვიხილო, რადგან ჩემი მიზანია ადამიანების დაინტერესება კომიქსებით და ამ საიტზე ჩემი სტატიებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანო საქართველოში კომიქსის პოპულარიზაციისთვის. ხოდა ყველაფერი თუ მიმოვიხილე ინტერესი დაეკარგება ადამიანს წაკითხვის.
სანამ უშუალოდ ნომრის განხილვას შევუდგებოდე, მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად ,,Daredevil”-ზე. შესაძლებლობები:
სიბრმავის მიუხედავად, დარდევილის/თავზეხელაღებულს ზეადამიანური მგრძნობელობა და სიზუსტე გააჩნია. უვითარდება ობიექტის ამოცნობის რადარული სისტემა, რომელიც ექოლოკაციას ჰგავს. სტენ ლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობის ორგანოები განვითარების მაღალ დონეზეა, ასევე უჩვეულოდაა განვითარებული წონასწორობისა და სხეულის მოძრაობების კონტროლის უნარი, რაც აძლევს საშუალებას, შეასრულოს ისეთი რთული აკრობატული ილეთები, რომლისაც ოლიმპიელ ათლეტებსაც კი შეშურდებათ.
დარდევილის ესმის ჰალკის გულისცემა 4 უბნის დაშორებით, კანის არაჩვეულებრივი მგრძნობელობა კი საშუალებას აძლევს, წერილი ნაწერზე თითების გადასმით წაიკითხოს. სმენა ასევე მუშაობს სიცრუის დეტექტორის მსგავსად, რადგან აფიქსირებს პასუხის გაცემისას გულისცემის სიხშირის ცვალებადობას. თუმცა ეს უნარი არ მუშაობს მაშინ, როცა ადამიანს გულის ელექტრონული სტიმულიატორი უდგას მკერდში.
დარდევილის განსაკუთრებულ მგრძნობელობას უარყოფითი მხარეც აქვს: ის ვერ უძლებს მაღალი სიხშირის ბგერებს, დიდ ხმაურში მოყოლისას რადარული უნარი უქვეითდება. ეს ხერხი რამდენჯერმე გამოუყენებიათ მის დასასუსტებლად და ორიენტაციის ასარევად. თავზეხელაღებულის ხელწერაა მისივე შექმნილი სპეციფიკური დიზაინის ხელკეტები. შენიღბულია, როგორც უსინათლო ადამიანისთვის დამხმარე სასიარულო ჯოხი, რეალურად კი მრავალი ფუნქცია გააჩნია. შეიცავს 9 მ. სიგრძის კაბელს, რომელიც რკინის დრეკზეა დამაგრებული. შიდა მექანიზმებით კონტროლდება კაბელის გახსნა და დახვევა. ხელკეტი შესაძლებელია ორადაც გაიყოს – ერთი ხდება საბრძოლო კვერთხი, მეორე კი მოხრილი კაუჭი. როგორც მოქალაქე, მეთიუ ცნობილია პატივსაცემ და პროფესიონალ ადვოკატად, რომელმაც მაღალ დონეზე იცის კანონი და საკანონმდებლო აქტები.
ეხლა უშუალოდ მიმოხილვა. მეთიუ მერდოკი უბრალო ქუჩის ბიჭია. თავის ბანდასთან ერთად დახეტიოლობს და ხულიგნობს. კომიქსი იწყება სცენით, სადაც პოლიციელი ჭკუას არიგებს მეთიუს და მის მეგობრებს, რომლებმაც ქუჩაში დაყენებული სახანძრო ონკანი მოტეხეს და იქიდან გრილდებიან. მეთიუ იკეთებს მასკას, დგება სკეიტბორდზე, მიიჭრება პოლიციელთან და ხელკეტს წაართმევს. პოლიციელიც დაედევნება, მაგრამ ბიჭი ასწრებს და იმალება სპორტულ დარბაზში, სადაც მამამისი ჯეკ მერდოკი ვარჯიშობს. ის ბოქსიორია და ფულსაც ამით გამოიმუშავებს. ჯეკს არ უნდა, რომ ვაჟი მას დაემსგავსოს. ელაპარაკება განათლებაზე და იმედი აქვს, რომ მის კვალს არ გაჰყვება. ერთხელაც მეთიუ ბრუნდება სკოლიდან ამაყი იმით, რომ რამდენიმე ბიჭი სცემა, რომელიც მის დაჩაგვრას აპირებდნენ. ამის შესახებ მამას მოუყვა დიდი აღტკინებით, მაგრამ მისდა გასაოცრად მამამისი გაბრაზდა და მეთუს დაარტყა. მეთიუ სახლიდან გაიქცა და დიდ ხანს იფიქრა ამ ინციდენტზე.საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ განათლებას მიჰყოს ხელი და კანონები შეისწავლოს კარგათ. ბიჭი სახლში ზის მთელი დღეები, დროს ატარებს წიგნებთან, აღარ დგას ქუჩაში ხულიგნებთან ერთად, აღარ ჩხუბობს. მოკლედ გამოსწორების გზაზეა, როდესაც მოხდა უბედურება, რომელმაც რადიკალურად შეცვლა მისი ცხოვრება.
ერთ მშვენიერ დღეს მოხუცი, ბრმა კაცი ჭრის ქუჩას. ამ დროს მოდის სატვირთო მანქანა, რომელიც პირდაპირ ამ კაცს არტყამს. მეთიუ სწრაფად რეაგირებს და გადაარჩენს ამ კაცს. სატვირთო მაგრად ამუხრუჭებს, ამოტრიალდება და მის საბარგულზე არსებული კონტეინერებიც იყრება ქუჩა, რომლებიც შეიცავენ რაღაც ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც თვალებში შეესხმება მეთიუს. ამის მერე გადაჰყავთ საავადმყოფოში სადაც ირკვევა რომ ის დაბრმავდა. 
ამის პარალელურად მამამისი ქუჩურ გარჩევებშია. ის არ ემორჩილება ბინძურ ბრძანებებს ბანდიტებისგან ამის საპასუხოთ ის თავში ტყვიას მიიღებს. სწორედ აქედან ამ მომენტიდან გროვდება შურისძიების გრძნობა მეთიუში და აბსოლუტურად ბრმა ადამიანი იწყებს სამართლიანობის დამყარებას.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *