Abundance of Spiders

აგვისტოდან დაიწყება ანიმაციური სერიალის Ultimate Spider-Man მესამე სეზონი ქვესათაურით Web Warriors, სერიალი შემოგვთავაზებს კომიქს მოვლენის “Spider-Verse” თავის ანიმაციურ ვერსიას, რომელშიც სხვადასხვა სამყაროების და განზომილებების ადამიან-ობობებს ვიხილავთ.

სერიალში კი ვიხილავთ რკინის ობობას (Iron Spider), 1930 წლების ნუარ ადამიან-ობობას (Spider-Man Noir), გოჭი-ობობას 🙂 (Spider-Ham), ადამიან-ობობას 2099 (Spider-Man 2099) (რომელიც მთლიანად კომპიუტერული გრაფიკისგან შედგება) და აგრეთვე პეტრა პარკერს (Petra Parker), გოგო-ობობას (Spider-Girl), ამასთან ერთად გამოჩნდება მაილზ მორალესი (Miles Morales, კოიმქსებში Ultimate სამყაროს ადამიანი-ობობა) ვისთვისაც ეს სულ პირველი გამოჩენა იქნება კომიქსების გარეთ.

ობობების გარდა სერიალში იქნებიან სხვა სუპერგმირებიც მათ შორის დოქტორ სტრეინჯი (Doctor Strange), კა-ზარი (Ka-Zar), აგენტი ვენომი (Agent Venom), მოსასხამი და ხანჯალი (Cloak & Dagger) და ამადეუს ჩო (Amadeus Cho). სეზონის პრემიერა 31 აგვისტოს იქნება Disney XD-ზე.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Posts, Spider-Man. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *