კატეგორიის არქივი: Reviews

დედპული 2: მიმოხილვა

ფინანსური და კრიტიკული წარმატების შემდეგ, დედპულს ორი გზა ჰქონდა, დარჩენილიყო მცირე ბიუჯეტიანი, რაც მთავარი როლის შემსრულებელს, რაინ რეინოლდსის სურვილი იყო, ან  წასულიყო უფრო დიდ ბიუჯეტიან კატეგორიაში, რაც პირველი ფილმის რეჟისორის, ტიმ მილერს უნდოდა. ამ “კონფლიქტის” შემდეგ მეორე ნაწილს ახალი რეჟისორი … დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დედპული 2: მიმოხილვა

“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა

სუპერგმირული კომიქსების ჟანრის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის საერთო სამყაროს კონცეპტი და პერსონაჟებს შორის გადაკვეთები, ე.წ “crossover”-ები, რაც ჯერ DC-ში იყო და შემდგომ უკვე Marvel-ში. მაგალითისთვის, ადამიან–ობობას პირველ ნომერში (Amazing Spider-Man #1), იგი ცდილობს გაწევრიანდეს ფანტასტიკურ ოთხეულში, იმის მიუხედავად რომ მარველის … დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა

შავი პანტერა: მიმოხილვა

შავი პანტერას შემოსავლებმა ყველა მოლოდინის გადააჭარბა ასევე როგორც ფილმის კრიტიკულმა შეფასებამ, მაგრამ რა დაინახეს მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ამ ფილმში? დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: შავი პანტერა: მიმოხილვა

სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა

სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა, როგორც ფანებისგან ასევე Warner Bros. სტუდიისთვის; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში wonder woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა- მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა

თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს). დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Defenders”: მიმოხილვა


”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში … დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Reviews, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “Defenders”: მიმოხილვა

სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.

თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Wonder Woman: მიმოხილვა

როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა საერთოდ არც ცდილობდა დისი გმირების კინო ადაპტაციას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ , ფილმში“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” , ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა. დაწვრილებით

კატეგორია: DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Wonder Woman: მიმოხილვა

გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო მარველის სტუდიის ყველაზე სარისკო პროექტი, პირველ რიგში პერსონაჟების და გუნდის დაბალი ცნობადობის გამო, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ-მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ქონია კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ წარმატებული ფილმის სიქველი? დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

ლოგანი: მიმოხილვა

ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ლოგანი: მიმოხილვა