-
ბოლო ჩანაწერები
არქივი
- აგვისტო 2023
- ოქტომბერი 2022
- სექტემბერი 2022
- აპრილი 2022
- სექტემბერი 2021
- მაისი 2020
- მაისი 2019
- მარტი 2019
- დეკემბერი 2018
- ნოემბერი 2018
- ოქტომბერი 2018
- აგვისტო 2018
- ივნისი 2018
- მაისი 2018
- მარტი 2018
- იანვარი 2018
- დეკემბერი 2017
- ნოემბერი 2017
- სექტემბერი 2017
- ივლისი 2017
- ივნისი 2017
- მაისი 2017
- მარტი 2017
- თებერვალი 2017
- დეკემბერი 2016
- ნოემბერი 2016
- სექტემბერი 2016
- აგვისტო 2016
- ივლისი 2016
- ივნისი 2016
- მაისი 2016
- აპრილი 2016
- მარტი 2016
- თებერვალი 2016
- იანვარი 2016
- დეკემბერი 2015
- ნოემბერი 2015
- ივნისი 2015
- აპრილი 2015
- თებერვალი 2015
- იანვარი 2015
- დეკემბერი 2014
- ნოემბერი 2014
- ოქტომბერი 2014
- სექტემბერი 2014
- აგვისტო 2014
- ივლისი 2014
- ივნისი 2014
კატეგორიები
მეტა
კატეგორიის არქივი: Articles
სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?
ფანტასტიკური ოთხეული მარველის საწყისი სუპერგმირული გაერთიანება იყო, რეალურად ზუსტად ამ კომიქსით დაიწყო მარველის სამყაროს ფორმირება. გუნდი მოიცავდა 4 წევრს: რიდ რიჩარდს (Mr. Fantastic), სუზან შტორმს (Invisible Woman), ჯონი შტორმს (Human Torch) და ბენ გრიმს (The Things). ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკური ოთხეული იყო მარველის სამყაროს გული და ასევე პირველი ოჯახი, თუმცა ამდენი წლის შემდეგ გუნდი პოპულარობა და კომიქსის გაყიდვები იკლებდა, საქმეს არც ის ეხმარებოდა რომ კომიქსის ეკრანიზაციებმა ვერ გაამართლეს მოლოდინები, განსაკუთრებით 2015 ფილმმა, რომელიც ბრენდისთვის დიდი დარტყმა იყო. დაწვრილებით
სამართლიანობის ლიგა: მიმოხილვა
სამართლიანობის ლიგის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობდა, როგორც ფანებისგან ასევე Warner Bros. სტუდიისთვის; “Batman V Superman” და “Suicide Squad” კრიტიკული ფიასკოს შემდეგ, ლიგა უნდა ყოფილიყო ფილმი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა დისის კინო სამყაროს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში wonder woman-ის ფილმმა ორმაგი როლი ითამაშა- მან გააცოცხლა ენთუზიაზმი, თუმცა ამავე დროს აწია საკმაოდ დაბალი მოლოდინები. იმის მიუხედავად, რომ ფილმი სჯობს “ბვს” და “თვითმკვლელთა რაზმს” და პერსონაჟების მხრივ ბევრ სწორ არჩევანს აკეთებს, ის სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებს ამ მოლოდინების გამართლებას. დაწვრილებით
DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა
დისის კომიქსების განხილვისას ხშირად გვხდება ეგეთი ტერმინები, როგორიც არის “პრე-კრიზისი”, “პოსტ-კრიზისი”, “პრე-New 52”, “პოსტ-ფლეშპოინტი”. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დაწვრილებით
“Defenders”: მიმოხილვა
”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში … დაწვრილებით
სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა
Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.
თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი. დაწვრილებით
Wonder Woman: ისტორია
ქალი საოცრება (ვონდერ ვუმანი) არის ერთ–ერთი, ყველაზე, ცნობილი გმირი კომიქსების სამყაროში და უდაოდ, ნომერი პირველი ქალი სუპერგმირი; ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ის არის დისის ე.წ. “სამეულის” წევრი. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა 1942 წლის კომიქსში All Star comics #8, იგი შექნა ფსიქოლოგმა და მწერალმა უილიამ მარსტონმა და მხატვარმა ჰერი გ. პიტერმა. საინტერესო ფაქტია, რომ მარსტონმა ასევე დიდი როლი ითამაშა ტყუილის დეტექტორის შექმნაში. 1940 წელს მარსტონმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Family circle-ს, სადაც მან ისაუბრა კომიქსების მიუღწეველ პოტენციალზე, ამ ინტერვიუს შემდეგ მან მიიღო სამუშაო National Periodicals და All-American Publications-თან, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა DC comics-სად. დაწვრილებით
ლოგანი: მიმოხილვა
ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით
ფანტომექსი (და დიაბოლიკი): ისტორია
ფანტომექსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს არა ორიგინალური პერსონაჟია, იქს ადამიანების თანამედროვე პერიოდში. პირველად გამოჩნდა 2002 წელს New X-Men #128-ში, მწერალ გრანტ მორისონის უკვე ლეგენდარული “რანის” ფარგლებში. ფანტომექსი საინტერესოა, ზუსტად იმიტომ რომ ფანტქომექსის იდეა არ არის უნიკალური – ის ამას არც ცდილობს, პირიქით ის ეგუება თავის კლიშეური “სულს” და ერთგვარი კომენტარია კომიქს ინდუსტრიაში იდეების “გადაკოპირების” შესახებ. როგორც მორისონი ამბობს, პერსონაჟი რეალურად შექმინილია იტალიური კომიქს გმირის დიაბოლიკის (Diabolik) პატივსაცემად. დაწვრილებით
დოქტორ სტრეინჯი: ისტორია
დოქტორ სტრეინჯი შექმნის იდეა გაუჩნდა მხატვარ სტივ დიტკოს (Steve Ditko), რომელსაც უნდოდა ახალი, განსხვავებული გმირის შექმნა მარველის ახალგაზრდა სამყაროში. დოქტორის მთავარი თემა იქნებოდა შავი მაგია. სტენ ლის (Stan Lee) ეს იდეა მეტად მოეწონა და გამოთქვა იმედი რომ ამისგან რამე გამოვიდოდა. დაწვრილებით
თვითმკვლელთა რაზმი: ისტორია
თვითმკვლელთა რაზმი, გასაიდუმლოებული დაჯგუფებაა, რომელიც უმეტესად შედგება ადვილად გასაწირი ბოროტმოქმედებისგან, რომლებიც იძულებულები არიან იმუშაონ სახელმწიფოსთვის და შეასრულონ მათი სასიკვდილო დავალებები სასჯელის შემცირების სანაცვლოდ. დაწვრილებით