კატეგორიის არქივი: Reviews

“Defenders”: მიმოხილვა


”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში … დაწვრილებით



კატეგორია: Articles, Marvel, Reviews, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “Defenders”: მიმოხილვა

სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.

თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი.




დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Wonder Woman: მიმოხილვა

როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა საერთოდ არც ცდილობდა დისი გმირების კინო ადაპტაციას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ , ფილმში“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” , ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა.




დაწვრილებით

კატეგორია: DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Wonder Woman: მიმოხილვა

გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო მარველის სტუდიის ყველაზე სარისკო პროექტი, პირველ რიგში პერსონაჟების და გუნდის დაბალი ცნობადობის გამო, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ-მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ქონია კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ წარმატებული ფილმის სიქველი?




დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

ლოგანი: მიმოხილვა

ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა.




დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ლოგანი: მიმოხილვა

დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

“დოქტორ სტრეინჯი” მარველის სტუდიოსთვის ახალი დასაპყრობი ჰორიზონტი გახლდათ რადგან ეს არ იყო უბრალოდ სუპერგმირული ფილმი, არამედ ფილმი მაგებზე და მაგიურ სამყაროზე. იმის მიუხედავად, რომ “თორს” ჰქონდა მაგიის უამრავი ელემენტი მარველის ფილმი მთლიანად ამ თემაზე ამჯერად მხოლოდ დოქტორ სტრეინჯია.




დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა

ფილმის “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” გარდა წელს მაყურებელს დისის კიდევ ერთი კინო პროექტი ელოდა – “თვითმკვლელთა რაზმი”, პირველი კომიქს ფილმი ბოროტმოქმედების გუნდზე.




დაწვრილებით

კატეგორია: Batman, DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა

“იქს ადამიანები: აპოკალიფსი” მიმოხილვა

მთავარი შეკითხვა კი შემდეგშია – რამდენად კარგად “დაამთავრა” და “დაიწყო” “აპოკალიფსმა”?




დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “იქს ადამიანები: აპოკალიფსი” მიმოხილვა

კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო მიმოხილვა

2015-ში ყველა ფანი გაოცდა, როდესაც მარველმა დაანონსა კომიქს CIVIL WAR-ის ეკრანიზაცია, რომელიც მესამე კაპიტანი ამერიკას ფილმის ფარგლებში მოხდებოდა. ამ კომიქსის ეკრანიზაცია არც თუ ისე მარტივია; პირადად კომიქსის ავტორის – მარკ მილარისთვის ამ ისტორიაზე მუშაობა “ჯოჯოხეთი” იყო, მაგრამ ძმები რუსოების წინა … დაწვრილებით



კატეგორია: Ant-man, Marvel, Movies, Posts, Reviews, Spider-Man | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო მიმოხილვა

ბეტმენი V სუპერმენი V განხილვების განხილვა

ბეტმენის და სუპერმენის საერთო ფილმმაც დიდი ხანი გაატარა  განუხორციელებელი პროექტების სიაში, როგორც დედპულმა. ალბათ პირველი რაც გაიგეთ, მისი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსების ნეგატიური განხილვებია. ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი (ზოგ შემთხვევაში წინასწარ) სასტიკად არ ეთანხმება მათ შეფასებებს, მაგრამ რეალურად რაშია საქმე? რატომ … დაწვრილებით



კატეგორია: DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბეტმენი V სუპერმენი V განხილვების განხილვა