დოუსონი “დარდევილში” და ფილიონი ნოვას როლში?

ცოდვათა ქალაქის (Sin city) მსახიობი როზარიო დოუსონი (Rosario Dawson) დამტკიცებულია როლზე დარდევილის (Daredevil) სერიალში, რომელიც 2015-ში Netflix გავა. მართალია როლი ჯერ კიდო უცნობია მაგრამ უკვე ბევრი ვარაუდია ვინ შეიძლება ითამაშოს, მათ შორის: ელექტრა (Elektra), ექო (Echo), თეთრი ვეფხვი (White Tiger), კარენ პეიჯი (Karen Page) და თუნდაც ფოგი ნელსონის (Foggy Nelson) ახალი ქალური ვერსია. მანამდე სერიალში დამტკიცდა კიდო ორი მსახიობი: ჩარლი ქოქსი – დარდევილის/მეთ მერდოკის როლში და ვინსენტ დონოფრიო კინგპინის როლში.

ამის გარდა კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომ გალაქტიკის მცველების (Guardian of the Galaxy) ბოლო ტიტრების სცენაში გამოჩნდება რიჩარდ რაიდერი – ნოვა (Richard Rider Nova), და მის როლს თითქოს ნატან ფილიონი (Nathan Fillion) შეასრულებს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Movies, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *