ვენომის მთავარი პრობლემა.

შედარებითი “ახალგაზრდა” ასაკის მიუხედავად, ვენომმა ადვილად მოახერხა გამხდარიყო ადამიანი-ობობას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მტერი, იმდენად პოპულარული, რომ მან თავისი სოლო კომიქს სერია მიიღო. პირველი ადამიანი-ობობას ფილმის გამოსვლის შედმეგ მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის ვიხილავდით ვენომს ეკრანებზე, მაგრამ სამწუხაროდ ვენომის კინო დებიუტი დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან 2007 წლის ადამიანი-ობობას მესამე ფილმი უკვე სავსე იყო პერსონაჟებით და ედი ბროკის/ვენომის დამატებამ ფილმს, მხოლოდ ავნო, მოგვიანებით ჩვენ გავიგეთ, რომ ფილმის რეჟისორს სემ რეიმის საერთოდ არც სურდა ვენომის გამოყენება, ეს მხოლოდ პროდიუსერების ძალისხმევის გამო მოხდა, და კი ფილმმა დიდი შემოსავალი მიიღო თუმცა ის კრიტიკული ჩავარდნა იყო, იმდენად დიდი ჩავარდნა, რომ ამ ფილმის შემდეგ Sony-იმ გადაწყვიტა კინო სერიის ახლიდან დაწყება.

ამის შემდეგ და მანამდეც Sony Pictures-ის ყოველთვის ჰქონდა იდეა გადაეღო ვენომის სოლო ფილმი, ეს გასაგებია, რადგან სტუდია არც იმდენად კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია, ადამიანი-ობობა კი ერთად-ერთი მაღალ შემოსავლიანი ფრენჩაიზია რაც კი სონის გააჩნია, ზუსტად ეს არის მიზეზი ვენომის, მორბიუსის, კრეივენის და სხვა სოლო ფილმების დაანონსების, აშკარაა, რომ Sony მაქსიმალურად აპირებს “მოწველოს” თავისი პერსონაჟები. მოგეხსენებათ, რომ Sony-მ ადამიანი ობობას კინო უფლებები 1990-იანების ბოლოს შეიძინა, როდესაც მარველი სერიოზულ კრიზის განიცდიდა და იძულებული იყო გაეყიდა კინო უფლებები თავის პერსონაჟებზე, საინტერესოა რომ მარველი სონის, არა მხოლოდ ადამიანი-ობობას არამედ შურისმაძიებლებსაც სთავაზობდა, მაგრამ სონის მხოლოდ ობობა აინტერესებდა, ადვილად წარმოსადგენი იქნება თუ რამდენად ნანობს სონი ამ გადაწყვეტილებას.

სონის მეორე მცდელობა ადამიანი ობობას ფილმების სერიაში არ აღმოჩნდა წარმატებული, გადაწყდა რომ სპეციალურ კონტრაქტით ადამიანი ობობა გახდებოდა Marvel Studios სამყაროს ნაწილი. თუმცა ამან შექმნა ახალი პრობლემა რომელ სამყაროში იქნება უკვე დაგეგმილი ვენომის ფილმი? ნათელია, რომ Marvel Studios არ სურს თავის სამყაროში ისეთი ფილმი, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ამიტომ ვენომის ფილმს ჯერ-ჯერობით არანაირი კავშირი არ აქვს ადამიან-ობობასთან, ამან კი შექმნა უფრო დიდი პრობლემა: ვენომის ფილმში არანაირად არ ფიგურირებს პიტერ პარკერი/ადამიანი ობობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანი ობობა არაა საჭირო ამ ისტორიისთვის და ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ ის რაც ჩვენ მივიღეთ ფილმში რადიკალურად განსხვავდება იმ ვენომისგან რომელსაც ჩვენ კომიქსებიდან და ანიმაციიდან ვიცნობთ.

ვენომის/ედი ბროკის ისტორიის მთავარი საწყისი მომენტი იყო მათი საერთო სიძულვილი და ვენდეტა ადამიანი ობობას/პიტერ პარკერის წინააღმდეგ, ბროკი იყო ბოღმით და სიძულვილით სავსე ადამიანი, რომელიც ყველა თავის შეცდომას ადამიან-ობობას აბრალებდა, ვენომის სიმბიოტი კი ასევე იყო “მიგდებული” პარკერის მიერ, ეს საერთო სიძულვილი პარკერის მიმართ მათ აერთიანებდათ, მაგრამ ფილმში მსგავსი რამ არაა. ტომ ჰარდი შესანიშნავად თამაშობს თავის როლს მაგრამ ის ძალიან შორსაა ტრადიციული ედი ბროკისგან, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჰარდის ბროკი მორალით პიტერ პარკერსაც კი სჯობს, ის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც იბრძვის სიმართლისთვის, და მაშინაც კი, როდესაც ის დაუშვებს შეცდომას და ყველაფერს დაკარგავს, ის ამას კეთილი მიზნისთვის აკეთებს, ჰარდის ბროკს არანაირი შურისძიების სურვილიც კი არ გააჩნია, მას ესმის თავისი შეცდომა, მისი ერთად-ერთი ცუდი მხარე სიმბიოტია, როდესაც კომიქსებში სიმბიოტი ზუსტად ბროკის სიძულვილით იყო დაინტერესებული. მეორე მხრივ, ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე ედის ურთიერთობაა სიმბიოტთან, და ალბათ ყველაზე ახლოს კომიქსებთან თვითონ სიმბიოტის პერსონაა.

კი, კომიქსებშიც ვენომი ხდება ანტი-გმირი, მაგრამ ეს ხებდა მაშინ როდესაც ედი აცნობიერებს, რომ მისი სიძულვილი არასწორი იყო, კომიქსებში ჩვენ ვხედავთ ბროკის პერსონაჟის განვითარებას, რაც ხდის მის ანტიგმირობას ბევრად უფრო საინტერესოს. კი გასაგებია, რომ Sony-ის არ უნდა ახალი ფრენჩაიზი, სადაც მთავარი გმირი უარყოფითი თვისებების მქონე პიროვნებაა, მაგრამ ამ რისკის აღება მათ მისცემდა შესაძლებლობას ახალი სიტყვა ეთქვათ კინო ბაზარზე. რომელიც ისედაც გადატვირთული სტანდარტული სუპერგმირებით.

ფილმს არ სჭირდებოდა ადამიანი ობობა რათა მოეყოლა ედი ბროკის ისტორია, მათ შეეძლოთ მოეძებნათ სხვა “სიძულვილის ობიექტი”, მაგრამ მათ გადაწყვიტეს სულ სხვა გზით წასვლა და ფაქტობრივად ახალი პერსონაჟის შექმნეს, რომელიც კარგავს იმას რაც ხდის ვენომს და ედი ბროკს საინტერესო პერსონაჟად, კომიქსებში ედი ბროკის ისტორიაა ერთგვარი მონანიების ისტორია. ჩვენ შეგვეძლო ნამდვილად საინტერესო ფილმი მიგვეღო, პროდიუსერებმა ასევე აღნიშნეს რომ მომავალში იგეგმება ადამიანი ობობას გამოჩენაც, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ აზრს კარგავს, ჩვენ არ გვექნება ეს დინამიკა, რამაც გახადა ვენომი ადამიანი-ობობას ყველაზე საშიშ მტრად, საკმარისი გავიხსენოთ თუ როგორი ფსიქოლოგიური სტრესი და დაშინება მოახდინა ვენომმა პარკერზე 1990-იანები წლების ანიმაციაში, ამას ჩვენ სამწუხაროდ უკვე ვერ დავინახავთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ კიდევ ერთი სუპერგმირული ფილმი მივიღეთ, რაც დასანანია განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ როგორც იქნა მივიღეთ ვენომი, რომელიც მართლა ჰგავს ვენომს, სამწუხაროდ ეს მსგავსება მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურია.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.