
11 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ვეღირსეთ დედპულის (Deadpool) ფილმს. (საინტერესოა, რომ დედპულის გაჟონილი სატესტო კადრები comicspost-ის ერთ-ერთი პირველი ნიუსი იყო ორი წლის უკან) ფილმის მიმართ თავისთავად დიდი მოლოდინები არსებობდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ Fox-ის “ფანტასტიკური 4” (Fantastic 4) ფიასკოს შემდეგ ბევრს ეს იმედები შეუმცირდა; ყველაფრის მიუხედავად მივიღეთ ნამდვილად კარგი ფილმი, რომელსაც ესმის თავისი პერსონაჟი და მისი სამყარო. დაწვრილებით









