თანოსი: შეშლილი ტიტანის ისტორია

თანოსი დაიბადა პლანეტა ტიტანზე, რომელიც დასახლებული იყო რასით- უკვდავებით (Eternals). თვით ეს რასა შექმნეს კოსმიურმა ღმერთებმა, რასამ რომელიც ცნობილია ცელესტიალების (Celestials) სახელით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რასის შექმნისას, ზირანი, მეცნიერი რომელიც მუშაობდა რასის შექმნაზე დაეფუძნა ოლიმპიელი ღმერთების გენს. თავდაპირველად ახლადშექმნილი რასა დედამიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ რასის ნაწილმა დატოვა დედამიწა და ტიტანზე გადასახლდა, ხოლო დანარჩენები კი დედამიწაზევე დარჩნენ ჯერ ზურასის, შემდეგ კი იკარისის ხელმძღვანელობის ქვეშ. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Origins, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თანოსი: შეშლილი ტიტანის ისტორია

ჭიანჭველას რეჟისორი მოიძებნა

ადამიან ჭიანჭველას (Ant-Man) გადაიღებს კომედიური რეჟისორი პეიტონ რიდი (Peyton Reed), (რომელმაც მანამდე “Yes Man” გადაიღო ჯიმ კერის მონაწილეობით)  და ადამ მაქეი  (Adam McKay) , რომელიც მანამდე მოიაზრებოდა ფილმის რეჟისორად, გადაუმუშავებს ფილმის სცენარს. Marvel studio ახალი  რეჟისორის ძებნა დაიწყო იმის მერე რაც ედგარ რაიტმა (Edgar Wright) მიატოვა პროექტი “შემოქმედებითი” განსხვავებების გამო, ის ამ პროექტზე 2006 წლიდან იყო მიბმული.

Update:

მარველმა აგრეთვე გამოაქვეყნა ფილმის მოკლე აღწერა:

“უბრალო აფერისტი სკოტ ლენგმი (რადი) დიდ განსაცდელის წინ დგება, მან უნდა მოძებნოს თავისი შიდა გმირი და დაეხმაროს თავის მენტორს ჰენკ პიმს (დუგლასი), ერთად მათ ყველაფერი უნდა იღონონ რომ დაიცვან ანტმენის კოსტუმის საიდუმლო (რომელსაც სხეულის ზომის და ძალის მანიპულირება შეუძლია). პიმმა და ლენგმა გრანდიოზული ქურდობა  უნდა მოახდინონ რომ გადაარჩინონ მსოფლიო!”

ფართო ექრანებზე ანტმენი (ან ადამიანი ჭიანჭველა) გამოვა  2015 წლის 17 ივლისიდან.

კატეგორია: Posts | კომენტარის დამატება

THOR: GOD OF THUNDER #24 პრევიუ

THOR: GOD OF THUNDER #24 პრევიუ

მწერალი: ჯეისონ აარონი (Jason Aaron), მხატვარი: აგუსტინ ალესიო (Agustin Alessio)

THE LAST DAYS OF MIDGARD Aftermath

თორის ბრძოლას როქსონის წინააღმდეგ კოლოსალური შედეგი აქვს მთელი ასგარდისათვის და… ჯეინ ფოსტერისთვის?
ამ დროს კი მომავალში: რა ბნელი ბედი ელის გალაქტუს მეფე თორის ხელში?
გაყიდვაში: 7/2/2014

 

 

წყარო: Comic Vine

კატეგორია: Posts | კომენტარის დამატება

დოქტორ ბეინი თუ დოქტორ შერლოკი?

 

Dr Strange by Steve Ditko

Deadline’ს მიხედვით Marvel studios “სიაში” დოქტორ სტრეინჯის როლზე ტომ ხარდი (Tom Hardy) და ბენედიკტ კამბერბეტჩი (Benedict Cumberbatch) არიან, მანამდე აგრეთვე გავიდა ჭორი რომ როლზე ჯარედ ლეტო (Jared Leto) განიხილებოდა. ფილმზე უკვე დამტკიცდა რეჟისორი სკოტ დერიკსონი (Scott Derrickson) რომელიც ჰორორ ფილმებით არი ცნობილი. შეგახსენებთ რომ პირველად დოქტორ სტრეინჯის ახსენეს მარველის ფილმში “კაპიტან ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი” .

კატეგორია: Movies, Posts | ტეგები: | კომენტარის დამატება

ალტერნატიული ობობები

EDGEOFSV001cov 8c575EDGEOFSV002cov c4cfdEDGEOFSV003cov 07d22

ამ სექტემბერს ჩვენ ვიმოგზაურებთ ხუთ სხვადასხვა  სამყაროში, სადაც ვინახულებთ ადამიანი ობობის ალტერნატიულ ვერსიებს, ეს ყველაფერი მინი-სერიაში “Edge of Spider-Verse”.

სერიის ყოველი ნომერი ერთ პერსონაჟს დაეთმობა: პირველი ნომერი 1930 წლების “დიდი დეპრესიის” დროის ადამიან ობობაზე ყვება (Spider-Man Noir), ნომერს დაწერენ დავიდ ჰაინი (David Hine) და ფაბრიკ საპოლსკი (Fabrice Sapolsky)  და დახატავს რიჩარდა აიზანოვი (Richard Isanove).

Costume Design Rev 57c23მეორე ნომერში გავიგებთ რა მოხდებოდა თუ ობობა პიტერის ნაცვლად გვენ სტეისის უკბენდა (Spider-Woman), ამ ნომერზე იმუშავებენ მწერალი ჯეისონ ლატური (Jason Latour) და მხატვარი რობბი როდრიგესი (Robbi Rodriguez).

მესამე ნომერში კი გველის ადამიანი ობობა ძლიერი Sci-Fi განხრით, ამ ნომერს დაწერ და დახატავს დასტინ ვეივერი (Dustin Weaver), რომელისთვისაც ეს იქნება სამწერლო დებიუტი.

მეოთხე ნომერზე იმუშავებს ჰორორ ჟანრის მწერალი ქლეი ჩაპმანი (Clay M Chapman) და სწორედ გაიგეთ ნომერი საშინელებათა ფილმის მსგავსი იქნება. ჯერ უცნობია რაზე იქნება მეხუთე ნომერი რომელსაც დაწერს ჯერად ვეი (Gerard Way).

მინი-სერია “Edge of Spider-Verse” პრილუდიის როლს შესრულებს დიდი მოვლენითვის “Spider-Verse”‘ რომელიც ნოემბერში დაიწყება.

წყარო: CBR

კატეგორია: Comics, Posts, Spider-Man | კომენტარის დამატება

LexCorp it!

nfWcabS Batman-news.com აქვს ახალი ინფორმაცია Batman V Superman: Dawn of Justice (2016) შესახებ. მათი წყაროს მიხედვით LexCorp’ის შიგნით სცენებს შემდეგ კვირას გადაიღებენ. წყაროს თქმით: “LexCorp იქნება ახალი და ამბიციური კომპანია თავისი სტილით, რომელიც უფრო გაგონებს დღევანდელ Google’ს, ვიდრე ტრადიციულ ლექსკორპს, იქ მუშაობენ უმეტესად ენერგიული ახალგაზრდები, ნერდები და ჰიპსტერები.” წყარო ვერ ადასტურებს იქნება თუ არა ამ სცენებში ფილმის ლექს ლუტორი ჯესსი აიზენბერგი (Jesse Eisenberg), თუმცა არის ინფორმაცია რომ სამხედროებად “მასოვკის” მსახიობებს ეძებენ, სცენისთვის რომელიც შემდეგ კვირის უნდა გადაიღონ. შესაძლოა რომ ლექსკორპი სამხედროებთან ერთად მუშაობს სუპერმენის “პრობლემაზე”?

კატეგორია: DC, Movies | კომენტარის დამატება

Yes, we are open!

open
როგორც იქნა საიტი გაიხსნა! Well sorta… ყველაფერი ჯერ თავისთავად სატესტო რეჟიმშია, ბევრი რამეც სავარაუდოდ შეიცვლება და იმედია კიდეც დაიხვეწება. და კი, როგორც გაიგეთ სათაურიდან ჩემო შერლოკებო ეს საიტი მართლაც კომიქსებზე, აი ნახატებიან წიგნები როა ბავშვებისთვის და 40 წლის ვაჟიშვილები რო კითხულობენ აი ისაა კომიქსები.
მთავარი აქცენტი იქნები კომიქს სამყაროს სიახლეებზე, და აგრეთვე იქნება მიმოხილვებიც და სხვა გვარის სტატიებიც, მართალია არ მინდა რეცენზია დავარქვა რადგან არ მაქვს ჟურნალისტის და კრიტიკოსის დიპლომი (პრინციპში არც სკოლაშიც მისწავლია but who cares right?), მაგრამ სავარაუდოდ არც ინტერნეტის “მიმომხილველების” 90% აქვს =D. და კი ჩვენ (ნეტავ ვინ ჩვენ) ვეძებთ “კონტრიბუტორებს” იმას ვისაც უნდა წერა კომიქსებზე (For free of course). So მომწერეთ თუ რამეზე წერის სურვილი გაქვთ. და კიდო ტორტიც უნდა ყოფილიყო გახსნის აღსანიშნავად მაგრამ საიტის გამო ფული არ მეყო ამიტომ მხოლოდ ასფალტის მექნებ სუფრაზე….

კატეგორია: Other | კომენტარის დამატება