ჭიანჭველას რეჟისორი მოიძებნა

ადამიან ჭიანჭველას (Ant-Man) გადაიღებს კომედიური რეჟისორი პეიტონ რიდი (Peyton Reed), (რომელმაც მანამდე “Yes Man” გადაიღო ჯიმ კერის მონაწილეობით)  და ადამ მაქეი  (Adam McKay) , რომელიც მანამდე მოიაზრებოდა ფილმის რეჟისორად, გადაუმუშავებს ფილმის სცენარს. Marvel studio ახალი  რეჟისორის ძებნა დაიწყო იმის მერე რაც ედგარ რაიტმა (Edgar Wright) მიატოვა პროექტი “შემოქმედებითი” განსხვავებების გამო, ის ამ პროექტზე 2006 წლიდან იყო მიბმული.

Update:

მარველმა აგრეთვე გამოაქვეყნა ფილმის მოკლე აღწერა:

“უბრალო აფერისტი სკოტ ლენგმი (რადი) დიდ განსაცდელის წინ დგება, მან უნდა მოძებნოს თავისი შიდა გმირი და დაეხმაროს თავის მენტორს ჰენკ პიმს (დუგლასი), ერთად მათ ყველაფერი უნდა იღონონ რომ დაიცვან ანტმენის კოსტუმის საიდუმლო (რომელსაც სხეულის ზომის და ძალის მანიპულირება შეუძლია). პიმმა და ლენგმა გრანდიოზული ქურდობა  უნდა მოახდინონ რომ გადაარჩინონ მსოფლიო!”

ფართო ექრანებზე ანტმენი (ან ადამიანი ჭიანჭველა) გამოვა  2015 წლის 17 ივლისიდან.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *