ახალი თორი

გადაცემა “View” მეშვეობით გაირკვა დეტალები ახალი თორის შესახებ,  იმის გარდა რომ ახალი თორი ქალი იქნება, აგრეთვე ცნობილია რომ ის სრულიად ახალი პერსონაჟია, რომელიც პირველად ეხლანდელი თორის კომიქს სერიაში  “Thor: God of Thunder” სექტემბრის ნომერში გამოჩნდება, წარსულში ეს პერსონაჟი გადარჩენილი იყო “კაცი” თორის მიერ. იდეიის მიხედვიღ ძველი თორი რაღაცა მიზეზის გამო უღირსი გახდებე მიოლნირისთვის (Mjölnir) რის მერე თორის ჩაქუჩი ერგება ამ ახალ პერსონაჟს. 

დეტალებს ახალი თორის ვინაობის შესახებ ჩვენ უკვე ოქტომბერში გავიგებთ ახალი სერიის პირველ ნომერში (Thor #1),  სერიას მწერალი ჯეისონ აარონი (Jason Aaron) იქნება,  ახლანდელი თორის სერიის მწერალი, სერიას კი დახატავს ციკლოპის მხატვარი რასელ დოტერმენი (Russell Dauterman).

თუმცა ძველი თორის ფანებისთვის არაფერია საგანგაშო რადგან ის არასად არ მიდის, და Avengers #35 ყდის მიხედვით მას კიდეც ახალი იარაღი ექნება, ნაჯახი სახელად ჯარბჯორნ (Jarnbjorn) რომელსაც თავის ჩაქუჩამდე იღენებდა. აღსანიშნავია რომ თორის სქესის შეცვლის იდეა არა ახალი, ჯერ კიდო 1999 წელს, ერთ-ერთ ალტერნატიულ სამყაროში (კომიქს Earth-X) ოდინი თორს დასჯის მისი სქესის შეცვლით.

კატეგორია: Comics, Posts | კომენტარის დამატება

აკვამენის ახალი ანიმაციური ფილმი

საიდუმლო არ არი რომ DC აკვამენის ანიმაციურ ფილმს ამზადებს, ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა “Justice League: War” ტიტრების სცენის მერე, ეს მომავალი ფილმი როგორც “War” და “Son of Batman” ერთ სამყაროში ხდება,  ისტორია კი ძლიერი New 52 კომიქსების გავლენის ქვეშ იქნება.

ეხლა კი DC Collectibles ეკშენ ფიგურების ანონსის მიხედვით ამ ფილმის სათაური გაირკვა “JUSTICE LEAGUE: THRONE OF ATLANTIS”, ეს სათაური ემთხვევა New 52 სამართლიანობის ლიგის კომიქსის ერთ ერთ სუიჟეტს (Justice League vol. 2 #15–17, Aquaman vol. 7 #14–16), რომელსაც ანიმაცია სავარაუდოდ დაეფუძნება, წყაროების მიხედვით ანიმაციაში აგრეთვე აკვამენის წარმოშობის ისტორიას ჩართავენ, მას არ ეცოდინება თუ ვინ არი ის სინამდვილეში და რა კავშირი აქვს მას ატლანტიდასთან. ეს სათაური აგრეთვე იმაზე მიუთითებს რომ ფილმში აკვამენის გარდა სამართლიანობის ლიგის პერსონაჟებიც მიიღებენ გარკვეულ როლს. რაც შეეხება ფიგურებს, სერია 2015 წლის იანვარში უნდა გამოვიდეს, სერიაში შემდეგი პერსონაჟების ფიგურებია: აკვამენი (Aquaman), შავი მანტა (Black Manta), მერა (Mera), ოკეანის ბრძანებელი (Ocean Master). ფიგურების ზომა დაახლოებით 17 სმ.

 

კატეგორია: Animation, DC, Toys/Statues | კომენტარის დამატება

DC ახალი ფიგურები და სტატუები

DC Collectibles-მა გამოაქვეყნა იმ ფიგურების და სტატუების სურათები რომლებსაც სან დიეგოს კომიქს-კონზე (SDCC) ვიხილავთ. პირველ რიგში ტრადიციულად დიდი ყურადღება ეძღვნება ბეტმენის სამყაროს.  ბეტმენის გრეგ კაპულოს (Designer Series: Greg Capullo) რიგით მესამე დიზაინერულ სერიაში იქნებიან:  ნულოვანი წლის ბეტმენი (Zero year Batman), ბეტგერლი (Batgirl), კომისარი გორდონი (Commissioner Gordon), ორ სახიანი (Two-face).  აგრეთვე ჰარლი კვინის (Harley Quinn) ფიგურა ბეტმენის ანიმაციური სერიალის (Batman: TAS) მიხედვით. და რა თქმა უნდა ფიგურები Batman: Arkham Knight ვიდეო თამაშის მიხედვით, პირველ სერიაში იქნებიან: საფრთხობელა (Scarecrow), ჰარლი კვინი (Harley Quinn), ბეტმენი (Batman), და არქჰემის რაინდი (Arkham Knight).

კომიქსების და თამაშების გარდა ფიგურებს მიიღებენ DC-ს სატელევიზიო გმირებიც. სერიალ “ისარის” (Arrow) მიხედვით გამოვა შემდეგი ფიგურები: ისარი (Arrow), ოლივერ ქუინი (Oliver Queen), შავი კანარი (Black Canary), დეზსტროუკი (Deathstroke), და თავისივე სერიალიდან მარტოხელა ფლეში (The Flash).

რაც შეეხება სტატუებს,  გრძელდება ბეტმენის შავ-თეთრი სტატუების სერია “Batman Black and White”,  ერთი სტატუა დეივ ჯონსონის (Dave Johnson) ნახატების მიხედვით იქნება, მეორე კი ფრენსის მენეპულის (Francis Manapul). ორ სტატუას აგრეთვე ვონდერ ვუმანიც მიიღებს თავის სერიაში “Wonder Woman: Art of War”,  ტონი დენიელის (Tony Daniel) და ქლიფ ჩანგის (Cliff Chiang) არტის მიხედვით. არც სუპერმენი დარჩება სტატუის გარეშე, მისი სტატუა გერი ფრენკის დიზაინის მიხედვით იქნება. DC Bombshell სერია რომელიც 1940 წლების პინ აპის (Pin up) სტილში განასახიერებს დისის ქალბატონებს, ჰოკგერლის (Hawkgirl) გარდა მიიღებს კიდო ორ სტატუას რომლებსაც კომიქს-კონზე ვნახავთ. DCC აგრეთვე აპირებს ექსკლუზიურად კომიქს-კონისთვის გაყიდოს Arkham City Harley Quinn სტატუის გაფერადებული ვარიანტი.

კატეგორია: Comics, DC, Toys/Statues | კომენტარის დამატება

გალაქტიკის მცველების ახალი გაფართოებული ტრეილერი

ამ ტრეილერში ნახავთ უფრო მეტ ენოტს (Rocket Raccoon), რონანს (Ronan) და იონდუს (Youndu)!

მარველის “გალაქტიკის მცველებში” (Guardians of the Galaxy) მთავარ როლებში მონაწილეობენ: ქრის პრატი (Chris Pratt), ზოი სალდანა (Zoe Saldana), დეივ ბატისტა (Dave Bautista). აგრეთვე ვინ დიზელი (Vin Diesel) რომელიც ახმოვანებს გრუტს (Groot) და ბრედლი კუპერი (Bradley Cooper) რომელიც ახმოვანებს რაკეტა ენოტს (Rocket Raccoon). ფილმის რეჟისორი ჯეიმს განი (James Gunn).  კინოთეატრებში 2014 წლის 1 აგვისტოდან. 

კატეგორია: Movies, Posts | კომენტარის დამატება

ქალი-ობობას ახალი კომიქსი?

საიტ Bleeding Cool-ის წყაროს მიხედვით ქალი-ობობა (Spider-Woman) მალე მიიღებს თავის საკუთარ კომიქს სერიას (ან კი უფრო სწორად მინი-სერიას), რაც არ არი გასაკვირი თუ მომავალ Spider-Verse მოვლენას გავითვალისწინებთ, რომელშიც ყველა ობობების ოჯახის პერსონაჟი მონაწილეობას მიიღებს. წყაროს მიხედვით კომიქსის მხატვარი დანამდვილებით გრეგ ლენდი (Greg Land) იქნება და კომიქსის მწერალი დიდი ალბათობით დენის ჰოპლესი (Dennis Hopeless), აგრეთვე ნაკლებად შესაძლებელია მაგრამ მაინც მოიაზრება მწერალი კალენ ბანი (Cullen Bunn).

კატეგორია: Comics, Posts | კომენტარის დამატება

ბრენდონ რუტი ატომის როლში

ცნობილი ხდება რომ მსახიობი ბრენდონ რუტი (Brandon Routh), რომელმაც 2006 წელს სუპერმენის როლი შეასრულა ბრაინ სინგერის “Superman Returns”-ში, DC სამყაროს უბრუნდება, მაგრამ ამ ჯერად სატელევიზიო ფორმატში, რუტი რეი პალმერის (Ray Palmer) როლს შეასრულებს ტელე-არხ CW პოპულარულ სერიალში “ისარი” (Arrow). მოგეხსნებათ რომ კომიქსებში რეი პალმერი მეცნიერია და სუპერგმირი სახელად ატომი (Atom) რომელსაც თავისი სხეულის ზომის მანიპულირება შეუძლია, და დაპატარავება სუბ-ატომურ დონემდეც კი. აგრეთვე ცნობილია რომ სერიალში პალმერი ფელისტის სასიყვარულო ინტერესი იქნება. სერიალ “ისარის” მე-3-ე სეზონის პრემიერა 8 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორია: Comics, DC, TV | კომენტარის დამატება

“Wonder Woman”-ის ახალი ავტორები

DC Comics-მა გაამხილა რომ კომიქს “Wonder woman” 36 ნომრიდან  ახალი ავტორები ეყოლება, ესენი იქნებიან მწერალი მერედით ფინჩი (Meredith Finch) და მისი ქმარი მხატვარი დევიდ ფინჩი (David Finch),  ისინი შეცვლიან მწერალ ბრაინ აზზარელოს (Brian Azzarello) და მხატვარ ქლიფ ჩანგს (Cliff Chiang) რომლებიც სერიაზე მუშაობდნენ 2011 წლიდან, New 52 დასაწყისიდან, და კრიტიკოსების (და აგრეთვე ჩემი 😉 ) აზრით  შექმნეს ერთ ერთი საუკეთესო კომიქსი ამაზონის პრინცესაზე. აგრეთვე ცნობილია რომ ცოლ-ქმარი ფინჩები აპირებენ განერიდონ წინა ავტორების მითოლოგიური თემებს და ყურადღება გაამახვილონ დიანას პირად ურთიერთობებზე, რიმელიც აქვს ამაზონებთან და მის მეგობრებთან სამართლიანობის ლიგიდან.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

შიარის იმპერია

ში’არის (Shi’ar) იმპერია ყველაზე ახალგაზრდა და ნაკლებად კონსერვატორულია სხვა დიდ იმპერიებთან შედარებით. იმპერიისა და მისი ხალხის წარმოშობა უკვე უფრო მეტად ლეგენდაა, ვიდრე რეალობა, რადგანაც არისტოკრატიამ ბურუსში გაახვია ისტორია, რათა იმპერიული ზრახვები უფრო გაეადვილებინათ და ქონოდათ იდეოლოგიური ბაზისი შემდგომი დაპყრობებისთვის.  დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Posts | კომენტარის დამატება

ფოგი დარდევილში და უცნობი ბეტმენ/სუპერმენში.

Netflix-ის სერიალ “Daredevil”-ს კიდევ ერთი მსახიობი დაემატა, მაგრამ როზარიო დოუსონისგან განსხვავებით ცნობილია მისი როლი, ასე ელდენ ხენსონი (Elden Henson) შეასრულებს მეთ მერდოკის დიდი მეგობრისა და საადვოკატო საქმის პარტნიორის, ფოგი ნელსონის (Foggy Nelson) როლს, ხენსონის ცნობილი პროექტებია “Hunger Games” და “Mighty Ducks”.


Marvel TV თავის ჯეფ ლოების (Jeph Loeb) თქმით – “ხენსონი შესანიშნავად უხდება ფოგი ნელსონის როლს, ის არი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი დარდევილის სამყაროში.” შეგახსნებეთ რომ სერიალ 2015 წელს უნდა გამოვიდეს.

Deadline მიხედვით “Mosnters” და “Argo” მსახიობი სკუტ მაკნეირი (Scoot McNairy) “Batman V Superman: Dawn of Justice” მიიღებს მონაწილეობას, ჯერ კიდო უცნობ როლში, რაც სპეკულაციის საბაბს იძლევა რომ ის რომელიმე სუპეგმირს ითამაშებს მოკლე კამეოში, მათ შორის ყველაზე მეტად მოისაზრება მწვანე ლამპარის (Green Lantern) და ფლეშის (Flash) როლი, თუმცა სრულიად შესაძლებელია რომ ის არა სუპერგმირული როლს თამაშობდეს. ზაკ სნაიდერის ფილმი “Batman V Superman: Dawn of Justice” (ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლის განთიადი) 2016 წლის მაისში გამოვა.

კატეგორია: Comics, DC, Movies, Posts, TV | კომენტარის დამატება

Guardians of the Galaxy: The Animated Series?

სალიცენზიო გამოფენაზე (Licensing Expo) მარველის ანიმაციური სერიალების ახალი პოსტერი იყო ნაჩვენები, საინტერესო კი ის არი რომ უკვე ცნობილი “Avengers Assemble” და “Ultimate Spider-Man Web Warriors” ერთად ამ პოსტერზე იყო, ჯერ არა ანონსირებული “Guardians of the Galaxy” გმირები, რაც ძლიერ საბაბს იძლევა ვიგულისხმოდ რომ მალე მათზე ანიმაციურ სერიალი გამოვა.

“გალაქტიკის მცველების” ანიმაციური სერიალზე კარგი ხანია დადიოდა ჭორები, მათ შორის მარველის რედაქტორებისაგან. აგრეთვე საინტერესოა რომ პოსტერზე არ იყო მარველის სხვა სერიალი “Hulk and the Agents of S.M.A.S.H.” რომელსაც სავარაუდოთ “მცველები” ჩაანაცვლებენ ტელეარხ Dinsey XD-ზე.

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება