ბრენდონ რუტი ატომის როლში

ცნობილი ხდება რომ მსახიობი ბრენდონ რუტი (Brandon Routh), რომელმაც 2006 წელს სუპერმენის როლი შეასრულა ბრაინ სინგერის “Superman Returns”-ში, DC სამყაროს უბრუნდება, მაგრამ ამ ჯერად სატელევიზიო ფორმატში, რუტი რეი პალმერის (Ray Palmer) როლს შეასრულებს ტელე-არხ CW პოპულარულ სერიალში “ისარი” (Arrow). მოგეხსნებათ რომ კომიქსებში რეი პალმერი მეცნიერია და სუპერგმირი სახელად ატომი (Atom) რომელსაც თავისი სხეულის ზომის მანიპულირება შეუძლია, და დაპატარავება სუბ-ატომურ დონემდეც კი. აგრეთვე ცნობილია რომ სერიალში პალმერი ფელისტის სასიყვარულო ინტერესი იქნება. სერიალ “ისარის” მე-3-ე სეზონის პრემიერა 8 ოქტომბერს გაიმართება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, DC, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *