კატეგორიის არქივი: Marvel

სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?

ფანტასტიკური ოთხეული მარველის საწყისი სუპერგმირული გაერთიანება იყო, რეალურად ზუსტად ამ კომიქსით დაიწყო მარველის სამყაროს ფორმირება. გუნდი მოიცავდა 4 წევრს: რიდ რიჩარდს (Mr. Fantastic), სუზან შტორმს (Invisible Woman), ჯონი შტორმს (Human Torch) და ბენ გრიმს (The Things). ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკური ოთხეული იყო მარველის სამყაროს გული და ასევე პირველი ოჯახი, თუმცა ამდენი წლის შემდეგ გუნდი პოპულარობა და კომიქსის გაყიდვები იკლებდა, საქმეს არც ის ეხმარებოდა რომ კომიქსის ეკრანიზაციებმა ვერ გაამართლეს მოლოდინები, განსაკუთრებით 2015 ფილმმა, რომელიც ბრენდისთვის დიდი დარტყმა იყო. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?

თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს). დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Defenders”: მიმოხილვა


”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში … დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Reviews, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “Defenders”: მიმოხილვა

სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.

თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო მარველის სტუდიის ყველაზე სარისკო პროექტი, პირველ რიგში პერსონაჟების და გუნდის დაბალი ცნობადობის გამო, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ-მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ქონია კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ წარმატებული ფილმის სიქველი? დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

ლოგანი: მიმოხილვა

ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის ბევრად უკეთესი გამოდგა ვიდრე პირველი ფილმი, რომლის დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო. შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ლოგანი: მიმოხილვა

ფანტომექსი (და დიაბოლიკი): ისტორია

ფანტომექსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს არა ორიგინალური პერსონაჟია, იქს ადამიანების თანამედროვე პერიოდში. პირველად გამოჩნდა 2002 წელს New X-Men #128-ში, მწერალ გრანტ მორისონის უკვე ლეგენდარული “რანის” ფარგლებში. ფანტომექსი საინტერესოა, ზუსტად იმიტომ რომ ფანტქომექსის იდეა არ არის უნიკალური – ის ამას არც ცდილობს, პირიქით ის ეგუება თავის კლიშეური “სულს” და ერთგვარი კომენტარია კომიქს ინდუსტრიაში იდეების “გადაკოპირების” შესახებ. როგორც მორისონი ამბობს, პერსონაჟი რეალურად შექმინილია იტალიური კომიქს გმირის დიაბოლიკის (Diabolik) პატივსაცემად. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ფანტომექსი (და დიაბოლიკი): ისტორია

დოქტორ სტრეინჯი: ისტორია

 
დოქტორ სტრეინჯი შექმნის  იდეა გაუჩნდა მხატვარ სტივ დიტკოს (Steve Ditko), რომელსაც უნდოდა ახალი, განსხვავებული გმირის შექმნა მარველის ახალგაზრდა სამყაროში. დოქტორის მთავარი თემა იქნებოდა შავი მაგია. სტენ ლის (Stan Lee) ეს იდეა მეტად მოეწონა და გამოთქვა იმედი რომ ამისგან რამე გამოვიდოდა. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Origins | ტეგები: , , | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დოქტორ სტრეინჯი: ისტორია

დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

“დოქტორ სტრეინჯი” მარველის სტუდიოსთვის ახალი დასაპყრობი ჰორიზონტი გახლდათ რადგან ეს არ იყო უბრალოდ სუპერგმირული ფილმი, არამედ ფილმი მაგებზე და მაგიურ სამყაროზე. იმის მიუხედავად, რომ “თორს” ჰქონდა მაგიის უამრავი ელემენტი მარველის ფილმი მთლიანად ამ თემაზე ამჯერად მხოლოდ დოქტორ სტრეინჯია. დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”

სუპერგმირული ფილმების გამო ახალბედა ფანებს შორის ნაწილობრივ მცდარი წარმოდგენა დაინერგა – თითქოს სტენ ლი (Stan Lee) არის მარველის გმირების ერთადერთი ავტორი (მადლობა მის კომედიურ კამეოებს მარველის ფილმებში), რაც სინამდვილეში ნაწილობრივ სიმართლეა, უდაოდ სტენ ლი კომიქს სამყაროს უდიდესი გენიოსია, მაგრამ მარტო ის ვერ შექმნიდა ჩვენთვის საყვარელ გმირებს, ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა სტენ ლის მარველის ეპოქის შექმნაში, იყო კომიქსების “მეფედ” წოდებული, მხატვარი ჯეკ კირბი (Jack Kirby) (1917 -1994). სამწუხაროდ ჯეკი ვერ მოესწრო მარველის ფილმებს და კამეოებს. დაწვრილებით

კატეგორია: Authors, Comics, DC, Marvel, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ჯეკ კირბი – კომიქსების “მეფე”