მარველის კოსმოსის ღმერთები ნაწილი 2.


წინა თემის ბოლოს, სადაც სელესტიალებზე ვწერდი, ბოლოს დავამატე, რომ იყო ასპექტები, რისი განხილვაც ზოგადად არ იქნებოდა ურიგო. 

ამ შემთხვევაში მინდა დავწერო ჩემი შეხედულება, სელესტიალთა განვითარების შესახებ და ამ საკითხზე საუბრისას ეს რასა შევადარო ფულკრუმის მიერ შექმნილ დანარჩენ ორ რასას. შედარების მიზანია არა რასობრივი სხვადასხვაობის დაფიქსირება, არამედ იმ საფეხურებრივი ცვლილების განვითარება რომელიც განიცადა სელესტიალმა, როდესაც მან მიაღწია განვითარების ახალ საფეხურს. ცხადია, ეს მოსაზრება, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ არის გარკვეული ხარვეზების შემცველი. ამიტომაც, განსხვავებულ აზრის მოსმენა მხოლოდ სასიამოვნო იქნება…


სანამ საკითხის არსებითი ნაწილის განხილვას დავიწყებდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ კომიქსებში ალფადა და ომეგა, ყველაფრის ცენტრი არის ადამიანი. ყველა მოვლენა მას უკავშირდება და ყოველი შემთხევევა დაიყვანება ადამიანამდე. და კიდევ, მთელი ეს შეხედულენა დაფუძნებულია ტიამუტის განვითარების მაგალითზე…

მაშ ასე, ვიცით რომ ფულკრუმმა შექმნა სამი რასა – სელესტიალები, ვოჩერები და ჰორდე. სელესტიალებს ევალებათ ევოლუციაზე ზრუნვა და ისინი აქტიურად ერევიან რასობრივი განვითარების პროცესებში, ვოჩერები მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლებიან, ჰორდეს კი ევალება გაანადგუროს ის პლანეტა, რომელმაც ვერ “ჩააბარა” სელესტიალთა გამოცდა. 

user posted image                                                   ჰორდე
 

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰორდეს აქვს უარყოფითი როლი იმ ჯაჭვში, რომელიც შექმნა ფულკრუმმა. ამიტომაც სწორედ მათი დახასიათებით დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის, რომ რასა მოძრაობს ერთიანად, როგორც მწერების ბუდე, ამავ დროულად მათი საუბრის სტილში ჩანს ის, რომ არ არის ცნება გუნდის შემადგენელი ნაწილების დაყოფის შესახებ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მათში არ არის ინდივიდის, ცალკეული არსების ცნება. საუბრისას მუდამ გამოიყენება სიტყვა ჩვენ. მათ ერთგვაროვნებაზე მიუთითებს ყოველი წევრის სრული ფიზიკური იდენტურობა. აგრეთვე ისიც რომ როდესაც მათ შორიდან შეხედავ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახეზეა არა მრავალი წევრისგან შემდგარი ერთობა, არამედ ერთი არსება. 
                              user posted image
                                ჰორდეს ლაპარაკის მანერა და ფიზიკური მსგავსება

რამდენადაც სიტყვა ჩამოვარდა გარეგნულობაზე, ეს საკითხი განვიხილოთ კომპლექსურად სელესტიალებთან და ვოჩერებთან მიმართებით. უკვე აღნიშნული გარემოებებიდან ვასკვნით, რომ ჰორდე განვითარების მხრივ ყველაზე დაბლა დგას ამ სამეულში. ამას ვასკვნით, ერთის მხრივ მათი მისიიდან, ხოლო მეორეს მხრივ იქიდან, რომ მათში არ არის განვითარებული ინდივიდუალობის შეგრძნება და მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანობა.  მივემართოდ და ვნახოთ, თუ როგორ არის ეს საკითხები დარჩენილ ორ რასასთან მიმართებით. გარეგნული განსხვავება, სელესტიალებს შორის უფრო ადვილი შესამჩნევია, რამდენადაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ფერით, აგრეთვე ხშირ შემთხვევაში ზომითაც.

თუმცაღა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის, თუ რა არის თვითონ სელესტიალების სხეული. ამ საკითხთან მიმართებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი მიიჩნევდა, რომ ის ხილული გარსი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის მხოლოდ და მხოლოდ ჯავშანი, რომელიც შექმნილია მათ დასაცავად, რამდენადაც შესაძლოა ისინი იყვენე სუფთა ენერგია, რომლის კონტროლიც არ არის ადვილი და ამიტომაც, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ისინი იყენებენ ამ ჯავშანს. ამ მოსაზრებას ამტკიცებდა ისიც, რომ როგორც ჩვენ ტორის 388-ე ნომერში ვნახეთ, შეუძლებელია ამას კლასიკური გაგებით სხეული ეწოდოს. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, სელესტიალების აგებულება თითქმის იდენტურია სხვა ცნობილი ჰუმანოიდური რასების აგებულებისა და სხვაობა მხოლოდ მინიმალურია.

მთავარი სხვაობა რაც სელესტიალებსა და ვოჩერებს შეინიშნება, გარეგნული თვალსაზრისით, არის ის, რომ ამ უკანასკნელთ აქვთ უფრო მეტად ადამიანური გარეგნობა, ანუ ნაკვთები, რომელიც თითქმის ზუსტად შეეხამება ადამიანის აგებულებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანი კომიქსებში არის ყველაფრის საზომი. ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ რასამ გარკვეულწილად მიაღწია განვითარების ისეთ მონაკვეთს, სადაც წევრები წარმოადგენენ ინდივიდებს, მაგრამ რატომღაც განვითარება შეწყდა ამ ეტაპზე. ერთი მხრივ, ალბათ ეს გამოწვეულია მათი ფილოსოფიით, რომ არ უნდა მოხდეს ჩარევა მიმდინარე პროცესებში. ამ უმოქმედობამ ცხადია შეაჩერა ევოლუცია და რასა დარჩა განვითარების ერთ კონკრეტულ საფეხურზე. თანაც უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რომ რასას ცვლილება არ განუცდია უკვე ათეულ ათასობით წელია ( ამას ამტკიცებს 1996 წელს გამოშვებული ე.წ. სპეშელი The Origin of Galactus).

აქვე დავამატებდი იმას, რომ რასის ერთობა ამავდროულად გამოიხატება იმაშიც, რომ ისინი გარეგნულად თითქმის იდენტურები არიან, რაც უკვე აღინიშნა, აგრეთვე, მათი ფორმაც მსგავსია. მხოლოდ ორი შემთხვევა მახსენდება, სადაც ფორმა იყო განსხვავებული: პირველი შემთხვევაა ულანა, მდერდობითი სქესის ვოჩერი, ( სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აქამდე უცნობი იყო თუ არსებობდა სქესობრივი დაყოფა ამ რასაში) და არონი, რომელსაც განსხვავებული ფორმა ეცვა. საინტერესოა ისიც, რომ marvel point one-ში ნათქვამი იყო ის, რომ გარკვეული პერიოდის მონაცვლეობით, ვოჩერები გარკვეულ პერიოდის მონაცვლეობით ქმნიან ერთიან გონებას, რა დროსაც ხდება მთელი შეკრებილი ინფორმაციის გაცვლა. ინდივიდუალიზმის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ როგორც ირკვევა, ბავშვს თვითონ შეუძლია წარმართოს თავისი მეტამორფოზა, რაც ნიშნავს იმას, რომ სქესის არჩევა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.                               user posted image

აღსანიშნავია ისიც, რომ მეტყველება ზუსტად მიესადაგება ჩვენი ლაპარაკის სტილის, ანუ არ შეინიშნება ის მრავლობით პირში საუბრის მანერა რაც ჰორდესთვის არის დამახასიათებელი. დასკვნის სახით, ამ რასასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ მან ინდივიდუალიზმის რაღაც საფეხურს მიაღწია, მაგრამ შემდეგ გარკვეულ მიზეზთა გამო, განვითარება ამ კუთხით შეწყდა. 

გადავიდეთ სელესტიალებზე…
ინდივიდუალიზმის ნიშნები ცხადია ამ რასაში შეინიშნება, თუმცაღა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხოლოდ მცირე დოზით გვხვდება. პირველ რიგში, ვისაუბროთ იმ მთავარ ნიშანზე, რაზეც ეს თემაა აგებული : სახეზე, როგორც ინდივიდუალურ ნიშანზე და მისთვის დამახასიათებელ ნიშანზე. ვიცით, რომ სელესტიალები განვითარებადი რასაა, აქ  იგულისხმება არა ტექნოლოგიური ევოლუცია, არამედ პიროვნულობის განვითარება. წინა თემაში მოცემულია სურათები, სადაც კარგად ჩანს მათი აგებულება. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ არცერთი მათგანი ერთნაირი არ არის, მაგრამ მაინც არ არის ჩამოყალიბებული განმასხვავებელი ნიშნები, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ წყობა სახისა არაფრით არ განსხვავედება უბრალო რობოტისგან. ყურადსაღებია, რასის ლიდერი, OAA-ს გარეგნობაც
                     
                     user posted imageროგორც ვხედავთ, იმ ადგილას, სადაც ზოგადად სახის კონსტრუქცია უნდა იყოს მოცემული, გვაქვს მხოლოდ სიცარიელე. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტულმა ინდივიდმა განიცადა განვითარება, თუმცა ის ვერ დასრულდა და თავისუფალი ნება ბოლომდე ვერ ჩამოუყალიბდა. ვიცით, რომ არსებითად, სელესტიალების თავისუფალი ნება შეზღუდულია და მათი მოქმედება არსებითად მუდამ გამომდინარეობს ფულკრუმის ნებიდან. ნებასთან მიმართებით უნდა ითქვას ისიც, რომ არ არსებობს, როგორც ასეთი ემოციები, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს და მათი ყოველი ქმედება განპირობებულია აუცილებლობით, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება იყოს მათი უსაფრთხოება ან კოსმიური ბალანსის დაცვა, ან თუნდაც ევოლუციის სამსახური. 

საუბრის მეთოდიც არის სპეციფიკური, კერძოდ წინადადების ობიექტის დასახასიათებლად მუდამ იყენებენ რამოდენიმე სინონიმს, რაც სხვათა შორის, მაკკარიმაც აღნიშნა. საინტერესოა, თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი, ალბათ შესაძლოა ისიც, რომ მათი ცოდნა კომპიუტერიზებულია და ინფორმაცია  სრულად ეყრდონობა რაციონალურ გაგებას და არა შეგრძნებას. ცხადია, ასეთი ფაქტორი გამორიცხავს ინდივიდად ჩამოყალიბებებას. რაც შეეხება სქესს და გამრავლებას რასაში. ეს საკითხიც გაურკვეველია და წინააღმდეგობრივი. მე მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მენახოს, ეს იყო ჯონათან ჰიკმენის S.H.I.E.L.D.-ში (2010)

შესაძლებელია თუ არა, რომ სელესტიალმა მოიტოვოს თავისუფალი ნება?

პასუხი არის ცალსახად: კი.

ამის საფუძველს გვაძლევს ტიამუტის ევოლუცია. უნდა ითქვას ის, რომ ტიამუტი არ იყო ჩვეულებრივი სელესტიალი არასოდეს. თავიდანვე ის მეამბოხე იყო. უცნობია, ის ასე იყო “დაპროგრამებული” თუ განვითარებასთან ერთად მოხდა მისი ასეთად ჩამოყალიბება. მივუთითოთ ის საფეხურები, რომლებიც მან განვლო განვითარების ამ ეტაპზე.

პირველ რიგში ეს იყო ემოციის გაჩენა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, მას ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ უატუს მითითების მერე მოახდინა საკუთარი თავის სკანირება და გარკვეული შეუთავსებლობები აღმოაჩინა. შეუთავსებლობები, რომლის აღმოჩენის შემთხევევაში პროტოკოლით მას საკუთარი თავი უნდა გაეთიშა და შავ ხვრელში მოეთავსებინა სხეული. სავარაუდოა, რომ ეს პროტოკოლი ფულკრუმმა ჩაუნერგა სელესტიალებს, რათა ენახა, თუ რამდენად შორს წასვლას გადაწყვეტდა კონკრეტული არსება, როდესაც ის განვითარებას დაიწყებდა. უნდა ითქვას ის, რომ განვითარება სელესტიალთა შემთხვევაში ძირითადად გულისხმობს არა ნების თავისუფლებას, არამედ როგორც წესი ძალის გაზრდას. ამავდროულად, იცვლება ლაპარაკის მეთოდი, კერძოდ მრავალ სინონიმთა გამოყენება წყდება და საუბარი უფრო “ადამიანური” ხდება. შემდეგი ნაბიჯი უკვე უფრო აქტიურია, რაც მოიცავს ფულკრუმის გადაწყვეტილებაში დაეჭვებას.                                 user posted image                                                           ფულკრუმი და ტიამუტი


ეს უკვე არსებითად ბოლო ნაბიჯია, რაც უკვე გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა სელესტიალმა შეიძინოს ინდივიდუალურობა. საჭიროა, მხოლოდ გარკვეული მოტივატორი, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ სელესტიალმა შეიძინოს დამოუკიდებელი ნება. ტიამუტის შემთხვევაში ეს იყო დედამიწის გადარჩენის სურვილი. როდესაც მან მიაღწია უკვე ნების დამოუკიდებლობას, მან თვითონვე გაანადგურა მისი ჯავშანი და ენერგიამ მიიღო ჰუმანოიდური ფორმა. აქ ალბათ უნდა მიეთითოს ის, რომ შესაძლოა მხოლოდ ჩვენ აღვიქვამდეთ მის ფორმას ასე. ხომ ვიცით, რომ მაგალითად, გალაქტუსს ყველა რასა ისე ხედავს, როგორც თვითონ გამოიყურება. 
                                    user posted image
                                                                    ტიამუტი
ალბათ, შეიძლებოდა, ეს საკითხი უფრო კარგად დაწერილიყო, უფრო განგვევრცო და უფრო მეტი საკითხი განგვეხილა, თანაც უფრო დაწვრილებით. მაგრამ იმედია, საწყისად ესეც საკმარისია. 
ცხადია, კიდევ არის კითხვები, რომელიც პასუხგაუცემელია, კითხვები, რომლებზეც მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გვქონდეს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული ისიც, რომ თვით ამ ნაწერშიც იყოს შეცდომები და  წინააღმდეგობები.  
                                                  user posted image
 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Marvel. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *