5 წელი გავიდა DC NEW 52-ს გამოსვლიდან, რომელმაც გადატვირთა დისი კომიქსის სამყარო, ისევე როგორც ეს CRISIS ON INFINITE EARTHS-მა პირველად გააკეთა 1985 წელს. ამით ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, ორივე შეთხვევაში დისის უნდოდა სამყაროს გამარტივება და შედეგად ახალი მკითხველების მოზიდვა.
დისის კინო სამყაროს დაწყებას ემთხვევა კიდევ ერთი “გადატვირთვა”, რომელიც ამ წლის მაისიდან დაიწყება, ”DC Universe: Rebirth” სპეციალური კომიქსით, მაგრამ ჯეფ ჯონსი (Geoff Johns) გვარწმუნებს, რონ ეს არ იქნება სრული განახლება როგორც New 52 და COIE-ს შემთხვევაში, სამყარო მეტწილად უცვლელი დარჩება, მაგრამ იქნება ცვლილებები და ბევრი რამის დაბრუნება ძველი pre-New 52 სამყაროდან.
პრაქტიკულად, DC REBIRTH ახლოს იქნება ჯონსის მიერ დაწერილ Green Lantern Rebirth და Flash Rebirth-თან, რაც არის ძველი კლასიკური ელემენტების და პერსონაჟების დაბრუნება ახალ თანამედროვე სამყაროში, და თეორიაში ეს თანაბრად მიმზიდველია ძველი და ახალი მკითხველებისთვისაც. Green Lantern Rebirth ჯონსის დიდი წარმატება იყო, მან ვირტუოზულად დააბრუნა ჰელ ჯორდანი და საინტერესოდ ახსნა ყველაფრის მიზეზი ჩამთრევი ისტორიით; ამან გააცოცხლა მთლიანად გრინ ლატნერნების სამყარო და საფუძველი დაუდო გრინ ლანტერნის (სამწუხაროდ არც ისე წარმატებულ) კინო ეკრანიზაციას. შეძლებს თუ არა DC Rebirth მოვლენა Green Lantern Rebirth წარმატების განმეორებას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
Rebirth-ის ისტორიებში ჯეფ ჯონსი პასუხისმგებელია ძველი პერსონაჟების გაცოცხლებაში ან უფრო სწორად “ხელახალ დაბადებაში” (ბერი ალენი და ჰელ ჯორდანი). მაგრამ ვინ იქნება პერსონაჟი რომელიც დაბრუნდება ძველი Pre-New 52 სამყაროდან? ანონსებიდან უკვე ცნობილია რომ ეს იქნება ძველი სამყაროს სუპერმენი, მის თავგადასავლებს მანამდე კომიქსში “Superman: Lois and Clark” ვადევნებდით თვალს. ძველი სამყაროს სუპერმენი იქნება ამ სამყაროს ახალი მთავარი და “ნამდვილი” სუპერმენი, რაც თავისთავად ბადებს შეკითხვას – რა მოუვა New 52 ახალგაზრდა სუპერმენს? ის გაბოროტდება? მოკვდება? თავს გაწირავს? სავარაუდოდ ამას ”DC Universe: Rebirth” გვერდებზე გავიგებთ.
როგორც ვახსენე მოვლენა მაისში დაიწყება, 80 გვერდიანი ”DC Universe: Rebirth”-ით, რომლის ბოლოში ჩვენ სერიოზულ “სიურპრიზის” მივიღებთ, მერე კი თითოეული სერიაზე გამოვა სპეციალურ “Rebirth” გამოშვება, ამ უან-შოტებში ჩვენ მიივიღებთ ახალ არსებულ მდგომარეობას (Status Quo), რომლის შემდეგაც დაიწყება ახალი #1-ები. ახალი კომიქსები თვეში ორჯერ გამოვა.
თუ ივნისიდან ყველა სერია გადაიტვირთება ახალი #1-ბით, სულ სხვა სიტუაცია იქნება უძველეს სერიებთან როგორებიცაა “Action Comics” და “Detective Comics”, ეს ორი სერია დაუბრუნდება ძველ ნუმერაციას, Detective comics #934 და Action Comics #957, ეს სერიები ახლო მომავალში 1000 ნომერს მიაღწევენ. Action comics-ს დაწერს, “Death of Superman”-ის ვეტერანი მწერალი, დენ ჯურგენსი (Dan Jurgens), ეს იქნება მისი Superman: Lois and Clark კომიქსის პირდაპირი გაგრძელება. ამავე სერიიდან სუპერმენის შვილი ჯონ უაიტი (John White) და დემიან უიეინი (Damien Wayne) ა მიიღებენ საკუთარ სერიას სახელად “Super Sons”.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს და კრეატიული ჯგუფებს:
ბეტმენის სამყაროს ტომ კინგი (Tom King) მიხედავს. სკოტ სნაიდერი (Scott Snyder) კი All Star Batman-ზე გადავა სადაც კონტინიუმის ბორკილებისგან თავისუფალ ისტორიებს დაწერს. Detective comics კი უფრო გუნდური კომიქსი გახდება, სადაც ბეტმენი და ბეტვუმანი (Batwoman) გაწვრთნიან სპოილერს (Spoiler), წითელ რობინს (Red Robin), კასანდრა კეინს (Cassandra Cain) და გაკეთილშობილებული ქლეიფეისი (Clayface). ბეტ-გუნდის ახალი წევრები დაუპირისპირდებიან მორიგ “საშინელ” საფრთხეს. კომიქსის მწერალი: ჯეიმს ტაინონი IV (James Tynion IV), მხატვარი: ედდი ბეროუს (Eddy Barrows) და იბერ ფერეირა (Eber Ferreira). რაც შეეხებ დიკ გრეისონს ის, როგორც იქნა, ბრუნდება როგორც ნაიტვინგი (Nightwing) და ბრუნდება ლურჯში, ლურჯზე გამახსენდა, აგრეთვე ბრუნდება Blue Beetle-ის სერია, სადაც ჰაიმე რეისის (Jaime Reyes) გარდა ტედ კორდი (Ted Kord) დაბრუნდება, როგორც მისი მენტორი.
მწვანე ისარიც (Green Arrow) ფესვებს უბრუნდება და “goatee” გარდა ჩვენ ვიხილავთ შავი კანარის და ოლივერის ურთიერთობის დაბრუნებას. ჯეფ ჯონსი უბრუნდება მწვანე ლამპრებს (Green Lanterns), სადაც მთავარი ფოქუსი ახალ ლანტერნებზე, ჯონ ბაზზე და ჯესიკა კრუზზე იქნება. ასევე გრეგ რუკა (Greg Rucka), 10 წლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდება Wonder Woman-ს. ჯონ სემპერი (John Semper), ‘94 წლის ადამიანი ობობას ანიმაციის პროდუსერი და სთორი ედიტორი, კიბორგის (Cyborg) კომიქსს დაწერს, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურ ტერიტორიაზე გადავა. ასევე პოლიტიკური გახდება დენ აბნეტის (Dan Abbnett) აკვამენი (Aquaman).
საინტერესოა რომ Flash: Rebirth კომიქსს ახლავს გაფრთხილება, რომ მის წაკითხვამდე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ”DC Universe: Rebirth”. Speed force-ის შტორმი შექმნის უამრავ ახალ ცუდ და კარგ სპიდსტერს, რაც იქნება დიდი თავის ტკივილი ბარი ალენისთვის, “ახალი” კიდ ფლეშის (Kid Flash) გარდა დაანონსდა ახალი მკვლელი სპიდესტერი სახელად “Godspeed”.
მომავლის ბეტმენი (Batman Beyond) ტერი მაკგინესიც ბრუნდება, უფრო სწორად კი ჩვენ მის უცნობ ისტორიას მოგვითხრობენ რომელიც მის სიკვდილამდე მოხდა. ყველაზე საინტერესო პროექტი ამათ შორის ჟენ ლუენ იანგის (Gene Luen Yang) The New Super-Man არის, რომელიც მოგვითხრობს, რა მოხდება თუ უბრალო ადამიანი სუპერმენის ძალებს დაეუფლება. მწერალი ჰოუპ ლარსონი (Hope Larson) და მხატვარი რაფაელ ალბუკერკი (Rafael Albuquerque) გაამგზავრებენ ბეტგერლს (Batgirl) აზიაში. სერიალ „100“-ის მწერლები, ჯული ბენსონი (Julie Benson) და შონა ბენსონი (Shawna Benson) “Batgirl and the Birds of Prey”-ში ჰანტერსი, შავი კანარი და ბეტგერლი ახალი ორაკულის (Oracle) ნამდვილი ვინაობის დადგენას შეეცდებიან.
მხატვარი ბრაინ ჰიტჩი (Brian Hitch), უკვე როგორც მწერალი, “სადა” სამართლიანობის ლიგის (Justice League) ავტორი გახდება, ნახატებს კი ტონი დენიელი (Tony Daniel) და ფერნანდო პესერინი (Fernando Pasarin) მიხედავენ. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ახალი “ამერიკის სამართლიანობის ლიგის” (Justice League of America) ავტორი, ჭორების მიხედვით ეს Marvel-დან გადმოსული ჯონატან ჰიკმანია (Jonathan Hickman). ჯიმ ლი (Jim Lee) ფილიპ ტანთან (Philip Tan) ერთად, რობ ვილიამსის (Rob Williams) ავტორობის, Suicide Squad დახატავენ. ამის გარდა, გამოვა ბევრი სხვა სერია: Trinity, Superwoman, Teen Titans, Red Hood and the Outlaws, Deathstroke, The Hellblazer, Harley Quinn და სხვა.
მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ? გაამართლებს თუ არა DC Rebirth-ი მოლოდინებს?