სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვეძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.

თავისთავად ჩვენ  არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin  story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს პიტერი ხდება  ნამდვილი სუპერგმირი.

წინა ვერსიებთან შედარებით ტომ ჰოლანდის პიტერი, ნამდვილად მოზარდია და არა ტობი მაგუაერის და ანდრიუ გარფილდის 30 წლისსკოლის მოსწავლე”, ფილმში პიტერის და მისი კლასელების თინეიჯერობა ბევრად უფრო დამაჯერებლია ვიდრე სხვა ფილემბში, და ბევრად ახლოსა სტენ ლის და სტივ დიტკოს კომიქსის სულისკვეთებასთან, როგორ ამავე კომიქსში, პიტერი არის გამოუცდელი, დამწყები მოზარდი სუპერ გმირი, რომელიც პროცესში ბევრ შეცდომას უშვებს, თუ წინა ფილმებში სპაიდერმენის ტრაგიკული მხარე უფრო იყო გამოხატული ამ ფილმში ასახულია ის ხალისი, რომელიც სუპერ ძალას გააჩნია, მითუმეტეს, როდესაც თინეიჯერ ხარ,  მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფილმს არ გააჩნია სერიოზული მომენტები და რისკები.

ფილმის მთავარი ბოროტ მოქმედი ალბათ, მართლაც ერთერთი საუკეთესო მარველის კინო ბოროტ მოქმედია, იმის მიუხედავად რომ კომიქსებში მტაცებელი (Vulture) სულაც არ იყო აღქმული, როგორც სერიოზული და ძალიან საშიში მოწინააღმდეგე, მაგრამ ფილმმა ეს შეცვლა, მაიკლ კიტონის მტაცებელი არა მხოლოდ სერიოზულია, არამედ იგი გარკვეულ სიმპათიასაც იწვევს, რადგან მისი მიზეზები ყველასთვის გასაგებია, და ამავე დროს ის საშიშია, რასაც მხოლოდ ზრდის ის დამატებითი გარემოება ( პლოტ ტვისტი რომელსაც ვერ დავასახელებსპოილერი) რაც მას სულ ახალ დონეზე აყენებს.

ასევე უნდა აღინიშნოს  სკოლა და პიტერის კლასელები, კევინ ფაიგიმ აღნიშნა, რომ მას უნდოდა ერთგვარი “Breakfast club” და “Ferris Bueller’s Day Off “ თინეიჯერული სასკოლო ელემენტები. ბევრ ფილმში ასეთი მომენტები წესით მოსაწყენია მაგრამ Homecoming-ში ვერცერთ სცენას ვერ დავარქმევდით მოსაწყენს, პირიქით ეს სცენები გიპყრობს ფილმის შექმნილ სამყაროში.

განსაკუთრებით, როდესაც წინა ფილმებში სკოლა  მხოლოდ რამდენიმე სცენის დეკორაცია იყო,  მაგრამ ამ ფილმში სკოლა არის ისტორიის შემადგენელი ნაწილი, როგორც ყველა ის მეგობრული და რომანტიკულ ურთიერთობა რომელიც პიტერს ფილმში გააჩნია, გამოსარჩევია პიტერის მეგობარი, ნედ ლიდსი, მისი გარე ხმა და კომიკური მომენტების კატალიზატორი, მათი ურთიერთობა არის აუტენტური თინეიჯერული მეგობრობაუდაოდ, ამ ფილმის მთავარი სიძლიერე და უნიკალურობა იმაშია რომ ეს არის “coming of age story”, ანუ პიტერის დამკვიდრების ისტორია.

ტრეილერების გამო ბევრმა ჩათვალა, რომ ფილმში ტონი სტარკს  დიდი როლი ექნებოდა, მაგრამ ეს სულაც არ არის სიმართლე, მისი როლი მცირეა, თუმცა ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი ისტორიისთვის, ფილმში არ ფიგურირებს ბენ პარკერი, შესაბმისად არც მისი დარიგება, რომ დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება, და აქ ფილმმა ძალიან საინტერესო, რაღაც გააკეთა, ფილმის მთავარი მესიჯი ზუსტად პასუხისმგებლობის გააზრებაა, რასაც პიტერი ფილმის მოვლენებით და ტონი სტარკის დარიგებით იგებს.

როგორც აღვნიშნე ფილმში არ არის წინა ფილმების ტრაგიკულობა და სიკვდილები, სამაგიეროდ, მარველ სტუდიომ გვაჩვენა სპაიდერმენის უმნიშვნელოვანესი დრამატული მომენტი კომიქსებიდან, რომელიც ასახავს პიტერის შინაგან სამყაროს: მის ტანჯვას, წარუმატებლობას და შიშებს; და თუ როგორ ახერხებს პიტერი ყოველივე ამის მიუხედავად მოძებნოს საკმარისი ძალა ამშინაგანი დემონებისდასამარცხებლად.  (ეს საკულტო მომენტი არის Amazing Spider-Man #33-დან), რაც აშკარად ბევრ კომიქს ფანს მოეწონება. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი (განგებ?) პირველი აირონ მენის პარალერულია და მსგავსი მომენტებიც გააჩნია, განსაკუთრებით ბოლოში..

null

ფილმის ექშენი არაა ცუდი, თუმცა არც ფილმის ძლიერი მხარეა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ფილმზე ბევრად ნაკლები ფული დაიხარჯა ვიდრე წინა” The Amazing Spider-Man 2-ზე”, რომელმაც ნორმალური შემოსავლის მიუხედავად ძლივს დაფარა დანახარჯები. არც მასშტაბია დიდი, მაგრამ ამავე დროს, ფილმის კონტექსიტდან გამომდინარე, ეს შეიძლება ჩაითვალოს პლუსად. მინუსებიდან მოვიყვანდი სულ სამ მომენტს: არასაკმარისი დრო მაიკლ კიტონისმტაცებლისთვის”- ერთი ან ორი დამატებითი სცენა მას ძალიან წაადგებოდა. მეორე შენიშვნა უფრო ტექნიკურია; სპაიდერმენის კოსტუმი, ის  დამუშავებულია კომპიუტერული გრაფიკით და ეს მას ძალიან არარეალისტურ შეხედულებას აძლევს, და წლების შემდეგ ის (სავარაუდოდ) უარესად გამოჩნდება ვიდრე პრაქტიკული კოსტუმი.

ფილმის ბოლო შერკინება მეტწილად იმედგაცრუებაა, ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ექშენის მხრივ Homecoming მოიკოჭლებს, მაგრამ  მისი სიძლიერე კარგად დაწერილი და გააზრებული სცენარი და პერსონაჟებია, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შთამბეჭდავი ბრძოლები, ზუსტად ეს ხდის ამ ფილმს სპაიდერმენის ერთერთ საუკეთესო ფილმად, მას მხოლოდ სემ რეიმის Spider-Man 2 (2004) თუ აჯობებს. Spider-Man Homecoming არის სახალისო, საინტერესო, გასაკვირად და თინეჯერული სული მქონე ისტორია, რომელიც გადმოსცემს (განმეორების გარეშე) სპაიდერმენის პირველად იდეას და კიდევ ერთი ძლიერი ფილმი MCU-ის კინო სამყაროში.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.