ფანტომექსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს არა ორიგინალური პერსონაჟია, იქს ადამიანების თანამედროვე პერიოდში. პირველად, ის გამოჩნდა 2002 წელს New X-Men #128-ში, მწერალ გრანტ მორისონის უკვე ლეგენდარული “რანის” ფარგლებში. ფანტომექსი საინტერესოა იმიტომ, რომ ფანტქომექსის იდეა არ არის უნიკალური – ის ამას არც ცდილობს, პირიქით ის ეგუება თავის კლიშეური “სულს” და ერთგვარი კომენტარია კომიქს ინდუსტრიაში იდეების “გადაკოპირების” შესახებ. როგორც მორისონი ამბობს, პერსონაჟი რეალურად შექმინილია იტალიური კომიქს გმირის დიაბოლიკის (Diabolik) პატივსაცემად.
რაც შეეხება დიაბოლიკს; კომიქსების გარდა იგი ცნობილია თავისი ფილმით- Danger: Diabolik (1968), ასევე ანიმაციური სერიალით – Diabolik (2000) რომელიც ევროპულ Fox Kids-ზე გადიოდა. როგორც ფანტომექსი, დიაბოლიკიც პროფესიონალი მძარცველია, თუმცა უმეტესად მხოლოდ სხვა კრიმინალებისგან იპირავს, ამასთან ერთად ის ებრძვის ამავე კრიმინალებს და სხვა ბოროტმოქმედებს. მართალია თავიდან დიაბოლიკი ბევრად უარყოფითი პერსონაჟი იყო, თუმცა მოგვიანებით მას მიანიჭეს “რობინ ჰუდის” ელემენტი.
დიაბოლიკს გააჩნია მაღალი ინტელექტი, ის კარგად ერკვევა მეცნიერების სხვადასხვა დარგებში; მათ შორის ქიმიაში, კომპიუტერებში და მექანიკაში. ის ასევე შენიღბვის და ჩასაფრების ოსტატია რაც მეტად ეხმარება მის “საქმიანობაში”. კომიქსის მესამე ნომრიდან დიაბოლიკს შეურთდება პარტნიორი და შემდგომ მისი შეყვარებული – ივა/ევა კანტი (Eva Kant),
ბავშობაში დიაბოლიკი მოხვდა გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების საიდუმლო კუნძულზე, სადაც ის შეისწავლის ყველა საჭირო უნარს, მათ შორის ენებს, მეცნიერებებს და რეალისტური ნიღბების დამზადების ხერხს. დიაბოლიკმა არ იცის თავისი ნამდვილი სახელი ან მშობლების ვინაობა. თავისი სახელი “დიაბოლიკი” მან აიღო შავი პანტერასგან, რომელიც იმავე კუნძულზე ცხოვრობდა.
20 წლის ასაკში მან გადაწყვიტა აჯანყებულიყო კუნძულის კრიმინალურ სინდიკატის წინააღმდეგ, დიაბოლიკმა მოკლა ჯგუფის მეთაური და დატოვა საიდუმლო კუნძული, ამის შემდეგ ის შორეულ აღმოსავლეთში გადაიხვეწება, სადაც საბრძოლო ხელოვნება შეისწავლა. აღსანიშნავია რომ დიაბოლიკი ასევე დაფუძნებულია ცნობილ ფრანგულ პერსონაჟზე სახელად ფანტომასი (Fantomas), რაც ასევე ჩანს იგივე ფანტომექსის სახელში. სახელი “Jean-Phillipe” კი დიაბოლიკის ფილმის მსახიობის John Phillip Law საპატივსაცემოდ ეწოდა ფანტომექსს.
საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფმა “Bestie Boys”-მა დიაბოლიკის ფილმის პაროდია გააკეთეს, თავის კლიპში სახელად ”Body Movin’, ამ კლიპში დიაბოლიკის პაროდიას აქვს თეთრი კოსტუმი, ზოგი მიიჩნევს რომ ზუსტად ამიტომ ფანტომექსაც აქვს თეთრი კოსტუმი.
კიდევ ერთი მსგავსება: ფანტომექსის მეორადმა მუტაციამ წარმოქმნა არსება “E.V.A”, (ეს სახელი კი დიაბოლიკის შეყვრებული ევას საპატივსაცემოდაა) E.V.A არის ფანტომექსის სხეულის და ნერვიული სისტემის გარე ნაწილი, თავიდან ის არსებობდა, როგორც პატარა ზომის ქსოვილი, რომელიც დღითი-დღე იზრდებოდა და ვითარდებოდა ერთგვარ ტექნო-ორგანულ არსებად, ფანტომექსს მენტალურად მისი ტრანსფორმირება შეუძლია, ის იყენებს E.V.A-ს როგორც მფრინავ ხომალდს, თუმცა მას სხვა ფორმების მიღებაც შეუძლია ისევე როგორც ენერგიის გამოყოფა თავდაცვის/თავდასხმის მიზნით, ფანტომექსს და E.V.A.-ს სიმბიოტური ურთიერთობა აქვთ, შესაბამისად თუ ფანტომექსი შორსაა “E.V.A.” განიცდის დისკომფორტს და ტკივილს, მაგრამ ეს დისკომფორტი არ ეხება თვითონ ფანტომექსს.
ისევე როგორც ლოგანი, ფანტომექსიც იყო Weapon Plus პროგრამის ნაწილი; ის გაიზარდა ხელოვნურ ვირტუალურ გარემოში სახელად “The World”, სადაც ტარდებოდა უამრავი ექსპერიმენტი, რათა მიეღოთ ტექნო-ორგანული მუტანტთა გამანდგურებელი (Sentinel ნაზავი) სახეობა. ამ დაწესებულებაში მისი სახელი იყო “Charlie Cluster-7”. ფანტომექსის თქმით, იმის მიუხედავად, რომ “The World” ინგლისში მდებარეობდა, მცდარი პროგრამირების გამო მას ჩამოუყალიბდა ფრანგული იდენტობა.
პირველად ფანტომექსი ჩნდება გრანტ მორისონის New X-Men-ში, სადაც ის ცდილობს მიიმალოს იქს ადამიანების პარიზულ შტაბში, რათა თავი დააღწიოს ფრანგ სამართალდამცავებს. ჯინ გრეი და პროფესორი იქსი ეხმარებიან მას, თუმცა მის ნიღაბს გააჩნია სპეციალური კერამიკული ფილები რომლებიც ბლოკავენ ტელეპატებს, ამიტომ ჯინი და ჩარლზი ვერ შეძლებენ ფანტომექსის აზრების წაკითხვას. ფანტომექსი უამბობს მათ თავის თავზე, მისი სიტყვით ის არის ევროპის ყველაზე დიდი მძარცველი, მას ზუსტად იმიტომ ეძებენ რადგან მან მოიპარა საიდუმლო ინფრორმაცია “Weapon Plus” პროგრამაზე, ამავე დროს კი სხვა იქს ადამიანების ჯგუფი ებრძვის Weapon Plus-ის შექმნილ საფრთხეს სახელად “Weapon XII”.
“იარაღ XII-ს” შეუძლია ნებისმიერი ადამიანის და ცხოველის კონტროლი, ასევე ის აქცევს თავის მსხვერპლს უტვინო, მაგრამ ძალიან ძლიერ “ზომბად”. ამასობაში ფანტომექსი, ჯინი და პროფესორი გაემგზავრებიან იქს ადამიანების ჯგუფის დასახმარებლად. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ისინი გაანადგურებენ “Weapon XII”-ს თუმცა გაირკვევა რომ მასთან ერთად არსებობს სხვა პროექტი – “Weapon XIII”. ბრძოლის გამო ფანტომექსის ტელეპატიური ბლოკი მოიხსნება, ჯინი წაიკითხავს მის გონებას და გაიგებს რომ ფანტომექსი სინამდვილეში არის დაკარგული “Weapon XIII” რომელიც სულ ახლახანს გამოიქცა და ყველაფერი რაც მან მოყვა თავის თავზე უბრალო ტყუილი იყო, თუმცა ფანტომექსი შეეცდება გახდეს მაღალი კლასის მძარცველი, როგორც ის თავის ისტორიაში აღწერდა საკუთარ თავს. მოკლე ხანში ფანტომექსის გზა ისევ გადაიკვეთება იქს ადამიანებთან, კერძოდ ლოგანთან; ის თხოვს დახმარებას ულტიმატონის დამარცხებაში, სანაცვლოდ კი სთავაზობს ინფორმაციას მის წარსულზე. მოგვიანებით კი ციკლოპი გადაწყვეტს ფანტომექსის რეკრუტირებას იქს ადამიანების გუნდში მაგნეტოს შეტევის დასაძლევად.
ამის შემდეგ, ფანტომექსი განაგრძობს ბრძოლას “Weapon plus” პროგრამის ნარჩენების წინააღმდეგ, ასევე ის ეუფლება კილერის და მძარცველის საქმიანობას. მოგვიანებით ის შეუერთდება იქსმენების საიდუმლო დანაყოფს სახელად “X-Force”, რომელცი “Black op” ტიპის გუნდია და დაკავებულია ყველაზე ბინძური სამუშაოებით რასაც უბრალო იქს ადმაინები ვერ გააკეთებენ. გუნდში აგრეთვე მონაწილეობენ პსაილოკი, არქენჯელი, დედპული და ვულვერინი.
იქს ფორსის პირველი დავალებაა აპოკალიფსის ახალი რეინკარნაციის ლიკვიდაცია, ის კი პატარა ბავშვი აღმოჩნდა, შესაბამისად გუნდში დიდი კამათი დაიწყო იმაზე თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მისი მოკვლა. უეცრად ფანტომექსი ესვრის პატარა აპოკალიფსს და მოკლავს მას. მოგვიანებით აღმოჩნდება რომ ფანტომექსმა აიღო აპოკალიფსის სისხლი და “The World” გამოყენებით შექმნა მისი ახალი კლონი, მაგრამ ამჯერად ის უკვე გაიზარდა როგორც კეთილი პიროვნება და გმირი მუტანტი სახელად გენეზისი, რამაც დაამტკიცა რომ ფანტომექსი არც იმდენად უგულო და ცივსისხლიანია. გუნდშივე დაიწყება ხანგრძლივი რომანი ფანტომექსა და პსაილოკს შორის.
აღსანიშნავია, რომ E.V.A-ს გარდა ფანტომექსს გააჩნია სამი ტვინი, რაც მას დიდ უპირატესობას აძლევს, როგორც ინტელექტუალურს ასევე – პრაქტიკულს; მაგალითად – თუ ის მიიღეებს სერიოზულ დაზიანებას თავის არეში მას უბრალოდ შეუძლია სხვა ტვინი გამოიყენოს და განაგრძოს ბრძოლა. როდესაც X Force დაუპირისპირდება მუტანტების ახალ საძმოს (Brotherhood of Evil Mutants) ფანტომექსს მოუწევს საკუთარი თავის გაწირვა პსაილოკის (Psylocke) გადასარჩენად. ჯერ კიდევ ცოცხალი E.V.A. შეეცდება ფანტომექსის გაცოცხლებას/კლონირებას, მაგრამ იმის გამო, რომ ფანტომექსს სამი ტვინი გააჩნია, მოხდება შეცდომა და ყოველი ტვინი მიიღებს ინდივიდუალურ სხეულს, ერთი თითქოს ძველებური ფანტომექსი, მეორე “ბოროტი” სახელად “Weapon XIII”, მესამე კი ყველაზე “კეთილი” ვერსია სახელად კლასტერი (Cluster), რომელიც მდედრობითი სქესის არის. ამის შემდეგ X-Force გუნდი დაიშლება.
შემდეგ ფანტომექსი შეურთდა კეიბლს (Cable) ახალ “X Force”-ს, იმ პირობით რომ კეიბლი დაეხმარება მას კლონების მოძებნაში და გაერთიანებაში. სამწუხაროდ კლონების გარეშე ფანტომექსის გონება დეგრადირებას დაიწყებს, ის გახდება პარანოიდული და პერფექციონიზმით გაგიჟებული. მენტალური გაგიჟების პიკზე ის უეცრად დაუპირისპირდება გუნდს; ასევე იყენებს სპეციალურ ტექნოლოგიას რათა საგრძნობლად გაძლიერდეს და გახდეს “სრულყოფილი და საუკეთესო”. ფანტომექსის ახალი ძალები დიდი თავის ტკივილი გახდება X Force – სთვის, რადგან ამით ფანტომექსი ფაქტობრივად დაუმარცხებელია.
დიდი ძალისხმევის გამოყენებით, პირველ რიგში ჰოპ სამერსის (Hope Summers) დახმარებით, გუნდი შეძლებს ფანტომექსის დამარცხებას, ახალი ძალების გარდა ფანტომექსი ასევე დაკარგავს კავშირს EVA-სთან, ამის შემდეგ ის პსაილოკის მეთვალყურეობის ქვეშ გადადის.
ფანტომექსს აგრეთვე MAX სერიაც აქვს, აღსანიშნავია რომ სერიაში მოქმედება არ ხდება მარველის უბრალო სამყაროში, არამედ ბევრად უფრო რეალისტურ გარემოში სადაც სუპერგმირები და მუტანტები არ ჩანან. ამ კომიქსში ფანტომექსის თავგადასავლები უფრო წააგავს ჯეიმს ბონდის ან იგივე დიაბოლიკის ისტორიებს.
წასაკითხი კომიქსების სია:
New X-Men (Vol. 1) #128-130, #133, #142-146, #149-150.
Weapon X (Vol. 2) #23-25.
Uncanny X-Force (Vol.1) #1-35.
X-Force (Vol.4) #1-15.
Fantomex MAX (Vol. 1) #1-4.
Big thanks to Alex, Ninja & Liza for editing.