იშვიათად თუ მოიძებნება კომიქსის პერსონაჟი, რომელიც პირველად კომიქსებში არ გამოჩენილა, ასეთ პერსონაჟებს შორისაა ჰარლი ქუინი (Harley Quinn).
1992 წელს “Batman Animated Series” ეპიზოდში სახელად “Joker’s Favor” მეორე ხარისხოვან როლში გამოჩნდა ჯოკერის დამხმარე სახელად ჰარლი ქუინი, იგი თავიდან გათვლილი იყო, როგორც მხოლოდ ერთჯერადი პერსონაჟი, თუმცა ჰარლიმ მალევე დაიპყრო ფანების გულები და გახდა მათი ფავორიტი. არავის არ შეეძლო წარმოედგინა რომ ეს თითქოს უმნიშვნელო პერსონაჟი გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედი დისის სამყაროში, პოპულარობაში ამ “ახალბედა” პერსონაჟმა გაუსწრო უამრავ 60 წელს გადაცილებულ პერსონაჟს და ბოლო წლებში პოპულარობაში ის ჯოკერსაც კი ეჯიბრება.
ჰარლი ქუინი შექმნეს ბეტმენის ანიმაციური სერიალის ავტორებმა – მწერალმა პოლ დინიმ (Paul Dini) და მხატვარმა ბრიუს ტიმმა (Bruce Timm), პერსონაჟი იყო შთაგონებული პოლ დინის მეგობრით და მსახიობით არლინ სორკინის მიერ (Arleen Sorkin), რომელიც გამოჩნდა მასხარას კოსტუმით სერიალ “Days of Our Lives” ერთ-ერთ სცენაში, ზუსტად ეს სცენა გახდა დინის შთაგონების მთავარი წყარო. სორკინის გარდა ჰარლის პერსონა იყო შთაგონებული დინის სხვა “ხასიათიანი” ნაცნობით.
ანიმაციური ჰარლი ქუინის წარმოშობის ისტორია პირველად კომიქსში იყო მოყოლილი; დინის და ტიმის გრაფიკულ ნოველაში “Batman: Mad love“ რომელიც ანიმაციური სერიალის ოფიციალური ნაწილი (კანონი) გახლდათ. კომიქსმა დიდ წარმატებას მიაღწია და ფანების დადებითი შეფასების გარდა მოიგო Eisner Award ჯილდო როგორც 1994 წლის საუკეთესო ცალკეულმა ისტორიამ.
ამ კომიქსში ვლინდება რომ ჰარლი ქუინი (ნამდვილი სახელი ჰარლინ ქუინზელ (Harleen Quinzel), თავის კრიმინალურ კარიერამდე თითქოს უბრალო მოზარდი და წარმატებული გიმნასტი იყო, რომელმაც ამის გამო მოიპოვა დაფინანასება/გრანტი გოტემის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან გადაწყვიტა ფსიქიატრიული განათლების მიღება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის გახდა არკჰემის ფსიქიატრიული საავადმყოფოს (Arkham Asylum) ფსიქიატრი, კომიქსში ნახსენებია, რომ ჰარლინს კარიერის აწყობა უნდოდა წიგნის დაწერით ცნობილ სუპერ კრიმინალ(ებ)ზე.
არკჰემში მუშაობის პირველივე დღიდან ჰარლინს არაჯანსაღი ინტერესი გაუჩნდა ჯოკერის მიმართ, ჯოკერმა მალევე შენიშნა რომ, მისი სახელი ჰარლინ ქუინზელი ჟღერს, როგორც ჰარლი ქუინი / არლეკინი (იტალიური ხალხური კომედიის ე. წ. „ნიღბების კომედიის“ ტრადიციული პერსონაჟი – ტაკიმასხარა), რაც მისთვის გარკვეულ მნიშვნელობას ატარებდა, როგორც ის თვითონ უმტკიცებდა ჰარლინს.
ფსიქიატრიული სეანსების დროს ჯოკერმა მას საკუთარი თავი ტრაგიკული მხრიდან დაანახა, უყვებოდა თუ როგორი საცოდავი და საზოგადოების მიერ გაუგებარი ადამიანი იყო ის, თითქოს მხოლოდ დახმარება და სითბო სჭირდებოდა. ჯოკერი ასევე უყვებოდა ჰარლინს თავის ბავშვობაზე; თუ როგორი სისასტიკით ეპყრობოდა და სცემდა მამამისი, მაგრამ ის სინამდვილეში იტყუებოდა და მხოლოდ მანიპულირებდა ჰარლის არაჯანმრთელი ინტერესით. ტყუილმა და მანიპულაციამ იმუშავა და ჰარლინს ძლიერი გრძნობები გაუჩნდა ჯოკერის მიმართ, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის არც თუ ისე დალაგებულ პიროვნებაზე.
ჯოკერის არკჰემიდან გაქცევის შემდეგ ჰარლინი დაინახავს თუ როგორ ნაცემ მდგომარეობაში დააბრუნებს ბეტმენი მას, დასისხლიანებული ჯოკერის დანახვისას ჰარლინი მწყობრიდან გამოდის, ის კიდევ უფრო შეიცოდებს ჯოკერს, მასში მხოლოდ საბრალო მსხვერპლს დაინახავს და არა მკვლელს; ამ ინციდენტის შემდეგ ჰარლინი გადაწყვეტს არკჰემიდან ჯოკერთან ერთად გაქცევას და მის დახმარებას ამჯერად უკვე როგორც ახალი ბოროტმოქმედი სახელად ჰარლი ქუინი.
თავის შეცოდების გარდა ჯოკერი უამრავ სხვადასხვა მანიპულაციის მეთოდს მიმართავდა ჰარლის გამოსაყენებლად, ჯოკერი ყოველთვის სარგებლობდა ჰარლის ბრმა სიყვარულით და ერთგულებით. ჯოკერი ადვილად ტოვებდა და აგდებდა ჰარლის, როდესაც ეს შესაძლებელი იყო, მეტიც-ის მზად იყო ჰარლი სასიკვდილოდაც გაემეტებინა, ამ ურთიერთობის მანძილზე იგი ძირითადად უხეში და სასტიკი იყო, მაგრამ ამაზე ჰარლის გაბრაზება მხოლოდ დროებითი იყო და ხანმოკლე დროის შემდეგ ის ისევ უბრუნდებოდა ჯოკერს.
ჰარლის მიამიტურად სჯერა, რომ უხეშობის მიუხედავად ჯოკერს ის მართლა უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეგობარი (და ზოგი მტერიც კი) მიუთითებდა ამ ურთიერთობის მავნებლობაზე. ჯოკერის და ჰარლის ურთიერთობა არის კლასიკური “Abusive relationship”.
“Mad Love” იყო ადაპტირებული 1999 წლის ანიმაციურ სერიალში “Batman New Adventures” (რომელიც “Batman The Animated Series” პირდაპირი გაგრძელებაა).
ჰარლის დიდი როლი ჰქონდა დისის ანიმაციურ სამყაროში, ამავე დროს DC COMICS-ში გადაწყდა, რომ იგი უნდა გამხდარიყო ლეგიტიმური კომიქს სამყაროს ნაწილი; პირველად ეს მოხდა გრაფიკულ ნოველაში Batman: Harley Quinn რომელიც “No Man’s Land” ისტორიის ნაწილია, თუმცა ტექნიკურად ამ კომიქსამდე ის პირველად გამოჩნდა Batman Adeventures #12, რომელიც ანიმაციური სერიალის სამყაროს კომიქსია, და შემდგომ კომიქსში Batman: Thrillkiller, რომელიც უკვე ალტერნატიული სამყაროს ნაწილი იყო.
თავისთავად კომიქსებში ჰარლი ქუინი უფრო რეალისტურია, ასევე როგორც მისი ურთიერთობა ჯოკერთან, თუ ანიმაციაში ჯოკერის და ჰარლის ურთიერთობა უფრო იუმორისტული cartoon slapstick ძალადობაში (Looney tunes style) გადიოდა კომიქსებში ის უფრო სერიოზული, ბნელი და დეპრესიული გახლდათ.
ზოგ კომიქსში ნახსენებია რომ ჰარლის მაღალი ინტელექტი გააჩნია მაგრამ ანიმაციაში და კომიქსებში ჰარლი ქუინი არ გამოირჩევა დიდი ინტელექტით. პირიქით-ის სტერეოტიპულად სულელი პერსონაჟია, რაც მისი ფსიქიატრიული განათლების გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიშნებისთვის მას ზოგჯერ ლექტორებთან “დაახლოება” უწევდა) ბევრ კითხვას ბადებს, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა, რომ მისი ინტელექტუალური დაქვეითება ფსიქიური აშლილობით ან ერთგვარი ესკაპიზმითაა გამოწვეული
კომიქსებში ჰარლის ისტორია განახლდა და ცნობილი გახდა ბევრი სხვა გარემოება; ჰარლინი არა გამართული ოჯახიდანაა მისი დედა მკაცრი პიროვნება იყო, ძმა უპასუხისმგებლო უქნარა, მამა კი აფერისტი და კრიმინალი. ზუსტად მამამისი იყო ჰარლის კრიმინალების ფსიქოლოგიით დაინტერესების მიზეზი. სასწავლებელში ჰარლი მოიფიქრებს თეორიას, რომლის მიხედვითაც იყო შეყვარებული იგივეა რაც იყო კრიმინალი.
უნივერსიტეტში ჰარლი დაინტერესდა იდეით: “რაზე წამსვლელი შეიძლება გახდეს შეყვარებული ადამიანი, თუ ამის საჭიროება გამოჩნდება”, ამისათვის ის ექსპერიმენტს ჩაატარებს თავის შეყვარებულ გაი სკოპსკიზე (Guy Kopski), გაი შეიძლება დავაკავშიროთ ჯოკერის პერსონაჟს, რადგან მის ტიპაჟთან ახლოსაა. ჰარლი მოიფიქრებს ისტორიას, რომ მას ყავს მოკლული ადამიანები, შედეგად გაი შეეცდება ჰარლის დაცვას მაგრამ ამასობაში ის შემთხვევით მოკლავს უდანაშაულო ადამიანის;
გაი ვერ გაუძლებს სინდისის ქენჯნას და სთხოვს ჰარლინს დაეხმაროს მას თვითმკვლელობაში, რადგან მარტო მას ეს არ შეუძლია. მისი სიკვდილი ღრმად ტრავმატული აღმოჩნდება ჰარლის ფსიქიკისთვის, რამაც ასევე შეიძლება ახსნას მისი მზარდი შეშლილობა.
ჰარლი დაინახავს, რომ ჯოკერის პერსონა მას აგონებს მის მოკლულ შეყვარებულს, ზუსტად ამ მსგავსების გამო ყველაფერს იღონებს მასთან დაახლოებისთვის.
2000 წლის დეკემბერში ჰარლიმ პირველი სოლო სერია მიიღო. სერია 3 წელი გრძელდებოდა და სულ 38 ნომრისგან შედგება. ამ სერიაში ჯოკერისგან მისი მკვლელობის მორიგი მცდელობის შემდეგ ჰარლი შეეცდება დამოუკიდებელი გახდეს და ჩამოაყალიბოს საკუთარი კრიმინალური დაჯგუფება, გარდა ამისა მას ბევრი სხვა (ხშირად კომიკური) თავგადასავალი გადახდა.. მოგვიანებით კომიქსში “Gotham City Sirens” ჰარლი გაერთიანდა გუნდში თავის მეგობარ ფოიზონ აივსთან (Poison Ivy) და ქეთვუმენთან (Catwoman) ერთად.
ჰარლის საუკეთესო მეგობარი (და შეიძლება მეტიც?) არის ბეტმენის სხვა “ვეტერანი” მოწინაღმდეგე – ფოიზონ აივი, ჯოკერთან მორიგი გაყრის შემდეგ ზუსტად აივისთან ატარებდა დროს და კრიმინალურ საქმიანობას, იმის მიუხედავად, რომ მან არაერთხელ უღალატა აივის ჯოკერის ტყუილი დაპირებების გამო, იგი მას მაინც პატიობს, რადგან როგორც ჰარლის ეცოდება ჯოკერი ზუსტად ასევე ეცოდება აივის ჰარლი. მეგობრობის ნიშნად აივიმ შეიმუშავა სპეციალური ვაქცინა, რომელმაც გააძლიერა ჰარლი და ფიზიკურ ფორმაში მოიყვანა
New 52: აქ ჰარლის უკვე განახლებული კოსტუმის დიზაინი აქვს, მან მოიშორა ძველი მასხარას კოსტუმი და გადავიდა უფრო სექსუალურ და თანამედროვე ტანისამოსზე. მას ასვე ოდნავ განახლებული ისტორიაც აქვს, რაც ყველაზე საინტერესოა New 52 ჰარლის როგოც ჯოკერს თეთრი კანი აქვს, რადგან განახლებულ სამყაროში ჯოკერმა ჰარლი ისევე ჩააგდო ქიმიკატებით სავსე აუზში როგორც ბეტმენმა ჯოკერი.
ვიზუალურ განახლებასთან ერთად ჰარლი გახდა Suicide Squad-ის წევრი, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა გუნდს და დიდი ალბათობით ეს ფილმის შექმნის რეალური მიზეზიც გახდა, ამავე კომიქსში ჰარლის მოკლე რომანი ექნება გუნდის მეორე წევრთან – დედშოტთან (Deadshot). 2013 წლის “Batman Death of the family” ისტორიის შემდეგ ჰარლი გააცნობიერებს, რომ ჯოკერი შეიცვალა და უკვე აღარ არის ის ადამიანი, რომელიც მას უყვარდა.
მოგვიანებით ახალ სოლო სერიაში ჰარლი დისტანცირებულია ბეტმენის ოჯახისგან და წარმოჩენილი, როგორც არა ბოროტმოქმედი, არამედ ჯოკერისგან დამოუკიდებელი ანტი გმირი, რომელიც აფასებს ადამიანის ცხოვრებას, და რაღაცით მარველის დედპულს (Deadpool) წააგავს. “გმირობის” გარდა ამ კომიქსში ჰარლი თავის ყოფილი პაციენტისგან მემკვიდრეობით მიიღებს უძრავ ქონებას კონი აილენდზე, შექმნის ახალ კრიმინალთა-საწინააღმდეგო ჯგუფს და დაუბრუნდება ფსიქიატრიულ საქმიანობას.
კომიქსების და ანიმაციის გარდა ჰარლი აგრეთვე გამოჩნდა სხვა მედიაშიც, მათ შორის ვიდეო თამაშებში როგორიცაა 2001 წლის Batman The Vengeance ასევე პოპულარულ Batman Arkham-ში (სერიებში Arkham Asylum, Arkham City, Arkham Knight) სადაც ჰარლის დიდი როლი ჰქონდა, რამაც მხოლოდ გაზარდა მისი პოპულარობა. ჰარლი აგრეთვე მონაწილეობდა დისის მოკლე სერიალში “Birds of Prey”, ამ სერიალში მისი როლი შეასრულა მსახიობმა მია სერამ (Mia Sara)
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარლი ქუინი გამოჩნდა ფილმში “Suicide Squad”, ამ ფილმში მისი როლი შეასრულა მარგო რობიმ (Margot Robbie). ბევრი ფანის და კინო კრიტიკოსის აზრით რობის ჰარლი იყო ფილმის საუკეთესო ნაწილი. ბოლო ინფორმაციით DC/WarnerBros. მუშაობს იწყებს ჰარლი ქუინის ახალ ფილმზე სადაც მის გარდა ბეტ სამყაროს სხვა გმირები და ბოროტმოქმედები მიიღებენ მონაწილეობას, Birds of Prey-ს და Gotham City Sirens-ის ერთგვარი ანალოგი.
რეკომენდირებული კომიქსები:
Batman Adventures: Mad Love (ჰარლის პირველი “ორიჯინ” ისტორია)
Batman: Harley Quinn (ჰარლის პირველი გამოჩენა დისი კომიქსის მთავარ სამყაროში)
Harley Quinn vol. 1 #1-38 (ჰარლის პირველი სოლო სერია)
Joker’s Asylum II: Harley Quinn #1
Gotham City Sirens #1-26
Batman vol. 2 #13
Harley Quinn vol. 2 #1-30
Big thanks to our editors: Alex Tevzadze and Liza Jibladze.