თვითმკვლელთა რაზმი: მიმოხილვა

ფილმის  “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” გარდა წელს მაყურებელს დისის კიდევ ერთი კინო პროექტი ელოდა – “თვითმკვლელთა რაზმი”, პირველი კომიქს ფილმი  ბოროტმოქმედების გუნდზე.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ უკვე უამრავი კომიქს ფილმი ვნახეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, თვითმკვლელთა რაზმის იდეა  ახალი და უნიკალურია, კომიქს ფილმებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი, სამწუხაროდ, ხდება ბანალური კლიშეების მსხვერპლი.

სპოილერები 

ფილმი იწყება ამანდა ვოლერის იდეით – შექმნას სპეციალური-დაჯგუფება, რომელიც დაემორჩილება სეხელმწიფოს და დაიცავს აშშ-ს ახალი ბოროტი “სუპერმენისგან”,  იგი არჩევანს გააკეთებს სუპერ კრიმინალებზე რომლებიც მათ უკვე ჰყავთ ხელში, ესენი არიან – ვილ სმიტის დედშოტი, მარგო რობის ჰარლი ქუინი, ჯეი კორტნის ბუმერანგი, ჯეი ჰერნანდესის ელ დიაბლო, ედვილ აკანოე აგბიჯის კილერ ქროკი და ადამ ბიჩის სლიპკნოტი, მათ მეთაურობს ჯოელ კინანმენის რიკ ფლაგი, რომელსაც ეხმარება კარენ ფუკუჰარას კატანა.

ფილმის მოქმედება საკმაოდ სწორხაზოვანია, მას არ აქვს ბევრი შიდა დამაბნეველი “პლოტ ლაინი”, რაც უფრო კარგია ვიდრე ცუდი, (რადგანაც მსგავსმა გადახვევებმა უამრავი პრობლემა შექმნა BVS-ში.) მაგრამ ამავე დროს ეს მეტისმეტად ამარტივებს ფილმს.

პირველ ნაწილში ვეცნობით გმირების ისტორიებს მოკლედ და ლაკონურად, რასაც ფილმი წარმატებით ასრულებს, აქვე ხდება ბეტმენის და ფლეშის, მეტად სასიმოვნო, კამეო გამოჩენები.

პერსონაჟები, მეტწილად კარგად, შესრულებულნი არიან და მათ აქვთ თავიანთი კომიქს ვერსიების “სული”,  ყველაზე მეტი დრო დაეთმო ჰარლი ქუინს, მარგო რობი კარგად გადმოსცემს მის ხასიათს, პერსონაჟების შორის ის ყველაზე ახლოსაა თავის ანიმაციურ/კომიქს ვერსიასთან (მოგეხსენბათ ჰარლი ქუინი შეიქმნა ბეტმენის ანიმაციურ სერიალში და არა კომიქსებში),  რამოდენიმე გადამეტებულ “cringey” მომენტს თუ არ ჩავთვლით მარგო რობიმ იდეალურად შეასრულა ჰარლი ქუინის როლი.

ეკრანზე გატარებული დროის ხანგრძლივობის მიხედვით მეორე პერსონაჟი  არის დედშოთი, უილ სმიტმა თავისებურად ითამაშა ეს როლი, შეიძლება ის არ იყო დედშოთის პერსონაჟის კომიქსის ზუსტი ვერსია, როგორც მარგო რობის ჰარლი, მაგრამ მან მაინც მოახერხა პერსონაჟის არსის გადმოცემა.

შესანიშნავი იყო, ვიოლა დევისის ამანდა უოლერი, ასევე კარგი იყო რიკ ფლაგი და ელ დიაბლო, სხვა პერსონაჟებს, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ შანსი გაშუქებისთვის, განსაკუთრებით “შეტენილი” ჩანდა კატანა, თუმცა მსგავს ფილმში ეს დასაშვებია. ცალკე აღსანიშნავია, კაპიტან ბუმერანგი ან თუ რამდენად კარგად შეასრულა ჯეი კორტნიმ თავისი  როლი, იმის მიუხედავად, რომ ის მაინც კარიკატურული პერსონაჟი იყო. ყველაზე მთავარია, რომ გუნდს ჰქონდა ბუნებრივი დინამიკა, რაც მეტად მნიშვენლოვანია, მსგავსი ფილმისთვის. 

რაც შეეხება ჯოკერისა და ჰარლის ურთიერთობას; ის განსხვავდება მათი ტრადიციული ურთიერთობისგან, რადგან კომიქსებში და ანიმაციაში ჯოკერს დიდად არ ადარდებს ჰარლი ქუინი, ჯოკერი მას მხოლოდ მაშინ იყენებდა როდესაც ეს საჭირო იყო და ადვილად ტოვებდა და აგდებდა, შეიძლება ითქვას ეგრედ წოდებული “abusive relationship” ჰქონდათ, მაგრამ ფილმში  ყველაფერი სხვაგვარად არის, ჯოკერს მეტად მოსიყვარულე და  მზრუნველი დამოკიდებულაც კი გააჩნია ჰარლის მიმართ, ყოველთვის ცდილობს მის  დაბრუნებას, ისინი  16 წლის თინეიჯერ წყვილს გვანან.

ამ ფილმის ჯოკერს გულწრფელად ადარდებს ჰარლის ბედი, რაშიც ჩვენ არაერთხელ ვრწმუნდებით ფილმის ყურებისას. შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ფილმის ავტორებს შეეშინდათ ურთიერთობაში ძალადობის თემის წამოწევა, რაც გასაგებია, როგორც პრეტენზია ჰარლის ზედმეტ სექსუალიზაციასთან, თუმცა ჩვენ აგრეთვე გვესმის შეკითხვები და საყვედურები, თუ რატომ არ არის ფსიქოპატი და ამორალური  ჰარლი ქუინი ფემინიზმის სტანდარტების ქომაგი…

ძალიან ძნელია, დაზუსტებით თქვა თუ როგორი ჯოკერი ითამაშა ჯარედ ლეტომ, იქიდან რაც ანახეს ის ნამდვილად არ არის ცუდი, ბევრად ფსიქოტური და “განგსტერულია” ვიდრე მისი წინა კინოვერსიები. სამწუხაროდ, ფილმში მისი როლი წარმოუდგენლად მოკლეა, რაზეც თვითონ ჯარედ ლეტომაც გამოთქვა უკმაყოფილება.

ფილმი, აშკრად გადატენილია სიმღერებით, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ფიქრობდნენ ფილმის ავტორები, როდესაც ყველა სცენაში  სიმღერას ტენიდნენ, ეს პირადად ჩემთვის, მოსაბეზრებელია განსაკუთრებით, როდესაც მუსიკა  დიალოგს ხელს უშლის.

შედარებისათვის გალაქტიკის მცველების “Awesome Mix” მაინც სავსე იყო ნაკლებად ცნობილი სიმღერებით, თვითმკვლელთა რაზმში კი ყველა სიმღერა გაცვეთილი ჰიტია, რომელიც მრავალჯერ მოგვისმენია სხვა ფილმებშიც.

The Hollywood Reporter – მა დადო ვრცელი სტატია, სადაც საუბარია ფილმის გადაღებაზე, რომელიც სავსე იყო პრობლემებითა და შფოთვით, რადგან  გადაღება, ძალიან, სწრაფად მიმდინარეობდა, რათა დროში ჩატეულიყვნენ, სტატიაში ამბობენ რომ ფილმის სცენარი სულ 6 კვირაში იყო დაწერილი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ფილმის მონტაჟზე მუშაობდა ტრეილერის შემქმნელი კომპანია მხოლოდ იმიტომ, რომ ტრეილერმა ინტერნეტში მოწონება მიიღო.

ფილმის ნამდვილი და მთავარი პრობლემა საბოლოოდ გუნდის მოწინააღმდეგეა და მის გარშემო აგებული სიუჟეტი,  იმის მიუხედავად რომ ის ქმნის საინტერესო ადგილმდებარეობას – დაცარიელებულ ქალაქს სავსე უტვინო ზომბებით, რაც ერთ მხრივ იდეალურია ექშენისთვის, მაგრამ ფილმის ექშენი , თუმცა სახალისოა, მაინც არ არის დიდად დასამახსოვრებელი.

მთავარი ბოროტმოქმედი არის ყველაზე  ბანალური “მაგიური” პერსონაჟი  რომლის არქეტიპი ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვა ფილმებში, ასევე ბანალურია ამ ბოროტ მოქმედის დიდი გამანადგურებელი “იარაღი”, ეს მითუმეტეს საწყენია რადგან ფილმი ცდილობს უნიკალური და ახალი იდეის განხორციელებას და ასევე საწყენია, როდესაც ფილმში ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი მონაწილეობს  – ჯოკერი, ტრეილერებიდან ზოგს გაუჩნდა აზრი, რომ რაზმის მოწინააღმდეგე სწორედ ის იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა.

პრობლემა არ არისს მხოლოდ პერსონაჟში ან კარა დელევინის მსახიობურ უნარებში, კარგი სცნარით და იდეეით ნებისმიერი პერსონაჟი შეიძლება გახდეს  საინტერესო, თეორიულად ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო კომიქსური “Mission Impossible” ანტი გმირებით და სუპერძალებით მაგრამ ფილმის ავტორებმა გადაწყვიტეს ზარმაცი, შაბლონური გზით სიარული და შემოგვთავაზეს ყველაზე არაუნიკალური მოწინააღმდეგე და ფინალური ბრძოლა, ფილმის ბოლო მოქმედება თითქოს  ძველი ვიდეო თამაშების ბოლო ბოსის მისიას გავს, იმასაც კი ველოდი რომ ჰარლი ქუინი მეოთხე კედელს დაარღვევდა და ამას იტყოდა დედპულის არ იყოს. თუმცა ჰარლის ოცნება ნორმალურ ოჯახზე ჯოკერთან, მართლაც კარგი და სასაცილო მომენტი იყო. დისის და ვორნერების კრეატიული გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დასანანია მსგავსი “ღარიბი”, არაკრეატიული დაბოლოება და ბოროტმოქმედი, აქედან გამომდინარე ნაწილობრივ მაინც შემიძლია გავუგო კრიტიკოსების დაუნდობელ და ცინიკურ შეფასებას ფილმის მიმართ.

შეგვიძლია ვთქვათ შეჯამებისთვის, რომ ფილმს მართლა აქვს ძლიერი მხარეები; დასაწყისში ის წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას რაც არის პერსონაჟების წარდგენა და გუნდის შექმნა იმის მიუხედავად, რომ ფილმის მთავარი მოქმედება სამწუხაროდ დიდი იმედგაცრუებაა და მხოლოდ უარყოფითად აისახება დისის კინო სამყაროს მომავალზე.

Big thanks to our editors: Alex Tevzadze and Liza Jibladze.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Batman, DC, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.