ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მარჯან სატრაპის ავტობიოგრაფიული კომიქსი (გრაფიკული ნოველა) „პერსეპოლისი“. კომიქსი ბევრ საინტერესო თემას ეხება როგორიც არის რელიგია, კულტურა და თავისუფლება.
გრაფიკული ნოველა გვიჩვენებს მეამბოხე გოგონას და მისი ოჯახის ცხოვრებას ისლამისტურ ირანში და შემდგომ უკვე ევროპაში, რაც ხდის კომიქს საინტერესოს ის არი რომ მარჯან სტრაპის ბავშვობა ემთხვევა იმ დროს როდესაც ირანში განხორციელდა ისლამური რევოლუცია, იმ დროს ირანი ორმაგად გაიყო, ერთ მხარეზე ირანის სეკულარული საზოგადოება იდგა მეორეზე კი რელიგიურ ფუნდამენტალისტები.
ჟურნალ Newsweek-მა დეკადის საუკეთესო წიგნების შორის პერსოპლის მეხუთე ადგილი მიანიჭა, 2007 წელს კი კომიქსის ანიმაციური ეკრანიზაცია გადაიღეს რომელიც შემდგომ ოსკარზე იყო წარდგენილი.
პერსეპოლისის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში, წიგნის ფასია 14,9 ლ.