გერი კონვეი (Gerry Conway), მწერალი რომელმაც პიტერ პარკერის პირველი შეყვარებული გვენ სტეისი მოკლა, ადამიანი-ობობას კომიქსს უბრუნდება. ის ყველასთვის ნაცნობ მობეზრებულ “Point one” ფორმატში დაწერს ხუთ ნაწილიან ისტორიას, რომელიც Amazing Spider-Man #16.1-დან #20.1-მდე გაგრძელდება.
ამ საქმეში კონვეის პარტნიორობას გაუწევს მხატვარი კარლო ბერბერი (Carlo Barberi). ამ ისტორიაში, სახელად სპირალი (Spiral), ადამიანი-ობობა “Spider-Verse”-ის განზომილებიდან განზომილებაში სირბილისგან უბრუნდება უფრო ჩვეულ კრიმინალურ სამყაროს. აგრეთვე დიდი როლი ამ ისტორიაში ექნება პოლიციის კაპიტანს იური ვატანაბეს (Yuri Watanabe) და მის ალტერ ეგოს მოჩვენებას (Wraith).
გერი კონვეი პირველი მწერალი იყო რომელმაც შეცვალა სტენ ლი (Stan Lee) Amazing Spider-Man-ზე, გვენ სტეისის სიკვდილის გარდა კონვეი არი დამსჯელის (Punisher) და ტურას (Jackal) თანა-ავტორობით ცნობილი. “სპირალის” პირველი ნაწილი 2015 წლის მარტში გამოვა.