სერიალ “Krypton”-ზე მუშაობა დაიწყო

Hollywood Reporter იუწყება რომ DC/WB ახალ სერიალზე მუშაობა დაიწყეს, ამ სერიალის  სახელია “კრიპტონი” (Krypton). სერიალის პროდიუსერები დევიდ გოერი (David Goyer) და იან გოლდბერგი (Ian Goldberg) იქნებიან, ამასთან ერთად გოლდბერგი  სერიალის სცენარზე იმუშავებს. სერიალი უნდა გავიდეს ტელეარხ SyFy-ზე.

როგორც სერიალის სახელიდან გაიგეთ, ფოკუსი სუპერმენის განადგურებულ პლანეტაზე იქნება და მის წარსულზე, და სავარუდოდ სუპერმენის ანუ კალ-ელის (Kal-El) ოჯახზე (House of El), და უფრო კონკრეტულად კი მის ბაბუაზე მოგვიყვება.  დევიდ გოიერს უკვე ნამუშევარი აქვს სუპერმენის ფილმზე “Man of Steel” და ამით შეიძლება წარმოდგენა გვქონდეს თუ როგორი დაახლოებით იქნება სერიალის სამყარო, თუმცა არსებობს ვარაუდი რომ კრიპტონის თავისებურების გამო სერიალი ძალიან ძვირი შეიძლება დაჯდეს, ამიტომ შეიძლება უფრო რეალისტური და უფრო “იაფი” კრიპტონის გარემო ვიხილოთ.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება სერიალის გადაღება ან როდის გამოვა ის ტელეარხის ეთერში.

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.