“Wonder Woman” რეჟისორის ვინაობა ცნობილია

THR მიხედვით ირკვევა რომ ფილმს “Wonder Woman” მიშელ მაკლარენი (Michelle MacLaren) გადაიღებს, ზაკ სნაიდერი (Zack Snyder) კი ფილმის პროდუსერი იქნება. ჯერჯერობით უცნობია სცენარისტების ვინაობა, მაგრამ ფილმის პროდუსერების შორის აგრეთვე ზაკ სნაიდერის ცოლი დებორა სნაიდერი (Deborah Snyder) და ჩარლზ როვენი (Charles Roven) იქნებიან.

მიშელ მაკლარენი ცნობილია თავისი მუშაობით ეგეთ სერიალების ეპიზოდებზე როგორიცაა: Breaking Bad, The Walking Dead and Game of Thrones.

ფილმი “Wonder Woman” 2017 წელს უნდა გამოვიდეს გალ გადოტით (Gal Gadot) მთავარ როლში, მაგრამ მის ვონდერ ვუმანს ჩვენ პირველად ფილმში “Batman V. Superman:  Dawn Of Justice” ვიხილავთ, რომელიც 2016 გამოვა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: BatmanVSuperman, DC, Movies. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.