The Man who Broke the Bat


ბეინი (The Bane) არის გამოგონებული ანტი-გმირი DC კომიქსებში, შექმნილი Chuck Dixon, Doug Moench და Graham Nolan-ს მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში Batman: Vengeance of Bane #1 (1993 წლის იანვარი) ის გვევლინება ბეტმენის მტრად რომელიც ავლენს როგორც დიდ ფიზიკურ ძალას ასევე გონებრივსაც. IGN-ს გამოკითხვაში “ტოპ 100 ანტი-გმირი კომიქსების ისტორიაში” ბეინმა 34 ადგილი დაიკავა. მის ბრწყინვალე გონებაზე Ra’s al Ghul-მა (ეს არის ადამიანი რომელიც დაახლოებით 6 საკუნეა უკვე ცოცხლობს) აღნიშნა რომ: “ბეინის გონება უტოლდება უდიდეს გონებას რაც ჩვენთვის ცნობილია”-ო. დაიბადა კარიბის რესპუბლიკაში. იჯდა ციხეში რომელსაც ეძახდნენ Peña Dura-ს რაც ნიშნავს Hard Rock-ს მამამისი Edmund Dorrance იყო რევოლუციონერი. როგორც შემდეგ მთავრობამ ჩათვალა შეიძლებოდა ბეინიც მამამისი კვალს გაჰყოლოდა ამიტომ ბავშვობა და ახალგაზრდობა ციხის საკანში გაატარებინეს სადაც არაფერი არ ქონდა ერთი სათამაშო დათვის გარდა რომელსაც Osito დაარქვა (ესპანურად პატარა დათვს ნიშნავს) ამ მძიმე წლებმა მას საკმაოდ ბევრი რამ ასწავლა რაც შემდეგში ეხმარება კრიმინალური სამყაროს სათავეში ყოფნაში. ციხეში ყოფნის დროს მან საფუძვლიანად შეისწავლა მეცნიერების სხვადასხვა დარგები, ლაპარაკობს 6 აქტიურ ენაზე ასევე 1 მკვდარ და 1 საიდუმლო ენებზეც, ასევე მას აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება. მან სულ რაღაც ერთ წელში მოახერხა და გაიგო ბეტმენის ვინაობა რასაც ბეტმენი თითქმის იდეალურად მალავდა. ფიზიკურად ძლიერდება ხსნარით რომელიც პირდაპირ მის ტვინში შედის და მისი მიღება სჭირდება ყოველ 12 საათში ერთხელ. და კიდევ ერთი ის ცნობილია როგორც “The Man who Broke the Bat”.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *