თანოსი დაიბადა პლანეტა ტიტანზე, რომელიც დასახლებული იყო რასით- უკვდავებით (Eternals). თვით ეს რასა შექმნეს კოსმიურმა ღმერთებმა, რასამ რომელიც ცნობილია ცელესტიალების (Celestials) სახელით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რასის შექმნისას, ზირანი, მეცნიერი რომელიც მუშაობდა რასის შექმნაზე დაეფუძნა ოლიმპიელი ღმერთების გენს. თავდაპირველად ახლადშექმნილი რასა დედამიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ რასის ნაწილმა დატოვა დედამიწა და ტიტანზე გადასახლდა, ხოლო დანარჩენები კი დედამიწაზევე დარჩნენ ჯერ ზურასის, შემდეგ კი იკარისის ხელმძღვანელობის ქვეშ.
განვიხილოთ პერიოდი დაბადებიდან მშობლიური პლანეტის განადგურებამდე. ცალკე უნდა აღინიშნოს ეს პერიოდი, რამდენადაც სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ის ნიჰილისტური ფილოსოფია და სწრაფვა სიკვდილისკენ, რაც შემდეგ სრულად განსაზღვრავს თანოსის ცხოვრებას. დაბადებიდანვე, თანოსი განსხვავებული იყო. პირველ რიგში ეს სახესხვაობა სხვებისაგან გამოიხატება მისი ანომალიური გარეგნობით. აქ ალბათ სავარაუდოა ის, რომ იმძლავრა უკვდავების “მოძმე” რასის ევიანტს გენმა.
ეს სხვაობა, ერთის მხრივ დავუკავშირეთ გენებს, მაგრამ აქვე შეიძლება იმ იდეის დაშვება, რომ პირს, რომელსაც ბედისწერამ განუსაზღვრა დაემჩნია თავისი კვალი სამყაროს განვითარებაზე უნდა ქონოდა განსხვავებული გარეგნობა, ანუ იდეალურ სამყაროში დაბადებული მონსტრი, რომელიც არა მარტო ბუნებით, არამედ გარეგნულადაც ანარეკლია იმ ბოროტების რასაც უკვდავთა რასა მუდამ ებრძოდა.
დაბადების მომენტში დედამისმა, სუი-სანმა ცადა თანოსის მოკლვა, მაშინ როცა მან შვილს თვალებში ჩახედა. დედამ დაინახა თუ რა მონსტრი დაიბადა თანოსის სახით და რას მიაღწევდა ის, თუ კი გაიზრდებოდა. მკვლელობის უშედეგო მცდელობის შემდეგ მენტორის ცოლი ჩკუიდან შეიშალა. ცხოვრების ეს ადრეული მონაკვეთი თითქოს და არაფრით არ იყო გამორჩეული. თანოსი ცხოვრების ნაწილს თავისი უმცროსი ძმის, ეროსის ჩრდილქვეშ ატარებდა, დროის დიდ ნაწილს ხატვასა და სწავლას უთმობდა.
გასაკვირი არ არის ის, რომ თანოსი საუკეთესო მოსწავლე იყო. ეს ყოველდღიურობა შეიცვალა მაშინ, როდესაც გამოჩნდა ერთი გოგო, რომელიც დაუახლოვდა თანოსს. ის ესაუბრებოდა იმ იდეებზე, რასაც თანოსი მუდამ გაურბოდა და ცდილობდა ეცხოვრა ისე, თითქოს ისინი არც არსებობდენენ. ცხადია, აქ ვერ ვიასუბრებთ ამ მონაკვეთზე დეტალურად, რამდენადაც ყოველდღიურობის აღწერა დიდ დროს წაიღებს და არსებითად არაფრის მომცემი იქნება, ამიტომაც მხოლოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე შევაჩერებთ ყურადღებას. უცნობი გოგოს გამოჩენამ როგორც აღვნიშნეთ შეცვალა თანოსის ცხოვრება. მან გაუღვიძა ტიტანს ახალი ინტერესები და უნდა აღინიშნოს რომ ეს ახალი გატაცება, არც მორალურად და არც ესთეტიკურად არ იყო გამართლებული. თავდაპირველად იყო ექსპერიმენტები ხვლიკებზე, რომელსაც მოყვა ცდები ძუძუმწოვრებზე. ცდების შემდეგი საფუხური ლოგიკურია უკვე ადამიანები იყვნენ. ამ ექსპერიმეტებმა სულ 17 ადამიანი შეიწირა პირველ საფეხურზე, საბოლოოდ კი, საკუთარი არსის გასაგებად თანოსმა დედამისი მოკლა და შეისწავლა.
ამის შემდეგ თანოსმა დატოვა ტიტანი და დაიწყო მოგზაურობა. შეუერთდა მეკობრეების გუნდს, რომელიც მთელს სამყაროში მოგზაურობდა. ცხადია, თანოსი გახდა გუნდის ინტელექტუალური ცენტრი, ის განსაზღვრავდა და გეგმავდა ოპერაციებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ თანოსი იყო მეკობრეთა ლიდერი. პირიქით, მას არავინ არ აღიქვამდე სერიოზულად. მის მიზეზი კი ის იყო, რომ თანოსის ახალი კრედო მას მოკვლას უკრძალავდა. ეს კი ცხადია დანარჩენი მეკობრეების დაცინვას იწვევდა.
მის პარალელურად თანოსი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც იტყვიან ყავდა მეგობარი გოგონა (თუ შეიძლება იმ არსებას გოგონა ეწოდოს), რომელთანაც შვილი შეეძინა. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, სანამ კაპიტანმა თანოსი სასიკვდილო ბრძოლაში არ გამოიწვია.
გასაგებია რომ ბრძოლა თანოსის გამარჯვებით დასრულდა. ასე გახდა ტიტანი კაპიტანი. ამ ცხოვრების მიუხედავად ის მუდამ ფიქრობდა ის გოგოზე, რომელიც მან ბავშვობაში გაიცნო. ბოლოს, ერთ დღესაც თანოსი ისევ დაბრუნდა მშობლიურ პლანეტაზე და შეხვდა იმას, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. ქალის მოთხოვნა ერთი იყო: თანოსი მხოლოდ მისი უნდა ყოფილიყო, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ თანოსს საკუთარი შვილი უნდა მოეკლა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ამის შემდეგ კი დაიწყო ხელახალი მოგზაურობა და ხალხისა თუ პლანეტების დატერორება. შემდეგ, ერთ დღესაც გაირკვა, რომ ქალი, რომელიც უკვე თანოსის მუდმივი თანმხლები იყო, მხოლოდ მისთვის იყო ხილული. მის შესახებ დანარჩენმა მეკობრეებმა არაფერი იცოდნენ და მიიჩნევდნენ რომ მათი კაპიტანი შეშლილი იყო, რომელიც მოჩვენებებს ელაპარაკებოდა, მაგრამ ამის შესახებ ამის არაფერს არ ეუბნებოდნენ. ამ კამათის დროს ქალმა გაამხილა თავისი ნამდვილი ვინაობა რომელიც აღმოჩნდა სიკვდილის პერსონიფიკაცია.
ამის გაგების შემდგე თანოსმა სცადა თავის მოკვლა, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილმა ასეთი პირობა წაუყენა თანოსს: დარჩენილი იყო ერთი ადგილი, რომელიც მას უნდა გაენაგურებინა და ამის შემდეგ ის მისი იქნებოდა სამუდამოდ, ხოლო ის ადგილი, რომელიც უნდა განადგურებულიყო იყო პლანეტა ტიტანი. ანუ ეს ნიშნავდა, რომ თანოსი უნდა დაპირისპირებოდა მამამისის მენტორს. მას შემდეგ რაც მეკობრეებმა აიღეს პლანტა, საიკვდილის მოთხოვა იყო ის, რომ თანოსს უნდა მოეკლა მამამისი, თუმცა ავატარმა ეს უარყო, რამდენადაც უნდოდა რომ მენტორს ენახა მათი სიკვდილი. მის შემდეგ მენტორს მან წასვლის უფლება მისცა, ხოლო მენტორმა კი თავის მამას, კრონოსს სთხოვა მოეკლა მისი შვილი.
ეს გახდა დრაქსის შექმნის საფუძველი. პლანეტის განადგურების შემდეგ სიკვდილმა საბოლოოდ აკოცა თანოსს და უთხრა, რომ იყო ადგილები და პლანეტები, რომლებიც მათ უნდა გაენადგურებინა, მაგრამ თანოსი მხოლოდ იმას ფიქრობდა, თუ რაოდან ცივი იყო მისი კოცნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ისტორია თანოსის, რომელმაც განსაზღვრა მისი შემდგომი ისტორია.
To Be Continued…